ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2018


პოეტური მინიატურები

* * *
მოკვდა მწერალი.
მისი გული
გადაშლილი წიგნივით ედო
ღმერთს მუხლებზე
და კითხულობდა.


* * *
ზაფხულის სიზმრებს
გვიამბობენ,
ღამეგატეხილი
ჭრიჭინობელები.

* * *
მიტოვებული სახლის სევდა -
წვიმამ პატრონის ნათითურები
ჭიშკარის სახელურზე არ გადაშალოს.

* * *
აბორტი.
ღვთისმშობელმა
კიდევ ერთი ჩვილი
იშვილა.

* * *
ისე ლამაზად მღიმოდი
ძველი ფოტოდან,
მიცვალებულთა ლოცვისათვის
ვერ გაგიმეტე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები