ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2018


სანამ

ახალ ამოსულ ბალახის ცვარად,
მაქციე ღმერთო,
ნისლად მაქციე,
თეთრი ღრუბლების ფუმფულა ქულად,
წვიმად მაქციე,
ბავშვის ცრემლად,
პირველ ღიმილად,
ანდა ტირიფად, მოტირალად და მარტოსულად.
ზეცად მაქციე,
ზურმუზტისფერ
უძირო ზეცად,
ბოლო ღიმილად,
ანდა თუგინდ სულ
ბოლო კვნესად.
ან სიყვარულად,
ორს რომ ურევს
აზრებს ჩვეულად,
სანამ სიკეთეს ხალხი
სულ არ გადაჩვეულა.
ადამიანად ძნელი ყოფილა აქ ყოფნა ერთობ,
ახალ ამოსულ ბალახის ცვარად,
მაქციე ღმერთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები