ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 ივლისი, 2018


ზვიად გამსახურდია: იდეოლოგიური ლიბერალი

ზვიად გამსახურდია: იდეოლოგიური ლიბერალი 



ზვიად  გამსახურდია არის იდეოლოგიური ლიბერალი მთავარ საკითხში.

მთავარი საკითხი არის ეკონომიკის ”ლიბერალიზაცია-პრივატიზაცია”, ანუ ქონების გასხვისება იმის სასარგებლოდ, ვინც ამ ქონებაში მეტ ფულს გადაიხდის და მესაკუთრე გახდება, ანუ, დღეის მდგომარეობით, ძირითადად, არა-ქართველები.

როცა მთავარი საკითხი, ხალხის ქონების ”ლიბერალიზაცია-პრივატიზაციის” საკითხი წყდება იმის სასარგებლოდ, ვინც ამ ქონებაში მეტ ფულს გადაიხდის და მესაკუთრე გახდება, ანუ, დღეის მდგომარეობით, ძირითადად, არა-ქართველები, მაშინ, ასეთ პირობებში ნაციონალისტური რიტორიკა არის ცარიელი სიტყვები. კი, ხალხს მოსწონს, ჯოს-ჯოს ძახილი, მაგრამ როცა ხალხს ქონება ერთმევა, მაშინ ის საკუთარ ქვეყანაში სხვისი მოსამსახურე ხდება. კი, შეუძლია ჯო-ჯო იძახოს, მაგრამ არა ამაზე მეტი. ქონება მისი უკვე აღარ არის. ის არის მოსამსახურე. სხვისი.

ასე რომ, ზვიად გამსახურდია არის იდეოლოგიური ლიბერალი,  ქართული  თავისებურებებით. უყვართ პატრიოტიზმზე საუბარი.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ზვიად გამსახურდიას და 1980-იანი წლების ქართველი დისიდენტების ლიბერალიზმი არ იყო მყარი, შინაგანი.

1980-იან წლებში ლიბერალიზმის მთელი იდეოლოგია აშშ-ის რადიოსადგურ ”ამერიკის ხმის” მიერ იყო ჩანერგილი, ხოლო აშშ-ის მიზანი იყო სსრკ-ს, და საქართველოს სსრ-ს, როგორც მისი ნაწილის, დაშლა. და ქონების მითვისება. თავის სასარგებლოდ. ვიმეორებ, თავის სასარგებლოდ, და არა სხვისი, მათ შორის არც ქართველი ხალხის, სასარგებლოდ. აბა, სსსკ-ს დასაშლელად ამდენ ფულს ტყუილად ხომ არ დახარჯავდა? ახლა დანახარჯების ანაზღაურების ეტაპი დადგა.

ლიბერალიზმი ზვიადის თავში ამერიკამ ჩაუდო. ზვიად  გამსახურდიას დასაწყისში ალბათ სიტყვა ”ლიბერალი” (თავისუფალი) უფრო მოეწონა, ვიდრე,  იმ მომენტში,  გაცნობიერებულად იყო მართლა ლიბერალი, ამ სიტყვის დასავლეთური გაგებით. ამიტომ იყო, ზვიად გამსახურდიამ ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ასე ადვილად რომ დაიწყო აშშ-ის დადანაშაულება ”იმპერიალიზმში”.


როცა ეკონომიკის ”ლიბერალიზაცია-პრივატიზაცია” მოხდება, ამის შემდეგ ნაციონალისტური ლოზუნგი  ”საქართველო ქართველებისთვის” ცარიელი  სიტყვებია,  რიტუალური ფრაზა, რომლის უკან უკვე არანაირი კონკრეტული შინაარსი არ დევს.

მაგრამ ამის მიხვედრას უნარები სჭირდებოდა. ფილოლოგიური განათლება არასაკმარისი აღმოჩნდა ამ ელემენტარული ჭეშმარიტების აღსათქმელად.

დღეს, 2018 წელს, 1990 წლიდან 28 წლის გასვლის შემდეგ,  ქალაქ თბილისში უცხოელების საკუთრებაში მყოფი კაფე-ბარების ფონზე, უკვე თვალნათლივ გამოჩნდა მომხდარის მიზეზებიც და შედეგებიც.

ზვიადისტების იდეოლოგიური ლიბერალობა სრულიად ბუნებრივია. ლიბერალიზმს არ შეუძლია სხვანაირად. რამდენიც არ უნდა იძახონ ”საქართველო ქართველებისთვის”, მთავარ საკითხში ისინი მაინც ლიბერალები არიან, ანუ ეკონომიკის ”ლიბერალიზაცია-პრივატიზაციის” საკითხში,  ქონება იმას, ვისაც ფული აქვს, ანუ, დღეის მდგომარეობით, ძირითადად, არა-ქართველებს. ამიტომ არის, რომ ზვიადისტები რუსეთის აგენტებად აღიქვამენ იმათ, ვინც საქართველოს სსრ-ში არსებული სოციალისტური წყობის დადებით თვისებეზე საუბრობს (სიტყვაზე, დასავლეთ ევროპის უამრავ ქვეყანაში ხელისუფლებაში სოციალისტური პარტიები არიან - ამას ზვიადისტები ჯიუტად ”არ ხედავენ”), და ქონების ”ნაციონალიზაციას” ითხოვს, ანუ ქონების ქართველ  ხალხზე დაბრუნებას.

ვიმეორებ, დამოუკიდებელი საქართველო სოციალიტურიც შეიძლებოდა ყოფოლიყო. მაგრამ ზვიადისტები პრინციპულად უარყოფენ სოციალისტურ იდეას, იმიტომ რომ ისინი იდეოლოგიური ლიბერალები არიან,  ანუ ველური კაპიტალიზმის მომხრეები. ანუ, პრინციპის, იმარჯვებს, ანუ, ცოცხლოს,  ის, ვინც ძლიერია, სუსტი მარცხდება, ანუ სუსტი კვდება. ჰოდა, ამ იდეოლოგის განხორციელებამ 1990 წლიდან 5,5 მილიონიანი საქართველოს მოსახლეობა 2017 წლისთვის 3,6 მილიონამდე შეამცირა. მადლობა ლიბერალიზმს.

ხალხო, დააკვირდით ცოტნე გამსახურდიას საჯარო გამოსვლებს.

ყველაზე იდეური ზვიადისტი არის ცოტნე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდიას საჯარო გამოსვლები ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიის ყველაზე სრულყოფილი გამოხატულებაა.

გაიგეთ, ხალხო, ზვიადიზმი არის ლიბერალიზმის ერთ-ერთი სპეციფიკური ფორმა, ქართული თავისებურებებით. ანუ, ქონების გასხვისება იმის სასარგებლოდ, ვინც ამ ქონებაში მეტ ფულს გადაიხდის და მესაკუთრე გახდება, ანუ, დღეის მდგომარეობით, ძირითადად, არა-ქართველები. და ბევრი-ბევრი საუბარი პატრიოტიზმის შესახებ. 



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭრა
25.07.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები