ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: პროზა
30 ივლისი, 2018


თვალები..

დაბნელდა..
კელის თვალებში სინათლე ვეღარ აღწევდა.
მის  ზღვისფერ თვალებში, მზე ისევე ირეკლებოდა როგორც ჰორიზონტზე ჩასვლისას მღელვარე ზღვაში. 
როცა თვალებში უყურებდი, სადღაც უსასრულობაში გკარგავდა და გავიწყებდა ამ ქვეყნიურ გრძნობებს, განცდებს.. შენი სხეული კი მსუბუქდებოდა, სული ტოვებდა მას და გადადიოდა კელის თვალებში.
ბრაზის დროს  ისევე ჩაიქუფრებოდა ხოლმე,როგორც ზღვა შტორმის დროს. სიტყვები საჭირო არ იყო, ყველაფერს მის თვალებში წაიკითხავდით. არა, არც წაკითხვა იყო საჭირო უბრალოდ თავად გეტყოდნენ სათქმელს.. და კვლავინდებურად შეეხებოდნენ მისი გრძელი წამწამები მძიმედ ერთმანეთს.
ახლა კი მათში მხოლოდ საკუთარი თავის ანარეკლს ვხედავ..
სარკესავით ცივია..
არანაირი მოგონება,გრძნობა და სიყვარული არ შერჩა..
გაიყინა..
მე კი ვიჯექი დღე და ღამ და ვფიქრობდი მის თვალებზე, იმაზე თუ როგორ დაუშვა ღმერთმა ეს..
კელი ხომ ჯერ კიდევ ახალგაზდა იყო.. მისი ოცნებები კი აუხდენელი. ჯერ არაფერი ენახა ნორმალურად და  აღარც ამის იმედი უნდა ქონოდა..
მხოლოდ ექოს ხმას დაყვება.
ახლაც მიმყავს ხოლმე ზღვის სანაპიროზე, მე მას ვუყურებ ის კი ზღვას უსმენს და გამჭოლი მზერით აშტერდება.
მის თვალებშიი ისევ ირეკელბა მზე..
უბრალოდ ახლა ის სხვანაირია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები