ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2018


ოდა მედიას


მთელი საღამო
ცისფერთვალა ციკლოპმა ჩაყლაპა!
აბა ასეთი გესლიანი,
მოსისინე,
სად გინდა ასეირნო?
რით ჩამორეცხავ: ამდენი მოამბის,
ამდენი მაცნის,
ამდენი კურიერის -
მოტანილ ამბავს?!
რამდენი არხია თვალებში გათხრილი!
და არც ერთ მათგანში
არ არის
წყალი!
ყველაში (უკლებლივ)
ასხია
სისხლი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები