| ავტორი: დინბო ჟანრი: პროზა 30 ივლისი, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
პოლიციის სახაზინო ფსიქოლოგი, კოკა ნასყიდაშვილი:
კოტე ჩაგელიშვილი. ოცდაერთი წლისა და უთვალავი დღისა. დაბადებული დრამათა და უპოვართა ქალაქ თბილისში. სულიერი პოლიციის განყოფილებაში მოათრიეს მორიგე პატრულებმა, პირდაპირ რუსთაველის მეტროდან, საიდანაც ქვემოდან მიმავალი ხულიგანი ჩაგელიშვილი, ტყუპი წიხლით შეაფრინდა ზემოდან მომავალ ესკალატორს. დაშავდა ორი ადამიანი. ცხრამეტი წლის ყმაწვილი და შუახნის ქალბატონი. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მომხდარის შემდგომ, კოტე ჩაგელიშვილი ნაცვლად იმისა, რომ განმსჭვალულიყო სინანულის განსაკუთრებული ხარისხით, ისტერიულად იცინოდა და ყვიროდა, რა შიგ მაქ, ჩემი კარგი მოვტყანო. როგორც კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, კოტე ჩაგელიშვილი სულაც არ უნდა იყოს გიჟი, ანუ სულიერად დაავადებული ადამიანი. არა, მცირე სულიერი ლაფსუსები მის ყველა ქმედებაში იკითხება თუმცაღა, ჩაგელიშვილი კონტაქტურიცაა და მცირე, თუმცა გარკვეული დოზით საზოგადოებასთან ადაპტირებულიც. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან მარტივადაა. დედამისი, ფერმწერი ნინი ცინცაძე თვლის, რომ უბრალოდ... კოტე სხვებზე ემოციურია, ქალაქში კი, რომელშიც ის პიროვნებად ყალიბდებოდა, ეს საკმარისი მიზეზი იყო საიმისოდ, რომ მისი ვაჟი მარგინალად მიეღოთ. მოდით, მართლაც ვაღიაროთ ის, რომ კოტე ჭკუამხიარული და არასერიოზული ელემენტიდან, აგრესიულ მონსტრად იქცა, ჩვენი, მისი თანამოქალაქეების ბრალია! არა, გატყუებთ... კოტე ჩაგელიშვილის ქმედებებში დანახული აგრესიის მილიგრამული ნაწილაკები, მეტად უმნიშვნელო და უწყინარია. გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ ამ მეტად უცნაური ზნის ახალგაზრდას, აგრესია ორ შემთხვევაში უჩნდება. როდესაც მისი არ ესმით და როდესაც მისი ტრფობის ობიექტი სხვა, მისი აზრით მასზე უარეს მამრთან იწყებს სასიყვარულო ურთიერთობას. უკანასკნელ შემთხვევაში, მისი თქმით ის სულაც არ იყო აგრესიული და საპირისპირო მხრიდან მომავალ ესკალატორს, გართობის და ახალი შეგრძნების განცდის მიზნით შეახტა და იმაშიც გამომიტყდა, რომ საკმაოდ კმაყოფილიც დარჩა, იმით, თუ როგორ კენწლიდა მძლავრი საფეხურები. უცნაურად ხსნის იმასაც, თუ რას ნიშნავს „მისი არ ესმით“... ხულიგნობაში მხილებულმა, მაგალითის მოყვანა განიზრახა და ჩვენც გულისყურით ვუსმენდით. ერთხელ ბავშვობაში რენესანსზე რაღაცა წიგნი წავიკითხე და თავი მსოფლიოში ყველაზე აზრზე მოსული მასტი მეგონაო, ჰოდა მოვიდა ერთხელაც მეზობლის ბავშვიო და რო დავუწყე ამ ჯორჯონეზე ბაზარი სიცილი დაიწყო ეგ ვიღააო. ავიღეო და თავი გავუტეხე ვიზე ღადაობ შენი მრეცხავი დედა შევეციო. როგორც შეამჩნევდით, აგრესიას ძირითადად გინებით გამოხატავს. როგორც მისი ძმაკაცები ამბობენ, ამ დროს ის არანაკლებ საყვარელია ვიდრე მაშინ, როცა ალკოჰოლით გამოლენჩებული მთაწმინდიდან ჩამორბის და მერის უყვირის, შენი ქალობა დაიწვას, ვინ გეთმობოდა და ვერ დააფასეო. საერთოდაც, ძმაკაცებს ძალიან უყვართ კოტე. რეალურად, კოტე მისი ნაცნობების ოთხმოც პროცენტს უყვარს, დანარჩენმა ოცმა კი, სხვადასხვა დროს, მისი სარკაზმი სერიოზულად მიიღო და ის ცინიკოს, ამპარტავან და ბოროტ ნაბიჭვრად აღიქვა. მოკლედ, კოტე ჩაგელიშვილი, მუსიკოს ჯემალ ჩაგელიშვილის უფროსი და ნაბოლარა, ანუ ერთადერთი შვილია. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდაა და ახლახან გახდა, ისტორიის მეცნიერებათა ბაკალავრი. საკუთარი აზრით, ის არის... პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მუსიკოსი, რეჟისორი, მსახიობი, ტორეადორი, ფეხბურთელი და კრიმინალური ავტორიტეტიც კი. დაბადებული 1996 წელს. ხუთი წლის ასაკში სკოლაში მიიყვანეს. ექვსი წლისას დამრიგებლის ქებამ შთააგონა რომ გენიოსი იყო და კლასელებს პლებეებს ეძახდა, აქაოდა დარტანიანი მარტო მე ვიცი ვინ არიო. შვიდი წლისას თავი უკვე დიდი ეგონა და ბოზებში გაიპარა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კურტიზანებს ორი ლარი მაშინაც კი ეცოტავებოდათ. რვა წლისამ ფეხბურთის ყურება დაიწყო. ცხრა წლისას პირველად ეწვია სიყვარული და მგრძნობიარე გახდა. ეს მგრძნობიარობაა დღემდე რომ მოჰყვება და ყველა ფლირტისას თან სდევს. ათი წლისა იმავე შეყვარებულს, ალკალა ბარის მომღერალს, როზარიო მონტესს დაშორდა, იმიტომ, რომ სერიალი დამთავრდა. თერთმეტიდან-თხუთმეტ წლამდე არაფერი ღირებული არ უქნია. ამ პერიოდს იგი უძრაობის ხანას უწოდებს და ყველაფერს ბრეჟნევს აბრალებს. თხუთმეტი წლისას 1989 წელი ეგონა და დისიდენტობა დაიწყო. ერთ კვირაში დაიღალა და დროშა ლურსმანზე ჩამოკიდა. თექვსმეტი წლისა დიფ ფარფლის კონცერტზე შეიპარა, თუმცა ჰაივეი სტარის და სმოუკ ონ ზი ვოთერის მოსმენა ვერ მოასწრო, იმიტომ, რომ სპეცნაზელებმა უბილეთობაზე გაატყნეს... უკაცრავად, გამოიჭირეს და ტრაკში წიხლი... უკაცრავად, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს. ჩვიდმეტი წლისამ სკოლა დაამთავრა და მელანქოლიურ იშტაზე მყოფმა, მარტომ დალია რვა ლიტრი ლუდი. ამბობენ, ერთ წლიანი წონის პრობლემები ზუსტად მაშინ დაეწყოო. მერე უნივერსიტეტში ჩააბარა და ყველა ზემოთ თქმული სტატუსიც იქ დაიბრალა. დაიბრალაო ჩვენ ვამბობთ, თორემ ზოგი რამ მართლაც კარგად გამოსდის. კარგად რომ გამისდის და ყველას ფეხებზე კიდია, ვაგლახ, რომ ეგ არის ჩაგელიშვილის გაუცხოვების და აგრესიულობის მიზეზი. ჩაგელიშვილს უნივერსიტეტში ორი გოგონა უყვარდა, ერთმა გააჯმეინ... უკაცრავად, მის გრძნობას იგივეთი არ უპასუხა. მეორეზე ვერაფერს გეტყვით, ვგონებ როცა ჩაგელიშვილი აქ მოათრის მისდამი გრძნობა ჯერ კიდე ძალაში იყო. კოტე ჩაგელიშვილის ძირითადი სიმპტომებია: ულტრა ნარცისიზმი, მსუბუქი შიზოფრენია, უსაქმურობისადმი მანიაკალური სწრაფვა, გარდასულ წელთა ტრფიალი და სოციოპატიის უცნაური ფორმა, რომელსაც ახნას, თავად ხულიგნობაში არაერთგზის შემჩნეული კოტე ჩაგელიშვილი თუ მოუძებნის.
კოწიკა:
გამომიშვეს თორე, მეც ნაშა არ დამახვედრონ მანქანის უკანა სიდენიაზე და კიდე ლევი წილი კუვეიტური ნავთობის შემოსავლებიდან. წასასვლელი მაინც არ მაქ და ვიჯდებოდი მაგის დედაც ვატირე. წიგნებს წავიკითხავდი მექსიკელ ისპანიწელ ბანდიტებზე და მეც მაგარი შენძრეული ბანდიტი გამოვიდოდი. აი მაშინ, ყველას შუბას დავხევდი! არა მართლა რა... გამოვიდოდი და დავერეოდი. დადადადადადადაა.... ბუხ... ფრრრ.... თქვე ბოზზეებო, მოვიდა ნაჩო კონტრერასი მეთქი ბიჯო. პატრონი მე არ მყავს და ბალეშიკი, სად მიშვებენ რო მიშვებენ?! ძმაკაცების მეტი რა მყავს, მარა ტვინი ამტკივდა უკვე მაგათი ყურებითაც. ეგენიც კაი ტიპები არიან, მარა როდემდე ტო? აი როდემდე გამიძლებენ?! ბოლო-ბოლო მეტყვიან კოტეჯან, შენ რა ტვინი იმასქენიო და დამახვევინებენ მოუსვლელში. მერე რა ვქნა? კიდე ესკალატორს ვეცე? არა ძმაო, მე მაგას ვეღარ ვიზამ. შემეშინდა თქვენ თავს ვფიცავარ. ცოტა შუსტრი რო არ ვყოფილიყავი მეც ავილეწებოდი იმათსავით და დაჟე ჩემი ბედი რო ვიციი... მე დავიბრიდებოდი. მე დავიბრიდებოდი ბიჭო და იმათ კიდე ის გაუტყდათ ხელი რო მოიტეხეს და ამიტეხეს იქ წიოკი და ამბები. თან ნახეო, ბოდიშსაც არ იხდისო... ბოდიში არა, გაგარინის კასკა. მე ვუთხარი ესკალატორს ჩამოყევით მეთქი? მინდოდა და ავხტი. იმიტო ავხტი, რო ბევრ რამეს ვერ ვაკეთებ რაც მინდა. ჰოდა ეგ უნა მექნა... აი ის სხვა რამეები უფრო მინდა, მარა რო ვერ ვაკეთეეებ, მერე ესეთ სირობებს ვეცემი ხოლმე. ამ მილიციელებმა, ვიღაცა ავლიპა ზურაბაშვილი შემომიყვანეს და მაბაზრეს. ტიპი იმენა მშიერი ტო... დამისვაა და ყველაფერი მაბაზრა, სად, რა, როდის და როგორ გამიკუებია ამ ოცდაერთ წელიწადში. მერე იმაზე ბჭობდნენ გიჟი ვარ თუ არა. გამიხარდა საგიჟეთში მაინც გამაქანებენ მეთქი მარა, ვის სად კიდიხარ?! არარიო გიჟიო... გიჟი თუ არავარ ჩამსვით ძმაო ციხეში და კრიმინალი თუ არავარ, მაშინ გიჟი ვარ ჰო? აბა ჩელენტანო ვარ თქვე ჩემისებო? რა ფეხები მინდოდა ჩამომსვლელ ესკალატორზე?... კაროჩე რა. ჩემი შენახვის მაყუთი საგიჟეთსაც დაენანა და მილიციასაც, ჰოდა ფიუტტტ სვაბოდაზეეე. არაფერი მე არ გამომდის. ნუ პრინციპში არც მინდა ეს მუშაობა და რაღაცეები. ერთიანი სტავკა მინდა დიდი, რო პენსიამდე აღარ მომშივდეს. პენსია რო იქნება, რამე იქნება. აუ როგორ არ მევასებიან ბიჭოოო... სულ ჩალიჩობენ, იმას ის უნდა, ამას ეს. ეს ნიკორაში კონსულტანტია, ის ბიზნესზე ფიქრობს, იმან გოგო ამახია... ჰოდა იმას მოუტყან ლამაზი დედისტრაკი. პ-ე-რ-ს-პ-ე-ქ-ტ-ი-ვ-ე-ბ-ი!!!!! რა დედარღნიანი სიტყვაა, პერსპექტივა და რა დედაარღნიანი სტატუსია უპერსპექტივობა... მე მიყვარხარ იცოდეეე, აფროდიტე გიწოდეეე... გამარჯობა მამა. გამარჯობა დედა... რას მერჩოდით ნეტა, რას მერჩოდით ნეტა...
გამოუშვეს ჩვენი ჯონი როტენი! - ეს მამა იყო. გშია? - ეს დედა, რომელსაც ბევრი მუშაობისგან მუდმივად ჩამქრალი თვალები აქვს, არადა მაგარი მხატვარია, რა უნდა ბანკში... დედა, მე დამასკოში მივდივარ! - ეს მე ვიყავი და სირობას ვიძახი. წადი დაწექი დაიძინე რა... - ამ მამაჩემს ჩემი ატანა ცვეტში აღარ აქ. არა რა, მართლა სირიას უნა შევეწირო. თქვენარ ხართ ჩემი ღირსები! - მაცივარი გავაღე. რას იქექები, გშია შენ... - ო რა თბილია დედა, ის სულაც არ ჰგავს მამას... მიკეთებს ერბო კვერცხებს, და არ მამადლის ამას. მოეთრა? - ოჰ თამარა ვიქტოროვნაც მოვიდაა.... სალამი ბებო, მაგრად გწყენს ერბო... - ბებო მაგრად მიყვარს. არ დამელაპარაკო! - ამის თვალში დღეიდან ის ვიტრინა ვარ, კომუნისტების დროს, ვინ გვარცხვენს რო ეწერა. ბაზარი არ არი... - ეგ იყო და კაკრაზ კალბასიც ვიპოვე. პური დანით მოჭერი! სულ არ მინდა შენი მოგლეჯილი! დაყრუვდი ბიჭოო? შენ გელაპარაკები! - შეჰკივლა და მკლავში ჩამცხო თამარა ვიქტოროვნამ. რა გინდა ქალო, ხმა არ გამცეო ჰო მითხარი? - მეც ავიჭერი ვეჟოოო... ბებოს წესიერად ელაპარაკე! - აგე მუსიკოსი მამაჩემი გამოენთო. როგორ ეტყობა თამარას შვილი როა, აზრზე ვერ მოხვალთ. წადი დაისვენე დე... - ეჰ ჩემი ანგელოზი დედიკო ამათ ხელში მართლა ცოდოა, მარა რას იზამ ლამისაა მესამე დეკადა გავიდეს რაც მისთხოვდა დირიჟორ მამაჩემს. ჰო კარიერზე შრომით დაიღალა. უნა დაისვენოს, აბა რაა... - ოჰ, აგერ მამიკოოც. მამა მამა მამა, ჭამე სოკო ქამა! - დავგაზე დავიძინე თორე, ამათ მთელმა თბილისმა უსმინა... ჩემმა მტერმათქო ანუ რა.
რამაზა ცქიტიშვილი:
სომხეთიდან ჩამოვედი. იქ ვმუშაობ რა. ჰოდა გავიგე კოწიკა ყოლიათ კაპეზეზეო. ვინ, ვინ და კოწიკას რა უნდა კაპეზეზე ტო. მოცურებული კი აქ მარა, მაინც რავი. სად კაპეზე, სად კოწიკა. ისე, ეგ სულ ეგრე კი არ იყო. წყნარი, ზრდილობიანი, კეთილი ბავშვი იყო. ბაზარი არ არი, მაშინაც მაგარი სტრანნი ეთქმოდა, აბა როგორ გინდა ორიათასიანების დასაწყისში თბილისელი ბავშვი იყო, სულ ქუჩაში ეგდო და თან წყნარი და კეთილი იყო?! ზრდილობაზე არ ვბაზრობ, ეგ არავის გვეშლებოდა, იმიტო რო პირფერები ვიყავით. ვერ ვუგებდით მაგას ჩვენ ბოლომდე, მარა ჩვენი ძმა იყო და გვიყვარდა მაგრად რა. მაშინ მასე იყო, შენი კორპუსელი შენი ძმა იყო და სხვა ვარიანტი არ არსებობდა. შენი პადიეზდელი ჰო ვაბშე ფრონტავოი ბრატი და რამე. ეხლა ისეთი ხშირი და ახლო ატნაშენია არა მაქ, მარა კოწიკა მაგრა მიყვარს, იმ ბავშვობის ხათრითაც და ტან ვიცი რო ეხლაც ყველაზე გულიანი და სხვანაირი ტიპია. ჰოდა ვერ გაიგებდი რა... ხან სულ ჩუმად იყოო, ხან იმენა ტვინის ბურღი ტო. და მაგ ორივე მდგომარეობაში, იმენნა მაგრად დაგვცინოდა და სულ გვაგრძნობინებდა, მე სხვაგან ვარ და თქვენ ვაბშე ვინახართო. ჩავიდოდით სონებში რა... ხან ეგ აძრობდა ორმოცდაათ კაპიკს, ხან მე, ხან ვინმე რა... ლარიანი თუ იჩითებოდა ჰო ვაბშე ფერედაიზი იყო. ჰოდა ჩავიდოდით და ბრახ სიტყვაზე ჩემიანმა თავის კარებში შეაგდო ბურთი რა... ეგრევე იტყოდა, ავტოგოლიო. ვიცოდით, განა ჩვენ არ ვიცოდით, რო ავტოგოლი იყო, მარა არ გვახსენდებოდა და ეს სულ გვასწრებდა, მერე ისე ჩანდა რო მაგან იცოდა და ჩვენ არა და გვიყურებდა ცინიზმით სავსე თვალებით. მარა ვითომ ჰო ეგეთი ახვარი და რამე მარა, ჰო გეუბნებით, ეგეთი კეთილი ბავშვი მეორე არ იყო მაშინ თბილისში... ერთხელ ზურიკოს დაბადების დღე იყო რა, მარინაშვილის და საჩუქრის გარეშე ასვლა გვიტყდება, ჰოდა ვიღაცა გვერდითა კორპუსელი დავითრიეთ ჩვენ პადიეზდში და გვინდა რო ან ხურდები შევაწეროთ, ან მაღაზიიდან ნისიად რამე გამოვატანინოთ. აი, იმენა ვაბულინგებთ რა. მაშინ მასე იყო ტო, მე რო მოვხვედრილიყავი მაგათ მხარეს ეგენი გამწეწავდნენ და ვაბშეტა მაგარი ჯუნგლი ბესპრიძელი იყო მაშინ და ეხლა არ ვიცი. ჰოდა ეგ ბაზარია რო თან წავუთაქებთ ამ ბავშვს, თან ვეუბნებით ფული მოჯვი და რამე. ეს ბღავის და ასლოკინებს არ მაქო, დედას გეფიცებითო. ჩვენ არა, იმენა გვინდა და უნდა მივიღოთ. ეს ტიპი იმენა ბოლო პრასვეტია მარინაშვილთან ასვლის და თან ვიცით, რო დედამისმა მაგარი ტორტი გააძრო და ეგ რო ვერ ვჭამოთ იმენა დავბრიდავთ ამ უდღეურს. ჰოდა ეგ ამბებია რო ვატირებთ და ამ დროს კიბეზე სტვენით ჩამორბის კოწიკაა... გძეტა თორმეტი წელია გავიდა მაგის მერე, მარა დღემდე მახსოვს ახალი ინტერის მაიკა ეცვა და მაგრა უხდებოდა. თან იმენა ბედნიერი იყო, ვიერი ვარო და რამე. ჰოდა უცებ რო დაინახა ეს ტიპი მაგრა აიჭრა. ჩვენ ვეძახით მოდი დაგვემატე ავახიოთო და თან ვიცინით. მოვიდა ეს და ხმას არ იღებს, იმენა გაურბის თვალები აქა-იქა... თითქოს სცხვენია ამ ბავშვისო და სახეში ვერ უყურებსო. მერე უცებ იძახის, ჰო ხედავთ რო არ აქო, დაანებეთ თავიო. თავი დაანებეთ მაგარი უჩვეულოდ ჟღერდა და გაგვეცინა. მეთქი ვის უნდა დავანებო, ნისიად დაითრევს რამეს და ეგ არი. არაო, გაუშვიო, ცოდოაო. მეთქი ჰო არ გძმარავს, მარინაშვილთან შენ აგიტანო?!... მაგის თქმა იყო და ერთიც წავუთაქე იმ გვერძე კორპუსელს და დაიწყო ისევ ბღავილი. ამის ბღავილის შემხედვარე, ეს კოწიკა უფრო აიჭრა, ცრემლები ჩამოუვარდა ბიჭო ამასაც... უცებ ხელი მკრა და ამ ტიპს ეუბნება დავაი მოტყდიო. ისიც რას დააყოვნებდა, გავარდა ეგრევე. ვალერა გაეკიდა მარა ვეღარ დაიჭირა. აი ეგეთი ბავშვი იყო. ეს რო დაეჭირათ იმ განდონებს იქით, ის ატირებული სირი ესე კი არ მიეხმარებოდა... სხვანაირი გულის ბავშვი იყო. მერე ვაჯვი, მეთქი ჩმორი ხარ, ისა და ესა... მაშინ ჰო არ მესმოდა მაგდენი. თან იმის გამო ხელი როგორ მკარი და რაღაცეები. ხმას არ იღებდა, მარა ბედნიერება ეწერა სახეზე, რო ის გადაარჩინა. იმენა კმაყოფილი იყო. მერე მითხრა ამომყევიო სახლშიო. ავყევი და დედამისის ნახატი მომცა პატარა, აჰაო, ეს აუტანე მარინაშვილს დაბადების დღეზეო.
ბრეგოვიჩა:
სადღაც ერთი თვის წინ გავხსენით ეს ბარი. აქა-იქ რო არ მეწანწალა, ბარემ უკვე ჩემი მაქ და აქ გავხურდებით ხოლმე სასტავი რა. ვისაც ვუყვარვარ და რამე, მოვა აქ და მთელი მსოფლიო ჩვენ ვიქნებით. ჯერ მოუხოდავია, მარა ნელ-ნელა ყველაფერი იქნება. ჯერ ბარმენიც მე ვარ, დამლაგებელიც და რაღათქმაუნდა შემოქმედიც. კაკრაზ გახსნის დღეს მოვიდნენ, ერთი ეგა და სამიც სხვა. კოწიკა, ორი გოგო და ერთი ტიპი კიდე რა. ეგრეც არ იყო, რო კოწიკა ვითომ ყველას ტვინში ისაქმებდა. ვინც ვამუღამებით, მამენტ მაგრად გვევასებოდა ეგ მასტი, იმიტო რო მაგრა ღადაობდა და სულ რო დედისტრაკი ეგინებინა, შეილება ისე საყვარლად და სასაცილოდ ექნა, დაჟე გესიამოვნებოდა. მაზოხისტი არ ვარ, მაგრამ ადამიანების განსაკუთრებულ უნარებს დიდ პატივს ვცემ. იასნია დამჯდარი არ იყო, რო ეგრევე ბართან ჩამომიდგა. მასე იცოდა ხოლმე, რამეზე უნა გაეშაყირებინე, ისე არ იქნებოდა... რორი სად არიო, მეკითხება. აი გარტყმაში არ ვარ ვინ არი რორი და საერთოდ არი თუ არა ვინმე, რორი გალაჰერის გარდა. არა, იმენა რამე ისეთს თუ არ უპასუხებდი არ წავიდოდა. მეთქი რა ვიცი ბიჭო, დეპრესიაშია რორი, შეყვარებულმა დაადო, აქაოდა ქათმის გრიპიან ბიჭთან ურთიერთობას ვერ გავაგრძელებო. მაგარი მთვრალი ვიყავი მეც თორე ეგეთ კვერცხობას დაჟე თვითონ კოწიკა ვერ მოიფიქრებდა. თითქოს პასუხით ვერ იკაიფაო, დავაი კაი ერთი არგო გამოუშვიო. მერე ოცთეთრიანებით მომცა სამნახევარი და გაიძურწა. მაგისმა კამანდამაც ლუდები დაითრიეს და დასხდნენ. ვახ ჯერ არც მოუსვია ეს ლუდი კიდე მომადგა. აჰაო რა მაგარი რამე გაჩუქოო, სიცილიური ქვებიაო, სირაკუზას სანაპიროდან აკრიფა დარეჯანმა ექსკლუზიურად ჩემთვისო და ერთცალს შენც გიფეშქაშებო. დარეჯანი არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ აღარ გავუგრძელე, კუდებს მოაბამდა და აღარ გაჩუმდებოდა. გამოვართვი ეს ქვა და თაროზე შემოვდე. ვახ რა ქართველი გამომცეველივით მექცევიო. ცოტა უგულოდ გამეცინა და თითქოს გაბრუნდა კიდეც, მარა უცებ რაღაცამ დაარტყა თავში კიდე და მომიბრუნდა. ბიჭო, პირბადე გაიკეთოს და ისე შმუთოსო. ვერ მივხვდი და მიყურებს დებილივით. რა თავს იშტერებ თუ ძმა ხარ, რორის რო დაადო შეყვარებულმა ქათმის გრიპის პონტშიო. არა მოცურებული მართლა ჰქონდა, მაგას არავინ უარყოფს, მარა ზოგს იმიტო არ უყვარდა, რო ხანდახან ძაან მწარედ იცოდა ენით ჩხვლეტა და მთვრალი კიდე მაგარი სომალელი იყო. ეს რო წავიდა, მაგისი მაგიდიდან ბიჭი მოვიდა და ათი შოტი არაყი მინდაო. კი ვიფიქრე ჰოარ მოუსრიალდათქო, მაგრამ მე ვინ მეკითხებოდა, რაც მეტს გავყიდი, მით უფრო მალე გავხსნი ჩემს საკუთარ სასტუმრო პენსილვანიას. ჰოდა წაიღო ეს ათი შოტი. ვახ, კოწიკას თვალები აუციმციმდა... ერთი ლუდი რას ეყოფოდა მაგის ალკოსექსუალ სტომაქს. უცებ ერთ-ერთი გოგო იძახის, მე არასდროს მიცეკვია ლოკოკინასთან ტანგოო. კოწიკას გაეცინა, ერთი შოტი აიღო და ხუხა. არადა მაგარი მურტალი ჭაჭა იყო, წინა დღეს რო ვტესტავდით, ნახევარ სალოთეთს გავასინჯე და ნახევარ შოტზეც მაგრად იჯღანებოდნენ... ამან კიდე ვითომც არაფერიო გადაისვა ხელი მარად დავარცხნილ ქოჩორზე და სევდანარევად მიმოავლო თვალები გარემოს. საერთოდაც ცოტა ვერ იყო ხასიათზე. გაცნობის დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მელანქოლიური კაცი გახლდათ კოწიკა ჩაგელიშვილი. როგორც მივხვდი იმას თამაშობდნენ, მე არასდროს მიქნია და ბლა ბლა ბლა... აი ტიპი რო ამბობს, მე არასდროს მიქნია რამეო და თუ მაგიდაზე ვინმეს უქნია ის რამე, უნა დალიოს რა. ისე თავიდავე იასნი იყო ვინც დათვრებოდა მაგ მაგიდასთან. ჯერ ეს ერთი, ესენი ისეთს ვერაფერს იტყოდნენ კოწიკას რო გაკეთებული არ ჰქონოდა და დალევა თუ უნდოდა, ვაბშემც იმასაც დაიბრალებდა შეყვარებული სახინკლეში დამიპატიჟებიაო. არადა მე ჰო ვიცი, დაპატიჟება სიტყვა ისე ეზიზღებოდა ჯერ მარტო მაგის გამო არ იზამდა მაგას და თან სახინკლეში დაპატიჯება რა პონტია, თან კოწიკა თუ ხარ. კოწიკა სტრანნი ჰო იყო, მარა აზრზე მოსულიც იყო და საერთოდაც ეგეთი მიქსი მე ბევრი არ მინახავს წუთისოფელში, ეგ რო იყო. ჰოდა ეგ ამბები იყო და... ის ბიჭი იძახის, მე არასდროს მქონია სექსი დონეცკელ ტურისტებთან აჭარაშიო. აი ცვეტში არ ვიცი კოწიკას რა ჰქონია და რა არა, მარა აშკარად შეგდებული პაკეტი იყო და ამანაც მეორე შოტი მიაყოლა. თან ზაკუსკას კი არ აყოლებს ბიჭო... დაარტყავს არააყს, ბრახ ლუდი ეგრევე... იმენა ნადირი რა. მასე დალია შვიდი შოტი და ზევიდან ლიტრა ლუდი დააყოლა. იმენა წაიშალა. ტუალეტში შევიდა და გამოვარდა უნიტაზის უკნიდან ჯიმი ჰენდრიქსი მელაპარაკებაო. იმდენი ქნა ხალხი შეიყოლა, ნახეთ იქ არიო და კაკრაზ მეც რო შევყევი მანდ გამახსედა, რო ამ ფართის წინა მფლობელს უნიტაზის უკან ჰედრიქსის დიდი პოსტერი ჰქონდა გაკრული. აი დამიჯერეთ რა... კოწიკას სიმთვრალეების ნახევარი ნანახი მაქ, მარა ეგეთი ალეწილი მანამდე არ მახსოვს. იმენა ჰალუცინაციებში იყო ჯიგარი. უეჭველი ფსიქიატრებმა გაუჩხირეს რამე და უკურეაქცია მისცა. მოკლედ, სანამ ცოტა აზრზე არ მოვიდა არ გავუშვი. ჩემი ბარი მთაწმინდაზეა, თუ კაი ლუდი, კაი არაყი, ჰალუცინაციები და მაგარი გახურება გინდათ, უეჭველად დაგვადექით.
ვატო:
მე კოტე მაგრად მიყვარდა. მიყვარდა რა... მიყვარს, იმიტო რო კოწიკა ჩემი ძმა კიარ იყო, არი და სულ იქნება, ასი წელი და იმის იქით უსასრულობა. ზოგადად ბევრ ტიპს ვიცნობ და მაგათი ნახევარი ჩემი მეგობარია. როგორც მინიმუმ, თითოჯერ ყველასთან ერთად მაქ ჩარტყმული, მარა ეგ სხვა რამეა. მაქედან ზოგი დებილი ბავშვია, ზოგი პროსტა ლოთი, ზოგი მაგარი მარიაჟა ფალოსი და მოკლედ, მაგათში ვტრიალებ, იმიტო რო ეგრე მოხდა... რატო მოხდა და როგორ მოხდა არ ვიცი, ალბათ სოციუმის ბრალია ან რავი არ ვიცი. მარა კაცს რო ძმაკაცს არა, მარა მეგობარს ეძახი და თან პაბალშომუ გკიდია ეგეც არ არი მთლად ლამაზი, მარა მე არ ვდებ თავს ზნის სიწრფელეზე. მოკლედ, მე და კოტეს სხვა ძმობა გვქონდა. გვქონდა კიარა, გვაქ... რო რამე, სასტავში არ ვითქვიფებოდით. მარტოები ჯიგრულად დავსხდებოდით ხოლმე და ვბაზრობდით ტიბეტზე, ელ გრეკოზე, ნაშებზე და ლობიოზე. ხან სამსახურში დამადგებოდა ხოლმე, ხან მთაწმინდაზე ვბირჟაობდით, კეკეს დავხედავდით, ნამუსზე ავაგდებდით, მერე დაცვას პაპიროზს გამოვართმევდი, ჩასვლისას სტაიანშიკს ვაჩუქებდი და მოკლედ კოწიკა რო იყო, მაშინ მაგარი იყო, პროსტა მზის სხივი რო იჩითება კიარ აფასებენ, დაჟე ატრაკებენ ცხელაო... აი რო აღარ არი, მერე ოცნებობენ და ერხევათ უმაგისოდ. ისე მაგაზე რო ამბობენ ბევრი ლაპარაკი უყვარდაო, ტყუილია და ვინც მაგას ამბობს, აზრზე არ არი, რა უყვარდა, რა არა და ვაბშე კოწიას ან იცნობდა და ან არა. მაგას სინამდვილეში ერთის თქმა უყვარდა და ნაღდის. ერთხელ მეუბნება, ნახეო გალაქტიონის ბიუსტი იმენა მთვარეს უყურებსო, არადა შუადღე იყო. ძირითადად მე ვბაზრობდი ხოლმე და ეგ ჩუმად მისმენდა და მამენტ, ბევრს მარტო იდიოტებს და იმ გოგოებს ებაზრებოდა, ვინც უყვარდა. იდიოტებს ასაზიზღრებდა მაგ ლაპარაკით და იმ გოგოებთან კიდე აჭრილი იყო და მაგით ანეიტრალებდა ვითომ. არადა სულ ვეუბნებოდი, ყველგან რო ისეთი დასტოინი იყო, როგორც სინამდვილეში ხარ, იმენნა ტიპი იქნები მეთქი, მარა რაც მართალია მართალია, რაღაცა პიროვნების გაასება სჭირდა. თან დასტოინი, თან თავზე შეყვარებული ნარცისი, თან მასხარა, თან მტირალა მელანქოლიკი... ნუ კაროჩე რა, კოტე ჩემი ძმა იყო და ძმა იქნება სულ. მაგას ერთი გოგო უყვარდა. უყვარდა რა, ეხლაც უყვარს! ჰოდა იმაზე იყო აჭრილი ბოლოსკენ. სულ იმას იმეორებდა, ეგეთი სტრანნი სილამაზე ცხოვრებაში არ მინახიაო და თან ძაან ცუდად იყო, იმიტო რო ეს სტრანნი სილამაზე ყინულივით ცივად ეპყრობოდა, ან შეყვარებული კაცის გულს ეგონა მასე, ცივად მეპყრობაო და ის პროსტა ტიპი იყო ეგეთი. თან ნანახი მყავდა ერთი-ორჯერ და ცივი არა მარა, სიფრიფანა, ნაკითხი და მორცხვი ტიპშა იყო. არა ზოგადად, შეყვარებული და დილის შვიდზე გაღვიძებული კაცი, ყველაზე უმართავი რამეებია სამყაროში. ეგ გოგო ჩემ ძმას, ჩემ კოტიკას მაგრად უყვარდა, მაგრამ მაგარი ჯიქი კი ყოფილა და მაგარი არაქალიც. ჰო ხედავ ტიპი დნება, თან არც ტვინის ბურღი სოფლელი როჟა არ არი და არც აგრესიული ბაბულიკი. დაჟე მაგარი ტიპია, მთელ ქალაქს აწუხებს,ზოგს ისე, ზოგს ესე... კოლორიტია, ბოჰემაა, ისაა, ესაა და თან ლამაზია ტო... ხანდახან ლაითად მაინც გაახარე და ადამიაურად მოეპყარი. არა, იმენა აწვალებდა. სპეციალნად ალბათ. რას გაიგებ, ქალი მაგარი ახვარკაა, გინდა არ გინდა, მაინც მაგრად გინდა და მაგით სარგებლობს. ქალი ეგოისტია და ლამაზი, კოტეს გოგო კიდე, მართლა ყველაზე უცხო სილამაზე იყო კავკასიაში. კოწიკა გემოვნებიანი და პრეტეზიული იყო, საშუალო დონისკენ გული არ უწევდა, არადა მაგ დონეში, მაგისაირ კრასავჩიკს, ესე არავინ გაუშრობდა სისხლს.
კოწიკა:
მაგათ მასე იციან, ცოტა წინააღმდეგობა, ცოტა გაუგებრობა და ეგარი, ან თამაშიდან გაგდებენ, ან არასერიოზულ მოთამაშედ აღგიქვამენ და სახელსაც გიტეხავენ, რო მარტო იყო და მარტო რო ხარ, მერე რაც გინდა იფაფხურე დარხეული გაქ. სკოლაშიც მასე იყო და საჯარო სამსახურშიც მასეა ალბათ. აეგრე რა... გაგიყვანს დაფასთან ქიმიის მასწავლებელი. თან ვითომ რაღაცას გეკითხება, თან იცის რო არ იცი და გეკაიფება და თან ეს შენი დაფასთან ყოფნა უმიზეზო სასჯელია, იმისთვის რომ სხვებმა მაგალითი მიიღონ. საცდელი ვირთხა ხარ რა. უკეთ აგიხსნით მოიცა. წარმოიდგინეთ მუშები. ნაღდი მუშები, კასკებით, ლაფატკებით, ქაფჩით, იმით, ამით... ჰო ხვდებით რა. ჰოდა ერთმა დაიკიდა ეს მუშაობა. დაიღალა, ამოუვიდა ყელში... არც ეს ორასი ლარი ყოფნის და დაჯდა, სიგარეტს ეწევა. მოვიდა პრარაბი და იასნია შოკშია ტიპი, გაგანია ლესვა მიდის და ერთ მუშას ჰკიდია. ჰოდა აიღო ამ პრარაბმაც და ყველა მუშა მოყარა. მერე ამ მეამბოხე მუშას თავში აგური ჩაარტყა. აქაოდა ვინც ამასავით გაახურებთ ეგრე მოგივათო. ჰოდა ეს ქიმიის მასწავლებელიც ვითომ ამოცანაზე მაჩალიჩებს, მაგრამ თან მეიაზვება, მეკაიფება, გეგონება ჩემი ქვეყნის დედაქალაქი არ ვიცი და დაცინვის ძალიანაც ლეგიტიმური საფუძველი აქ. მერე ბოლო-ბოლო მორჩება ამ სადისტურ აქტს, დაფას წამაშლევინებს და გრუბად მეტყვის, კიდევ ერთი ორიანიო, არაფერი გეშველებაო, ყველაზე ცუდი მოსწავლე ხარო და კლასიდან კლასშიც არ გადაგიყვანო. მანდ აგასხამს კაცს... ქართულში ათიანი გაქ, გეოგრაფიაში ცხრიანი და ისტორიაში მგონი ვაბშე თერთმეტიანი და ამ უბადრუკი, უაზრო, ვიღაცა რუსი სირის სიზმარზე აგებული საგნის მასწავლებელი გიხურებს, კლასიდან კლასში არ გადაგიყვანო. ზუბრიაჩკებს აქებს და მე კლასში მტოვებს. პროსტა უსამართლლობის განცდა გიჩნდება, ამას ვინ ეკითხება და რამე. ჰოდა მთელი კლასის თვალწინ ეტყვი, რო ამ ოთახში ჩემზე კაი ტიპს გავარტყიო და ეს შენი საგანი კიდე მაგრა მახატია და ტყუილა გგონია რო ან მთრგუნავ, ან ნამუსზე მაგდებო. ეს კლასელები კიდე იმენნა პროდუქტები ტო. ზოგმა დეედაოოო, ეს რა თქვაო და ვსო მაგათ თვალში უკვე დილინჯერზე დიდი კრიმინალი ხარ, მეორე ნახევარმა კიდე ვერ გაიგო რა მოხდა მახატიას გარდა და სიცილი ატეხა. ვსო, უკვე მარგინალიზებული ხარ. ცხოვრებაში რომ არ გაუგიათ და არ იზამენ ისეთ რამეს შეეფეთნენ და გააზრების მაგივრად ეგრევე გათელეს. ჰო მიხვდით რაც ვიბაზრე არა? კაროჩე მკიდია, მაგათ უტვინო დედაც ვატირე. ეხლა ვარ ტაქსში, ვაგზალზე ვგაზავ. რაღაცა გასაუბრებაზე ისე ჩამწერა დედაჩემმა არც მკითხა. საერთოდაც, მაგრად უნდა რო მუშაობა დავიწყო. მე კიდე არ მინდა. ამას უსაქმურობას ეძახიან, მაგრამ დამიჯერეთ უფრო ღრმა და სულიერი პონტია და არა კლასიკური უსაქმურობა. გინდათ პროტესტი დაარქვით, გინდათ სამარადჟამო თინეიჯერის ვნებები, მაგრამ ეს შენი იდეალებიც უკვე ფეხებზე ჰკიდია ყველას თვითონ როცა პახაობენ და წვალობენ. ყველას აქ თავისი სიმართლე. დედაჩემის სიმართლე ისაა, რომ თუ მალე არ მივხედავ ამ წყალწაღებულ თავს, ძალიან დამერხევა და მაგას არც უარვყოფ. დედაჩემის სიმართლე ისიცაა, რომ ფრენა ოდესღაც უნდა დამემთავრებინა და ჩემი ფრთები, სულ მალე დაკარგავს რომანტიულობას. ჩემი სიმართლე კი ისაა, რომ სხვანაირად არ შემიძლია. ამ გასაუბრებაზე რა შევა. ჯერ ერთი მაგრად ცხელა. მერე თითქოს რაღაცა ჯაჭვები მექაჩებიან ფეხებზე, რა გასაუბრება კოწიკა ხარო... ვითომ ჰო არაფერი მარა, ეს კოწიკას ფაქტორი მაგარი ფუნდამენტია ჩემთვის. კოწიკა რო ხარ, ბანკეტზე შარვალ-კოსტუმი არ უნდა ჩაიცვა. კოწიკა რო ხარ, ქაჯი ვერ შეგიყვარდება. კოწიკა რო ხარ, ჩვეულებრივი რამეები არ უნდა აკეთო და ყველაფერში რაღაცა უკუღმართობა უნა გაურიო... მოკლედ, საკუთარი თავის ავტორიტეტი ვარ და ეგ მამენტ კაია, მამენტ ალბათ არა. წარმოიდგინეთ, ტიპისთვის ავტორიტეტი მინიმუმ მამაა, მაქსიმუმ სასულიერო პირი და ჰა-ჰა თუფაქ ამარუ შაკური. მე კიდე ჩემი თავის ავტორიტეტი ვარ... ცუდი იმიტოა, რო ისედაც ნარცისს და ეგოისტს მეძახიან. ნარცისი მართლა ვარ, ეგოისტი არა. ეგოისტი რო ვიყო, არც ძმაკაცი მეყოლებოდა და არც დამტირებელი. მოკლედ შევედი ამ რაღაცაში, სადაც უნდა გამესაუბრონ და იმენა გეტოა... ერთი ასი გოგო ზის და ყველა ერთად ბაზრობს ტელეფონზე. მეთქი სექს პა ტელეფონუში მე რა მინდა, ცალკე ფილიალს ჰო არ ხსნიან პიდარასტებისთვის?! ჰოდა სანამ ამათ კოლექტიურ ლაქლაქს ვუყურებდი, ვიღაცა დამა ქალმა დამიძახა კაბინეტიდან, მოდიო აქაო. შევედი. რა უჭირს ტო, ყურებმა მაინც დაისვენა. ეს ქალი იმენა პერსონაჟია. მრგვალი, დიდი თავი აქ და თავზე დიდი ხელები. ამ ხელებზე მსუქანა მოკლე თითები. იმენა კარალევა მარგოა. ისეთი წითელი პომადა უსვია, ლატენტური სოციალისტი გეგონება, მარა რა სოციალისტი სუფთა ექსპულატატორია. თან ამ მსუქანა თითებზე, ბრილიანტის ბეჭდები აქ წამოცმული. იმენნა ყველა თითზე. ეტყობა გასაუბრებების დროს იკეთებს ხოლმე, რო ტიპს ანახოს, აგეო, ბეჭდები მაქო. გოიმკაა მოკლედ. გოიმკაა და თან მამაშას გავს. ეხლა ამას დაუჯექი და უხსენი. თუ ჩემი ძმა ხარ. მკითხოს რამეები და ავახვევ. არა ბიჭო ეხლა... თქვენი სახელი? - თქვენობით მელაპარაკება, არ იცის რა ოხერი ვარ. კოტეები. - დავიწყე. კოტეები თუ კოტე? - დაიბნა მამაშა. თუ ჩვენი, კოტეები და თუ ჩემი, კოტე. ესეთი არასერიოზული დამოკიდებულებით ვერ გავფინდებით, კოტე. - დამიძაბა უკვე. ფრენა იცით?! - ბავშვობიდან მაგრად მინდა ფრენა, მაგრამ მარტო აბსტრაქტულად გამომდის. იცით ჩვენი ფირმის საქმიანობის შესახებ? - საქმეზე გადავიდა. არა. აბა რატომ მოხვედით? დედაჩემმა მითხრა მიდიო და მოვედი. ანუ, ესე ბრმად... კი მაგრამ... - მაგრად აიჭრა. მითხარით რას აკეთებთ, იქნებ გამომდის. - ძაან ბოზურად გავუღიმე. წიგნებს ვყიდით. ტელეფონით. ანუ ესე რეკავთ და ტიპს ეუბნებით, კაი წიგნი მაქ იაფადო და ჰო არ გინდაო? - მეც დავიბენი ცოტა. დიახ, დიახ. - ძალიან ცივი იყო. მაგას რა უნდა, პროსტა იმდენ ხალხში ვერ დავჯდები. აექ დამსვით ხოლმე და ჩემთვის წიომნად დავრეკავ და რამე. - განვიმუხტე. არც ეგრე ადვილი არ არი. - შუბლს არ ხსნის იმენა. უააახ.... აბა მომყიდე რამე. - რაღაცას ატრაკებს აი. რა მოგყიდო, მაიკა მაცვია მარტო და უმაიკოდ ქალაქში ბოდიალი მიტყდება. არა. ვითომ წიგნს ყიდი. მიდი რამე წიგნი მომყიდე. სალამი ქალბატონო ნუნუ. მე სალომე მქვია... - ღრმად ჩაისუნთა. რა მნიშვნელობა აქ. სალამი ნუნუ. ფორსაიტების საგას იყიდი? არა! ჯეინ ეარს? უკაცრავად უნდა დავკიდო... - ძაან შეიჭრა როლებში. საღოლ ნუნუ საღოლ. მაგარი პრადვინუტი ბაბო ჩანხარ. კარგი კოტე. შენი ნომერი მაქვს და დაგირეკავ. - ბოლოს გაღიმება სცადა. გეტოდან გამოვედი. შაურმის სუნად ყარს მთელი ვაგზალი.
ჩიზი:
„ევრითინგ იზ ვერი იზი, ვენ იუ ჰევ ბრაზა ჩიზი...“ ესეთების მოგონება მაგრად უყვარდა. თვითონ მოსწონდა რო წერდა ესეთ რამეს და შენც თუ მოგწონდა მაგით კაიფობდა. დადუნაზე, ძალიან ბევრი ჰქონდა ესეთი კრეატიული ჰაიკუები. საერთოდაც, მაშინ ყველაფერს დადუნაზე წერდა. დადუნაული პერიოდი მაქო იძახდა. „დადუნას უყვარს ბამბის ნაყინი, დადუნა უმზერს მზეს...“ „ძმაკაცები მყავს ბევრი... და ყველას უყვარს დადუ. დადუს არ უყვარს ყველა, დადუს ძმობის არ სჯერა!“ მოკლედ რა... ეგეთი იყო და ვერაფრით შეიცვლებოდა. ან რატო უნდა შეცვლილიყო?! თუ შესაცვლელია რამე, ცუდია შესავლელი. კოწიკა კიდე, ცუდი კიარა ძალიან კარგი იყო. კოწიკა წითელი საღებავივით იყო. სხვანაირი და კარგი. მაგას რო ესმოდა ჩემი, ისე არავის. მეც მესმოდა კოწიკასი. ათასი პროცენტით. ბოლომდე მესმოდა და ბოლომდე ვუსწორებდი ხასიათს, იმიტო რო, თუნდაც ხანდახან რო გააფრენდა ხოლმე, ეგ გაფრენებიც საინტერესო იყო გაიგე?! პერსონაჟი იყო კოწიკა. დადებითი და ბლატნოი პერსონაჟი. რებელ ენჯელ, აწ და მარადის. მაგას ალექსანდრეს ბაღში უყვარდა ხოლმე ჯდომა. შეყვარებულები მახენდება ხოლმე აქაო. არადა ერთხელ შემთხვევით ნახა დადუნა მანდ და აიჩემა მერე, ალექსანდროვი ალექსანდროვიო... ჰო ვიცოდი მაგის რომანტიკოსი თავ-ტრაკის ამბავი. წამიყვანდა, დამსვამდა და ხმასაც არ მაღებინებდა. არა კაცო, ლაპარაკს კი არ მიშლიდა, მაგრამ თვითონ იყო ჩუმად და მე კიდე გიჟი ვიყავი მარტოს მელაპარაკა?! მერე დაიწყებდა, ის პალტო ეცვაო, ლურჯიო... და ფელინის რომელიღაცა ფილმში მაგარი ბრიუნეტი გოგო როა, იმას გავდაო. ოოო დაახვიოსო რა, მე აქ ვზივარო, მაგას ვიხსენებო, თავი ვოლვოგრადში დაფრენდზონებული მამაჩემი მგონიაო და ის კიდე ვიღაცა კალათბურთელ სირს ეზასავება მტკვრის პირასო. მტკვრის პირას ფიქრი ასწორებსო, მარა მაგდენის ახსნას ვინ გაცდისო. არც მინდაო რო მაგათ ეგ ავუხსნაო. მაგათ ერთად რა დამანახებსო. მარა დადუ ისეთი დებილი გამოდგა, ვერც ცალკე გაიგებსო. ვაბშე ყველანი დებილები ხართ, ვერაფერს გაგებინებთო და გადმომხედავდა ხოლმე ნაღვლიანი თვალებით. მეშვიდე კლასი იყო თუ რაღაცა სხვა სკოლაში რო გადავედი და ეგ იქ დამხვდა. სრაზუ დამიძმაკაცდა. აი იმ დღესვე. გიჟი მაშინ იყო თუ იყო. სენტიმენტების გარეშე. რამეს წაიკითხავდა, ან რამე კინოს ნახავდა და ეგრევე გადაუბრუნდებოდა ხოლმე. ნათლია რო ნახა პირველად, მოვიდა და კლანი უნა შევქმნათო. თვითონ დონობა დაიბრალა, გიორგა კაპო დი ტუტი კაპი გახდა, რამაზა ცქიტიშვილი კონსილიერი... წვრილ-წვრილი კამანდა პისტოლეროები. მეც მტენიდა კლანში და თავიდან ვიყავი კიდეც, მაგრამ მერე გავექეცი იმიტო, რომ მართლა კრიმინალზე გაიწიეს ჯიგრებმა. ჯერ რეკეტი დაიწყეს. მართალია სამოყვარულო ფორმებში და არა ძალისხმიერი, არამედ მათხოვრული მეთოდებით, მაგრამ რეკეტი რეკეტია. მერე მაღაზიაში შედიოდნენ და კამფეტებს იპარავდნენ, თუმცა საკვირველი იყო ის, რომ ყველაზე მეტ შავ სამუშაოს, თავად დონ კოწიკ კორლეონე ასრულებდა, რომელიც საკუთარ ნადავლს კლანზეც ტეხავდა და სხვა ძმაკაცებზეც. რას იზამდი ძმაო, ეგეთი დრო იყო... თან სკოლის მერე, ყველას შია. კრიმინალშიც კეთილი იყო კოწიკა. მერე ვიღაცა მოდელი შეუყვარდა. მაგას სულ ვიღაცა უყვარდა.
კოწიკა:
არავინ არაფერს არ ამბობდა, რადგან ახლა არავინ არაფერი იცოდა. ვერავინ ხვდებოდა ქალაქში, კოწიკა შათლახიდან სირად როგორ ფორმირდებოდა, გარდა კოწიკასი. ვერც ვერავინ მიხვდება, იმიტომ რომ ეგ ამბავი აქ დარჩება და აქ მოკვდება. კოწიკასთან ერთად, კოწიკაში მოკვდება. რაც გაბაზრებულა, გაუფასურებულა ძმაკაც. არადა ნამდვილი ის არი, რასაც შეიძლება არ აფასებენ, მაგრამ ფასი აქ. ფასი კიდე იმას აქ, რაც შენ გიყვარს და შენ გატირებს, სხვისთვის აქ თუ არა ფასი, ეგ შენ არ უნდა გადარდებდეს ათასი წელი. კოწიკას გამოსირების მიზეზი გრაციოზული, ანუ მშვენიერი იყო და ამითაც იყო უჯიშო და განსხვავებული. ლამაზად განსხვავებული, როგორც არ ვიცი რა, მაგრამ ალბათ ძალიან ბევრი რამ. ჭონქაძე, ჭონქაძე, ჭონქაძე... ამ ქუჩაზე თუ არ მოვკვდები, ფერფლი მაინც მიმოაბნიეთ! და საერთოდაც, მე რომ მოვკვდები დამწვით და მანამდე ქუჩებს ჩამოვწერ, სადაც უნდა დამფანტოთ. აბა ეს კაფჩონად ჩადება მაგარი გოიმობაა. ზედმეტად რომანტიულად ვიცხოვრე საიმისოდ, რომ სამარადჟამოდ არ ვიფრინო თბილის ქალაქში. ბებერ ქალაქში, ახალგაზრდა ტურფებით სავსე. ჭონქაძეზე მოვდიოდით და დადუნაზე ლამაზი იყო. ადრე მეგონა, რომ დადუნაზე ლამაზი არაფერი იყო, მაგრამ დადუნამ ყველაფერი მაშინ მოკლა, თმა რომ შეიჭრა. თმას ნუ შეიჭრი და თუ გინდა აქვე მიმასიკვდილე ყველაზე მურტალი მეთოდებით. რა სილამაზე იყო ჭონქაძე, ქარი და... არა, არ გეუბნებით, ეს თქვენი საქმე აღარ არი. დადუნაც პუბლიკამ დამიფრთხო. სილამაზე ყველაზე ნამდვილი და მაგარი რამეა. სილამაზე ყველაზე მეტად მიყვარს და თუ ღმერთი არსებობს, სილამაზეზე მაგარი არაფერი შეუქმნია. მე ძველი ბერძენი არ ვარ, მე ახალი ყარაჩოღელი ვარ, მაგრამ არაფერი მიყვარს სილამაზეზე მეტად. არც დალევა და არც სამშობლო. თუმცა ხანდახან მაგათაც აქვთ სილამაზე, მაგრამ მასზე ლამაზი მაინც არც ერთი არ არიან. ის არის სამშობლოც და ის არის ისიც, რის გამოც ვსვამ. კოწიკას გამოსირება, ვერტიკალური იყო და თან ბრუნვადი. აგერ უკვე მერამდენეჯერ ხდებოდა, რომ კოწიკა ვერა და ვერ ხვდებოდა ქალთა ზნეს. ვერა და ვერ გაეგო, თუ ერთს აკეთებდნენ და გაბედნიერებდნენ, მერე მეორეთი რატომ გაუბედურებდნენ და საერთოდაც... არა, არც არაფერი. ნუ მისმენთ და თქვენ სუნიან ტრაკებს მიხედეთ. ჩემ ამბებზე, ტკივილებზე და სიწმინდეებზე მერე ალუჩის კურკებს დაყრით. რა გენაღვლებათ, თქვენ ალბათ ქართველთა ახალი, დასავლეთთან ინტეგრირებული ბედნიერი თაობის წარმომადგენლები ხართ, რომლებსაც გონებიდან წაუშალეს სიტყვა მელანქოლია. ალბათ თქვენს დროში, ჩვენ ვიდევნებით, როგორც ერეტიკოსები, რომლებიც სენტიმენტების არსებობას ამტკიცებენ. ჰე ღმერთო, ერთო... შენ შეჰქმენ თვალნი ყოვლისა ქალისა... ჭონქაძე, ჭონქაძე, ჭონქაძე... ალბათ მაინც არ მოვკვდები ჭონქაძეზე, მაგრამ ჩემი ფერფლი მანდ უნდა მიმოაბნიოთ. მანდ, ალექსანდროვში და გეგეშიძეში... როგორ მეძინება, მაგრამ რა დროს ძილია. მე ნუ მისმენთ. ამას ახლა იმიტომ აღარ გეუბნებით, რომ რასაც ვამბობ თქვენი საქმე არ არი. უბრალოდ ძალიან გავუტიე და ძალიან მეძინება. იცით რა ლამაზი იყო?! ჭონქაძეზე თბილისის ყველა ლამაზ ქალს გაუვლია, მაგრამ მასთან ახლოს ვერავინ მივიდოდა. ჭონქაძე, ჭონქაძე, ჭონქაძე... ო ისე მიყვარდა მასთან სეირნობა, რომ ანგელიზებსაც შურდათ ჩემი. ედგარ, ედგარ, დადექ მედგარ! მე თბილისელი ბიჭი ვარ, საზრიანი და გამგებიი...
ვატო:
ისე გოგო არ ვიცი, ჩანთა რო არ ევასებოდეს და ჩანთა რო არ ჰქონდეს. ზოგს გუჩის აქ, ზოგს უბრენდო, ზოგსაც საერთოდ სწავლა ევასება და ისეთი ჩანთა აქ, წიგნები რო ეტევა. ვისაც გუჩი და პრადა აქ, გასულები არიან, ბევრი ფული აქვთ და ხანდახან ვაკეშიც ცხოვრობენ. მაგათზე დაკვირვებული ვარ და, ლამაზები რომც არ იყვნენ, მაინც გაქინძავდა კაცი. რაღაცნაირები არიან, დუხი ასხიათ ისეთი რო გიდგება. თან ყველა მაღალ ქუსლებზეა შემდგარი, პარიზელი რიჟიკასავით და გგონია რო გრძელი ფეხები აქვთ... კაროჩე რა. მთავრები ისინი არიან, უბრენდო, მაგრამ ლამაზი ჩანთები რომ აქვთ. ეგენი თუ ლამაზები არიან, მართლა ლამაზები არიან და თან ისეთი საყვარლები, რომ არცერთი დუხის გამო არ იფიქრებ ვირიშვილობებს. ეგ არი უსაქმურობა აი... ზიხარ და ზილავ. რა ჩანთები ამიტყდა. ნატალია ვერწინსკაიას სულ არ ჰქონდა ჩანთა მარა, სიქას მაცლიდა. მოსკოველი გოგო იყო ერთი. ისე, ეხლაც მეკონტაქტება. ჰემინგუეის კითხულობს და თავი ბრეტ ეშლი გონია. მოკლედ არ არი ცუდი გოგო. რო არ მეზარებოდეს, ცოლადაც მოვიყვანდი. არა, ყველაზე სასაცილო ის არი, რო სამსახურში ვარ და უსაქმურობაზე ვწუწუნებ... აქ ჩემი საქმე კაფის გაღება, დაკეტვა და კიდე რამდენიმე ტექნიკური ნიუანსია. მოკლედ რომ ვთქვათ, მე ვარ სამნეო ნაწილის გამგე, ოღონდ ერთი ვარ და გამგეც მე ვარ და მუშურ-გლეხური წითელი არმიაც. და როცა ბევრი საქმე არ მაქვს, ვზივარ ღია ცის ქვეშ და პაპიროზს ვეწევი. ისე მაგრად ასწორებს კაფე ღია ცის ქვეშ... სულ რიმსიკიე კანიკული მაგონდება. აი ის მომენტი რა, ოდრის რო სურათის გადაღებას უჩალიჩებენ. მაგარი მომენტია მე მოვკვდე. ვეჟოო... ამ დრედიანმა ბელარუსმა ტურისტმა ჰო გაღუნა ტვინი. ორი დღეა აქ აგდია. ტყუილად ადგილს იკავებს და არც არაფერს არ იღებს. პივა მაინც იყიდე ე დედაქორი, ჰო ხედავ როგორ აცხუნებს?! სიგარეტსაც აქეთ მთხოვს და კაროჩე რა... ამის თავი მაქ მე?! არავის თავი არ მაქ. მეძინება და მშია. პაპიროზიც არა მაქ. კოწიკა არ მოდიოდეს, სამსახურის დედაც ვატირე, მივეგდებოდი დავიძინებდი, საჩემო საქმე მაინც არ არი ჯერ. თბილისოოო, მზის და ვარდების მხარეოო. აგე მობანცალებს მაღალი და წვერ შებუმბლული კოწიკა. მაგას თუ ცხვირპირი ჩამოსტირის და ქალაქში მარტო დაწოწიალობს, ესეიგი დეპრესიამ დასცხო. ვერაფერი ვერ ვასწავლე რა. ბავშვია იმენა. აჰა პალმალი მოგიტანე. - ოთხი ღერი წითელი პალმალი დამიდო მაგიდაზე. უეჭველი მთელი გზა ხელით მოქონდა შარვალში არ მომეღუნოსო. რას იბღვირები შეჩემა? რავი ჭონქაძეზე შემხვდა. ჩამეხუტა და რამე. ჩავიქაქე ისევ. ვერ ვუთხარი ვერაფერი. - ამას სულ ვიღაცა უყვარს. გაახურა საქმე. ეგეთ დროს უნა დაუზასო შე არიფო. მარა პოხუი... ნუ ატრაკებ. არ გიყვარს შენ არავინ. მართლა რო შეგიყვარდება მაგრა დაგერხევა. დააცადე ცოტა. ჯერ პატარა ხარ. სამი თვის წინ დადუნა, ეხლა კიდე ეგა... შანსი არ არი. - მაგრა ვიპრაფესორე. იქნებ უბრალოდ ნიჭიერი ვარ ტო. - ბუზღუნებს აი. დაიცა რა. დავიცა ჰა... წამო შიგნით. ვჭამოთ. - შიგნით მაგარი რეზიდენცია მაქ. გაშლილი ოთახი, ბევრი ხალიჩები, სამი შენხელა საწოლი, ამ საწოლზე სულ ლამაზ-ლამაზი მუთაქები, ფერები, ხალიჩები და ჯანდაბები. თავი ხალიფა იზნოგუდი მგონია ხოლმე. მე არ მშია ვახუშტი რა. შენ შეუბერე. - ძაან არი აჭრილი. არ გშია და ნუ გშია. ნახე რა მაგარი მაკარონი გამიძრეს. შაგარგოს დაე... ვააახ რა ცხარეა. დაიცა წყალი მოვიტანო. ბიჭო ნახე რა მაგარი ბავშვია. იმენა მეფე მათიუშ პირველია. - პოლონელი ტურისტების ბავშვი უღიმოდა კოწიკას. მე მაგრა მეკიდა. მიჩვეული ვარ ეგეთებს. მათიუშა რაზე გაგახსენდა? - დავინტერესდი. თეთრ კულულებზე ტო. კიდე მელაპარაკე იმ გოგოზე... - აუ რა ცხარეა ეს მაკარონი, მზარეულს რო შევეცი. ან ძალიან კეთილია, ან მაგასაც ვევასები. - ზევით იყურება, მარა გადახურულია და ცას რატო ეძებს ვერ გავიგე. ახურებ რა... არა, ამმას მე ვერ შევჭამ. წამო გარეთ დავჯდეთ ისევ. მერე კვერცხს მოიტანენ. გარეთ გავედით. პიანინოზე ვიღაცა ქერა ტიპი უკრავდა ძაან მაგრად. პატარა ჯორჯ გერშვინი იყო. ამ პიანინოზე სულ ვიღაცა სირბანჯოები უკრავენ ხოლმე და გამიკვირდა. კოწიკასაც გაუკვირდა. წინაზე რო იყო მოსული ვიღაცა შლაპიანი მელოტი ბაბუ უკრავდა და ისე გაბურღა ტვინი, მაგის შლაპას სულ ყლის თავსახური ვეძახეთ. ეს კიდე მაგრა უკრავდა და გოგოებიც ეხვეოდნენ. ერთს მაგარი ფეხები ქონდა. დაჟე დამაფიქრა პიანინოზე ჰო არ შევიდე მეთქი. აი ძმაო კაცი. საკაიფოდ უკრაავს, თავისთვის არიი და ნაშები თავისით ეხვევიან. - დავიწყე ბაასი. ვაკეშია ერთი ქაალიი... - ამღერდა კოწიკა. ვაკელია? ვინა? აი ისა, ჭონქაძეზე რო ნახე... არა. აბა რა ვაკე და ქალი აგიტყდა. ოთარ რამიშვილი გამახსენდა. აუ მაგის ლექსების კრებული მქონდა. დაბოლილზე ვუკითხავდი ხოლმე ბიჭებს. ლექსი არაყზე და ეგეთები. მერე მიწვავდნენ და მაგრა ვაჯვი. ავიღე და სტალინის ბიოგრაფია დავაწვევინე. მაგან ერთხელ სუფრაზე გიტარა დაითრია და ჩანგლით დაუკრა. ნაშას კერამდა და ბარეღამ ამითაცო. დადაიზმი ჰო იცი რაც არი? მერე? 90-იანებში კონკურსი ჩაუტარებიათ, საუკეთესო დადაისტური პერფორმანსი თუ რაღაცა. მერე? მერე დგანან თურმე სცენაზე ერთი კამაზი პიჟონები. ზოგი ლექსებს კითხულობს, ზოგი ცეკვავს, ზოგი პირში იღებს რავი ერთი გნიასია რა... და ვინ მოიგო იცი?! ვინა? აუ რა გაბურღე ტვინი შენ ტო. მერე, ვინა, ჰო, არა... ცოტა იბაზრე რა. ეგეთი არ მევასები. - ამჭრა ამ სირმა. მე რავი ვინ მოიგო ტო. ტიპი ავარდნილა ხებეთი, სათვალით, ავტომატით და დაუწყია ყვირილი დადადადადადადაო... ვითომ ისროდა და რამე. დადაიზმი, დადადადა აზრზე ხარ? ტიპმა რა ქნა. აეეეე.... აეეეე ფშიუუუ ხრრრრ - ამოყირავდა. მამენტ 90-იანები ყველაზე დადაისტური ეპოქა იყო. ყველგან დადადა ისმოდა. პრივეტ პაცანიი... - ის ბელარუსი ნაგიჟარი მოგვადგა. თუ უნა იბაზროს, უთხარი ინგლისურად იბაზროს, რუსულის გარტყმაში არ ვარ მე ჰო იცი. - წააყარა კოწიკამ. აი ჰევ გერლფრენდ ინ ბარსელონა. - ვახ დაგვერხა. მერე? - რამსი აერია კოწიკას. იმან ვერ დაწვა „მერე“ რაარი და დასირდა. იუ ლეფტ ბარსელონა? - სიტუაცია განვმუხტე. ნოოუ, ვი ვოზ ინ პოლანდ თუგეზა. აფთერ ზეთ... - მოვიდა ისევ ხასიათზე ე ჩემისა. გააჯმეინე რა. - ვერ არი ხასიათზე კოწიკა. გააჯვას ჰა... არ გააჯვავს თუ არ გააჯმეინებ. კლიენტს რო გავაჯმეინო, მერე მე გამაჯმეინებენ. - ეს რო ვუთხარი მოკეტა. ჰეი ბრო, ქამ ვიზ მი ინ ბარსელონა. - მე მეუბნება ბელარუსი. ვაი ნოთ... - გავუცინე. არ გეზარება შეჩემა? - კოწიკა მაგარი აჭრილია. კიზარო? - რაღაცას გვეკითხება ბელარუსი. თან დრედებში ჩხირებს იყრის. ნოუ, კიზარო ნოუ... „გ-ე-ზ-ა-რ-ე-ბ-ა“ - დაუმარცვლა კოწიკამ. ენდ, ვოთ იზ „გეზარება“ ? - არ ეშვება ეს ჩემისა. ბიჯო გეზარება როგორ არი ინგლისურად? - მე მეკითხება. მე რავი შეჩემა. - მართლა არ ვიცი. კაროჩე გააჯვი რა ძმაკაც! - მიუბრინდა კოწიკა ბელარუსს. კიზარო იზ ე რაშან რეპერ. აი ქენ შოვ იუ ჰიზ ტრეკს. იუ ჰევ იუთუბ? - რაღაცა ახალი მოთხარა. აჰაა... - კოწიკამ ტელეფონი მიაწოდა. ითზ ე გუდ სონგ. - ვიღაცა დრედებიანი ბანძი რეპერი ჩართო იმ ჩემისამ. რაღაცა ყლეობაა. - ჩავილაპარაკე. ჰო აბა ეს რას ჩართავს. - დამეთანხმა კოწიკა. იმან თითქოს გაიგოო მაგარი აელეწა სიფათი. კოწიკ შევალ ეხლავე და გამოვალ. - მაგრა ვწირავდი კოწიკას. სანამ ბელარუსია არ წავიდოდი ცხვირს არ გავყოფდი გარეთ. დაიცა. გლდანში უნა გავიდე ეხლა მე... ბარემ დავგაზავ. - გადამეხვია და წავიდა. ბელარუსი გამოსირდა სად მიდიანო, ან ვაბშე რას აკეთებენო. გლდანში არა ფეხები. ავიდოდა სოლოლაკში და დაჯდებოდა ტროტუარზე.
დადუნა:
გავიგე ვიღაცაზე გადაირიაო. ძალიანაც კარგი. მე არ მადარდებს და არც არასდროს მადარდებდა. ჩემ გამო თუ აღარ იწვალებს ეგეც ძალიან კარგია. სულაც არ მინდა ვინმე ჩემს გამო უბედური იყოს. აი იმ ახალმა გოგომ დაადოს და იმის გამო იყოს უბედური თუ უნდა. ჩემი მიზეზით არა. არა, მითხარით რა ჩემი ბრალია?! არ შემიყვარდა... არ არის ჩემი ბრალი. მართლა არ არის. სწორად გამიგეთ, თავიდან მომწონდა. სიმპატიური იყო, ენამახვილი... მაგრამ შეუძლებელია ძალით შეიყვარო ვინმე. თანაც ყველა გოგოზე ვერ ახდენს გავლენას ვითომ ეს ძალიან რომანტიული რამეები და არანორმალური მაჩოები, ჩახსნილი საროჩკებით, პოეტები რომ ჰგონიათ თავი. ისე კი ვინმე თუ ამიხსნის ძალიან გამიხარდება... თუ ასეთი კარგი პოეტია, რატომ არის მუდმივად ჩრდილში. რატომ არ იცნობს საზოგადოება ისე, როგორც კარგ პოეტს?! მაგას მარტო ქუჩაში იცნობენ. თავისი ლოთი ძმაკაცები იცნობენ, რომლებსაც ასევე პოეტები და მუსიკოსები ჰგონიათ თავი. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ცნობილი პოეტია. ისინი წერენ კარგად, მარტივად და ხალხისთვის. ახლა არ ვიცი, მაგრამ ჩემთან რომ დადიოდა, კოტე ეგეთებს დედას აგინებდა. უნიჭოებს და პაპსავიკებს ეძახდა. მითხარით, რა ლოგიკით არიან ისინი უნიჭოები და ეს ნიჭიერი, როცა მათ ათასობით მიმდევარი ჰყავთ, მას კი რამოდენიმე ლოთი, რომელთა თვალშიც რატომღაც ავტორიტეტია. ყველა გოგო გიჟდება, როცა მისთვის ლექსებს წერენ. საოცარი შეგრძნებაა დამიჯერეთ. ისიც დღე და ღამე წერდა ლექსებს ჩემზე. ყველა ლექსში დადუს ელაპარაკებოდა, მაგრამ მე მაგ ლექსების არაფერი მესმოდა. თავს და ბოლოს ვერ ვუგებდი და მიუხედავად იმისა, რომ ყველა გოგო გიჟდება, როცა მასზე ლექსებს წერენ, მის ლექსებზე არანაირი რეაქცია არ მქონდა. მეტიც, უკვე იმდენი იყო ჩემზე დაჯღაბნილი ტაეპები, რომ მაღიზიანებდა კიდეც. არაფერი ღირებული არ იყო მაგის ჰაიკუებში. ძმაკაცები დათვრებოდნენ და უქებდნენ. ამასაც უხაროდა. თავი ანდერგრაუნდის ღმერთი ეგონა. არადა მე თუ მკითხავთ, ან საერთოდ არ იცოდა წერა, ან თავში ისეთი ქაოსი ჰქონდა, რომ გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა მის დალაგებას. მაგრამ მაგისი ქაოსის დალაგება შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო კი არა, შეუძლებელია. ეგ ბიჭი დაბადებიდან, არსით ქაოსია. უთავბოლო და არანორმალური. იქნებ შემყვარებოდა კიდეც, ასეთი უცნაური რომ არ ყოფილიყო და თუნდაც ის რომ არ აეჩემებინა, გინდა თუ არა მექსიკური მეტსახელი უნდა დაგარქვა, შენი გრძელი შავი თმის საპატივცემულოდო. ამოიჩემა და დამარქვა კიდეც. მერე მთელი წელი გავიოტას მეძახდა. მის გადამიკიდეს, ხშირად ისიც კი მინატრია ადგილიდან გავმქრალიყავი. ერთხელ, უნივერსიტეტში ყველაზე მკაცრი და პრინციპული ლექტორის წინ ატუზულს ჩამირბინა და მომაძახა აგავის ქალღმერთებს მოწყალების თხოვნა არ ეკადრებათო. მითხარით როგორ უნდა შემყვარებოდა?! როგორ უნდა გამეგო მისთვის?!... ან აუტისტი იყო, ან გიჟი, ან კიდევ რა ვიცი. არასდროს მესმოდა ვიღაცეები რატომ ხედავდნენ მასში საინტერესო ტიპაჟს. მე მეშინოდა კიდეც მისი. ზოგადად უცნაური ადამიანები არ მიყვარს. არც თუ სასიამოვნოა როცა უცნაური ადამიანის ინტერესის სფეროში ხარ. თუმცა შიშზე გატყუებთ, ჩემს მიმართ მასსავით თბილი და უწყინარი არავინ ყოფილა. უბრალოდ... უბრალოდ, მე ძალიან პრაქტიკული ვარ, ის კი ძალიან არაპრაქტიკული. ეგეც რომ არ ყოფილიყო, უბრალოდ არ შემიყვარდა და მორჩა. უარის მერე არ შევუწუხებივარ. სიტყვაც კი აღარ უთქვამს, გამარჯობას თუ არ ჩავთვლით.
ლადო ნაყოფია:
სამსახურში ვართ რა. მე ვხატავ, ვატო ბართან დგას და ამთქნარებს. ჰოდა კაკრაზ მაგ დროს მაგასთან მოვინდნენ ორნი. ერთი გრძელთმიანი და მხიარული, მეორე რობერტ რედფორდივით დავარცხნილი და სტრანნი ვზგლიადის. ამათ დალევა უნდოდათ და ბარემ ვატოს ჩამოუარეს შენც წამოდიო. მაგის ძმაკაცები იყვნენ. ეს ვატო კიდე რა ტიპია ჰო იცი, მაგრად უნდა ამ სიცხეში ლუდი მარა, წინ და უკან ბოდიალი ცვეტში ეზარება. თან საჭმელიც შია და იცის რო ამათ მარტო ლუდის ფული აქვთ. რო წაყვეს, თან დაიღლება, თან გაიოფლება, თან საჭმელსაც ვერ შეჭამს. კაროჩეო, აქაც ჰო ბარიაო, აქ ავიღოთო ლუდიო ბარემო და მე როგორც თანამშრომელს ფასდაკლებაც მეკუთვნისო. იმათ სულ ქინძზე ეკიდათ ლუდს სად ჩაახრიალებდნენ და იქვე ღია ცის ქვეშ დასხდნენ. ვატომ მეც მომაძახა წამო დაგვიჯექიო. მერე კუხნაში შევიდა და საჭმელიც დააზაკაზა. თანამშრომლებს უფასო ჭამა ეკუთვნით, მე თანამშრომელი არ ვარ. მე პროსტა ვხატავ, ვტოვებ და თუ გაიყიდება მერე წილში გავდივარ რა. ეს ბიჭები გამაცნო ვატომ. ერთს კოწიკას ეძახდნენ. კოწიკა დავარცხნილი იყო. პოეტიაო ვატომ. ეტყობოდა კიდეც, თვალები ვერ ჰქონდა მატორზე. ეგრე მეგონა რო რამე ისეთზე თუ დავუწყებდი ლაპარაკს რის აზრზეც იყო, ეგრევე გადამყლაპავდა. ვაბშე რომც დავთანხმებოდი მაინც აგრესიული დუხით წამოვიდოდა და რამე. მეორეს ჩიზი ერქვა. ეს მუსიკოსიაო. ეს ძაან დობრი ტიპი იყო და ხმას იშვიათად იღებდა. თითქოს ერთმა ბოკალმა ლუდმა მოაყუჩაო. ვატო მედიატორი იყო და იასნა ეგ ცდილობდა საერთო თემებით ჩვენ ალაპარაკებას, ჯერ იყო და აუო რა ხალხში ვზივარო, მარჯვნივ მხატვარიო, მარცხნივ პოეტი და პირდაპირ კიდე მუსიკოსიო. თავიი გერტრუდა შტაინი მგონიაო. მაგაზე კოწიკამ მაგრა იცინა. ჩიზი ეტყობა ვერც მიხვდა გერტრუდა ვინ იყო. არადა ეს კოწიკა ვერ იყო ხასიათზე ისე. წინა დღეს უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამო ჰქონია და ნოსტალგიებში იყო. თან მაგრადაც დამთვრალა და გატიალებულ პახმელიას ეჭმეინებოდა. ვატოს მაგრად უნდოდა აელაპარაკებინა, მარა ვერ იყო კოწიკა თავის მატორზე. ძირითადად მე და ვატმანი ვლაპარაკობდით. კოწიკა ხანდახან გვერთვებოდა, ხან პროსტა თავს გვიქნევდა. ჩიზი იღიმოდა. მოწყენილებივით იყვნენ იტოგში. ვატო ამბობდა, რომ ამ ბოლოდროს ყველაფერი რიგზე აღარ არიო. ცუდი ზოგადად რაც არიო, ეხლაც ისევე ვიცი, როგორც ადრე ვიცოდიო, მაგრამ არ ვიცი რა ხდებაო. თითქოს დავბერდიო და ყველაფერი დავიკიდეო. ადრე რომ მენახა ვინმეს ჩაგრავენო, არ გავჩერდებოდიო. შეიძლება მჩაგვრელი ჩემზე ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ დავეჯახებოდიო, ვეტყოდი მაშინ მეც დამჩაგრე შე ბოზო თუ გაქაჩავო. თინეიჯერობაში რომ რებელი ვიყავი, სულ მასეთად უნდა დავრჩენილიყავიო, მაგრამ რაღაც მოხდაო. რაღაც, რის შემდეგაც ყველაფერი სულ ერთი გახდაო და მეც კონფორმიზმში გადავვარდიო. ეხლა ვზივარო, ვმუშაობო და იმაზე ვფიქრობო, თვის ბოლოს ხელფასი რომ უნდა ჩამერიცხოსო. არადა, ჩემი ცხოვრებისეული იდეაფიქსები წარსულში გაცილებით იდეალისტური იყოო. იმად ვიქეცი, რაც ყველაზე ძალიან მეზიზღებაო. ჩვეულებრივ, საშუალო სტატისტკურ, სამსახურზე მოფიქრალ ინდივიდადო, რომელიც ისე მოკვდებაო, რო ვერც ვერაფერს შეცვლისო და თან არც არავის დაამახსოვრდებაო. ჩვენ ყველას მხოლოდ იმით შეგვიძლია თავის დამშვიდებაო, რო გაწი გამოწი მაინც კეთილები ვართო. მარა არც ეგ არი ჩვენი დამსხურებაო. იზნაჩალნა ყველა კეთილიაო. მერე იმიტო ბოროტდებიან რო ცხოვრება დედას ტირობთო. ჩვენ კიდე უბრალოდ გაგვიმართლაო, რო ცხოვრებაში ისეთი არაფერი გადაგვიტანიაო, რო გავბოროტებულიყავითო. მაგაზე ცოტა შევეკამათე. ეგ ალბათ იმიტომ მომივიდა მხატვარი რო ვარ. ვთქვი, რომ ჩვენს ცხოვრებაში, რაღაც ეტაპის მერე, როცა უკვე წიხლების ქნევაც შეგვიძლია და ტვინისაც, ყველაფერი ჩვენს ხელშია და თავად შეგვიძლია ისე ვმართოთ პროცესები, რომ საკუთარი პიროვნების ფორმირებას, იაღლიშებით ყოფა არ ვუტიროთ. ყველაფერი... ყველა ფერი გესმის... ყველა ფერი ჩვენს ხელშია და ისღა დაგვრჩენია დავხატოთ. მაგარს დავხატავთ თუ ბანძს, ეგ უკვე ჩვენზეა. სხვა არავიზე არ არი. ამ ინდივიდუალური განვითარების გზაზე, შეიძლება მარტო ვნებები გვიშლიდნენ ხელს, მაგრამ არც ვნება არ არის ბოლომდე ცუდი რამ და საერთოდაც, ამ სიტყვის ქართული აღქმა, ყველაზე უფრო მაგარი რამეა... ხელო ვნება, ერო ვნება, ერთსულო ვნება, გემო ვნება, სიამო ვნება... ყველაფერი ვნებაა ჩვენთან. ჩვენი დამოკიდებულებებია ვნებები. ჩვენ სიყვარულს ვეძახით ვნებას, ოღონდ ეს სიყვარული, უფრო დამწვარია, ვიდრე სიყვარულის ჩვეულებრივი მდგომარეობა. უფრო აფეთქებული, უფრო დამწვარი და უფრო მტკივნეულიც. მაგიტომაც ვნებიანი ქალები უფრო გვიყვარს, ვიდრე პურიტანები. კოწიკა ზის, გვისმენს და ლუდს უბაყუნებს. ვნების ყოველ ხსენებაზე თვალები უელავს. თითქოს ხმას არ იღებსო, მაგრამ ეტყობა დიდი შერეკილი ვინმე უნდა იყოს. ხმას არ იღებს, მაგრამ სიამოვნებს ჩვენთან ჯდომა. ყურადღებით გვისმენს. ისე არ არი, რო ჩუმად იყოს და გაქცევა უნდოდეს. უბრალოდ თითქოს რაღაცამ ძალიან დაღალა და ლაპარაკის თავი არ აქვს. ვატმანა წამოდგა წამო შიგნით შევიდეთ, შევჭამოთ და გამოვიდეთ მერეო. იმ თავის რეზიდენციაში შეგვიპატიჟა შირვანშაჰების სასახლის დარბაზებს რო გავს. ფერად-ფერადი მუთაქებით, მტვრით გაპოხილი ირანული ხალიჩებით და გრძელ-გრძელი, ლამაზ-ლამაზი ფარდებით რომ იწონებს თავს. ეგ ისეთი სტრანნი სამყოფელია, ჩიზიმ და კოწიკამ სურათების გადაღება დაიწყეს. ოღონდ იქამდე უნდა მოესწროთ, სანამ ვატო შემოვიდოდა, თორე ვატმანას ეგეთ რამეებზე გართულება აქ. ვატო შემოვიდა. ორი თეფში უჭირავს, ერთი ჩიზის მიაწოდა, მეორე თვითონ დაიდგა. ამ კოწიკამ შემწვარი კარტოფილი რო დაინახა, ეცა ეგრევე. ვატომ თუ გინდოდა გეთქვაო, ეხლა რო გამგელდიო, არ მევასება ეგეთი რამეები ჰო იციო. მერე მოლბა. მოდი ჰა, მე ამდენს მაინც ვერ შევჭამო და გავიყოთო. კოწიკამ ვენები გადაიხსნა, გინდა თუ არა ერთიცალი უნდა გამესინჯაო, მეტი არ მინდაო, გემო მაინტერესებდა შენ თავს ვფიცავარო. მერე ვატო ჩემსკენ მოტრიალდა. იმდღესაც აქ იყოო. ვიღაცა გოგო უყვარსო და მიყვებოდაო. თან ხელი ჰქონდა კოწიკაზე გადახვეული. შენ არ იცი ეს რა სტრანნი მასტიაო. ყველა ლამაზი გოგო უყვარდებაო, ოღონდ კიარ გონია რო უყვარდებაო, მართლა უყვარდებაო და მთელი დრამები აქო, მანამ სანამ ვინმე ახალი ტურფა არ გადარევსო. კოწიკამ კედელზე ნახატს შეხედა. ეს არაბები მაგრად დამევასენენო. ვატო დაეთანხმა და თან ჩაილაპარაკა, თან ნახე, თრიაქს უბერავენ და ალკოჰოლს ურტყამენ, სულ ფეხებზე კიდიათ ვინ არიან და სად არიანო. მერე კოწიკამ მართლა ეგრეაო... ეგენი ექსტრემისტები ვერ გახდებიანო. უმოკლესი გზა, რომ ექსტრემისტი არ გახდე არის ღორის ხორცის და ალკოჰოლის ერთდროული მიღებაო. გამოდის, რომ კახელების აბსოლიტური უმრავლესობა ყველა შეთხვევაში დაზღვეულიაო. ვატმანა მანდაც შეეკამათა. ღორის ხორცი და სასმელი ყურანშია აკრძალულიო, იმ ჩემის ექსტრემმოტყნულებს კიდე ყურანი გადაშლილიც არ აქვთო. ყურანი კი არა, წერა-კითხვა ვაბშე არ იციანო. და მანდ მოიქოქა ჩიზიც... ისე რაც არ უნდა ვთქვათო, ქრისტიანობაო, უფრო ჰუმანური რელიგიააო, ვიდრე ისლამიო. ვატმანამ უნდობლად გახედა. ვითომ რატომაო?!... ჩიზი დაიბნა და რა რატომო?! ისტორიულათაო. მოდიოდნენ და გვაწიოკებდნენო, ჩვენ რელიგიაზე გადმოდითო თორეო, თქვენც შეგჭამთ და თქვენ შვილებსაცაო. მერე კოწიკა ეცა ჩიზის. მასე რაც ქრისტიანებს ნაჟუჟი ყავთ ქრისტიანობის სახელით გინდა სამხრეთ ამერიკაში, გინდა ინკვიზიციის დროს და გინდა ბოსნიაში, იმდენი გიტარის სიმი შენო. ეგეც რო არ იყოსო, ის ჩემის ვამპირი დრაკულაც ქრისტიანი მმართველი იყოო. ეს კოწიკა და ვატმანა ჰო ბაზრობენ მარა, არა ბიჭო, ეს ჩიზი მაინც თავისას აწვებოდა ქრისტიანობა უფრო ჰუმანურიაო. ვატო მაგრა აიჭრა, წამოხტა და ყვირილი დაიწყო... რელიგია შენ რა გგონიაო?! ისაო, რასაც მიმდევრები ქადაგებენ და აკეთებენო?! რელიგია ის არიო, რაც იზნაჩალნა საღვთო წიგნში წერიაო... აი იქ კიდე არსად წერია ვინმე მოკალი და ვინმე გაატყავეო. არც ყურანში წერიაო და არც ბიბლიაშიო. მერე ვიღაცა ბოზმა თუ წაიკითხა ეგ წიგნებიო და უცოდინარ სირებს ისე მოუყვა როგორც თავის საქმეს აწყობდაო, ეგო რელიგია არ არიო და ბრბოს ქმედებებით ვერ განსაზღვრავ რა არი ჰუმანური და რა ბრუტალურიო. საერთოდაც მეფეების მოყოლილი რელიგია შუა საუკუნეებში ჩვეულებრივი პოლიტიკური იდეოლოგია იყოო და მაგის საშუალებით იმპერიები ტერიტორიებს იერთებდნენო. მაგის თქმა იყო და ვატმანა ჩაქრა. მერე სავარძელში მიბნედილი ჩაეშვა და იზვინი ჩიზმენ ავღელვდიო. კაკრაზ საჭმელიც გათავებული იყო და ისევ გარეთ გავლაგდით საბირჟაოდ.
კოწიკა:
ყველა სომეხი თუ არა, სომხების სამოცდაათი პროცენტი მაგარი რუსეთუმეა. სამოცდაათი თუ არა, ისინი მაინც ყველა რუსეთუმეები არიან, ვინც რუსეთში ცხოვრობს. მაგას მაშინ მივხვდი, ტარას შევჩენკოსთან ერთად რო ვაბირჟავებდი, ზაფხულის ერთ არც თუ სექსუალურ დღეს, როცა როგორც ჩემს აქოშინებულ სულსა და დავრდომილ სხეულს სჩვევია, ისევ სევდას, დეპრესიას, შფოთს და რაც მთავარია, პახმელიას ვეხმალავებოდი. ეხლა ისე ვლაპარაკობ, გეგონება ერეკლეს დროინდელ რამეს ვყვები, არადა ეს ამბები გუშინწინდელია. პროსტა მე ჰო არ ვიცი თქვენ როდის წაიკითხავთ ამ ყვავის სიმღერას და იქნებ საერთოდაც ოცდამეორე საუკუნის რობოტზე დაქორწინებული იმპოტენტი ხარ შე ოჯახქორო მე ჰო არ გიცნობ არა?!... ისე აზრზე ხარ რა მაგარი რამე გავჩითე?! ერეკლეს დროინდელი მეთქი. არადა ამ გამოთქმის ყოვლად გავრცელებული ვარიაციით, ერეკლეს ნაცვლად ნიკოლოზი უნდა მეთქვა. მარა მერე სომხების რუსეთუმეობას როგორ ვაჯვა, მე თვითონ თუ რუსების ყველაზე ჩმორი მეფე ვაპიარე?!... ჰოდა სომხებზე ვამბობდი... ეგენი რო მაგარი რუსეთუმეები არიან, ზაფხულის ერთ ნელთბილ დღეს მივხვდი. არც ცხელოდა და არც ციოდა. უფრო სწორედ, ძალიანაც ცხელოდა, მაგრამ მზე არ ჩანდა დიდი დოზით. ხან გაანათებდა, ხან ღრუბელს ეხუტებოდა, მორცხვი, მარა ატეხილი თინეიჯერივით. ო მზეო, მზეო, სხვისთვის ანათებ... ჩემს სულში მუდამ ბნელა და ცივა... და ამ ოდნავ მზიან და საკმაოდ ცხელ დღეს, ჩემს საყვარელ უნივერსიტეტთან, ინტიმური გამოთხოვება მოვინდომე. აბა ზაფხულში იქ ვინ იქნებოდა?! ჰოდა არც არავინ მინდოდა. არც რექტორი მინდოდა და არც ბრუციანი დამლაგებელი ფრიდონა. მანდ თუ როდისმე ვინმე მინდოდა, ის ვინმეები სულ უაზროდ იპრანჭებოდნენ და მე კიდე ტვინის ახდის მეტი არაფერი მრჩებოდა. ეს შარვლის ჩახდა კიდე არ არი ჩემი სტილი, ალბათ ამას აქამდეც მიხვდით. მე და უნივერსიტეტმა მზერები რომ გავცვალეთ, მერე მცხეთის ქუჩისკენ ავაჭერი. იმხელა კიბე ავიარე, თავი ალენ დელონი მეგონა, მაგრამ რა შუაშია ალენ დელონი და კიბე არც მე ვიცი და ტყუილა ნუ მაგინებთ. რაღაცა კრებული უნდა მოეცათ, სადაც ჩემი ლექსიც იყო. ადრე კონკურსი მოვიგე და... ეგრეა, ყველა კონკურსი მოგებული მაქ, გარდა „ყარყატისა“ და „სულხანისა“... არადა, მაგ ორს ყველაში გავცვლიდი. ხომ გესმით, ცნობადობა, შამპანური, დიდება... შენ კონტრკულტურის სიმბოლო ხარ კოწიკ. ფულიც გაქ და პუერტო რიკოშიც ნამყოფი ხარ. ეხლა შეგიძლია თავის მოიკლა, მაგრამ დაიცა... ბარემ ოცდაშვიდი წლის გახდი და ჰო იცი, ვის გვერდზეც გახსენებენ. თუ არ იცი, მაშინ არც ღირს რო შენ ვინმემ განგადიდოს, იმიტო რო, ქაჯი ყოფილხარ და ბანძი. დავითრიე კრებული, შუა ქუჩაზე მოვაბოტებ, ნაოშნიკში ჯოპლინი წეწავს, მაგარი როჟა ვარ ტო. მარა ეს სევდიანი რამეები სულ სახეს მახევს. რატო გავჩნდი ესეთი?! რატო გავჩნდი ვაბშე?! რას ვუტრაკებ ყოფას ოცდაორი წელია?!... ცხოვრება და ბედნიერება არ შემიძლია თუ რაარი ვერ გავიგე. მარა პირობებსაც არ მიქმნის სამყარო, ეგეცაა. ყველაფერი ისე რო იყოს მე რო მინდა, შეიძლება გამეღიმა კიდეც. გულიანად გამეღიმა თორე, ეხლა ამას რო გიყვებით ვიღიმი და რამე. მოკლედ, ხასიათი უკვე წამხდარი მქონდა, მრგვალი ბაღის კიდეზე ჩამოვჯექი და ავტირდი. რაღათქმაუნდა აბსტრაქტულად, იმიტო რო კოწიკა ჩაგელიშვილი ის კაცი არ არი, ვზროსლი კამანდა დაისიოს და აკითხინოს შვილო რამე ჰო არ გიჭირსო?! კოწიკას კაეშანი კოწიკას კაეშანია. მოკლედ აქედან პირდაპირ ვიარე და მერე კეკელიძეზე ჩავაჭერი. კაკრაზ მაშინ დავბირჟავდი ტარას შევჩენკოსთან ერთად. ვზივარ და აქაც მეტირება. მეტირება რა, მაინც შინაგანად უნდა მეტირა და ბარემ ვტიროდი ვინ რას გაიგებდა?! მახსენდებოდა რაღაცეები. პირველი კურსი გამახსენდა. მაშინ, შევჩენკოს ძეგლს, ერთმა თავხედმა დვარნიაშკამ საკუთარი ფეკალიები უსახსოვრა. მე და ჩემმა ახლად შეძენილმა ჯგუფელმა, ჯიმშერმა კი, ჯერ მშვიდად ვუყურეთ ამ მუხანათობას და შემდეგ დავიგინეთ, სანამ ეგ ზღრენი მანდ იქნება, საგანი არ შეგვეტენებაო. მე არც მაგის მერე ჩამრჩენია არაფერი... ჯიმშერაზე ვერაფერს გეტყვით. ეგ მგონი ჭიათურაში დაბრუნდა და მარგანეცის მომპოვებლის კარიერა აირჩია. და მოდიოდა საბურთალოდან უამრავი ავტო. ზოგი მძღოლი მარცხნივ უხვევდა და ბუტბუტებდა, რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმაო. ზოგიც კიდევ მარჯვნივ იღებდა გეზს და ჯავახიშვილის მარად მუქ, გისოსებს ათვალიერებდა. ვისაც მანდ უსწავლია თან ეტირებოდა, თან ეღიმებოდა... ალბათ ხევში კიდე მიდის სპირტაობაო... ნეტა ნელი თუ გათხოვდაო?! თუ გათხოვდა, მაგის ქმრის დედაცმოვსტყანო და მიბობღავდა ვაკის წიაღში. ვისაც მანდ არ უსწავლია, უჯიგროდ, პროსტა უყურებდა შენობას და მამენტ შეილება არც უყურებდა და უბრალოდ არ იცოდა თვალები სად წაეღო. აი, მისაქციელიდან საშოვარზე წამოსული ტაქსისტი, როსტომა კანდელაკი კი, თავისთვის ბუტბუტებდა ნეტაი გეოგრაფიის სამინისტრო რაღა შავ ქვათ გვინდოდაო და გამწარებული შაჰყურებდა ცოდნის ტაძრის თავზე დაკოსებულ გიგანტურ გლობუსს. ჩემთან კი ვიღაცა დაბალი, კეპიანი, წითელმაიკიანი ტიპი მოვიდა და თავხედურად შემაწყვეტინა ფიქრი გზის პირას. ეტყობოდა თბილისელი რო არ იყო, თორე მესტნი და აზრზე მოსული კოწიკას ფიქრს გააწყვეტინებს?! რაღაცას მეუბნებოდა რუსულად. დეპორტი გავიგე მარტო. მეთქი ია რუსული ნო ჯიგარო. თქვენ თავს ვფიცავარ ნაციონალიზმი არაფერ შუაშია. დაჟე ვისოცკი ყველაზე მაგრად მევასება და ახალ წელსაც მარტო ირონია სუდბის ვუყურებ, მარა მართლა არ ვიცი ეს რუსული. გეუბნებით, ირონია სუდბისაც ტიტრებით ვუყურებ. მარა ამას კიდიაა... ისევ უბერავს რაღაცას რუსულად. იმდენი მელაპარაკა, ბოლო-ბოლო მივხვდი რასაც ამბობდა. კაროჩეო დამადეპორტესო რუსეთიდანო. საქართველო კაიაო, მარაო კაპიკი ფული არამაქო, მაგრა მშიაო და კაროჩეო ეიფელის კოშკის წვერზე ვზივარო. არაფერი არ მინდაო, სახლში მინდაო, გიუმრიში დეიდასთანო, მარაო ამ სომხეთის მატარებელს ოცი ლარი უნდაო და ეს ოცი ლარი ვერ ვიშოვეო. მერე წიომნად მეუბნება, ჯიგრულად, ძმობაში და სამხრეთ კავკასიელობაში, შენ ჰოარ გაქო ეგ ოცი მანეთიო. მეთქი რა ოცი მანეთი პივას ძმაკაცები მასმევენ, წადი ტოლი ნახე კოჭი გააგორე, მნახა რა არიფი. ისე მაგარი ცოდო კი იყო... მთელი დღეაო რუსთაველიდან აქ ამოვდივარო და მერე უკან ჩავდივარო. ერთი კი ვიფიქრე, შე ჩემისავ მაგდენი სამხრეთ დასავლეთით რო გევლო კი ჩახვიდოდი გიუმიში მეთქი მარა, ამდენს რუსულად გარი კასპაროვი ვერ გადათარგმნიდა და დავიკიდე. ისიც მაგრა მისწორდებოდა, მაგის ლაპარაკი რო მესმოდა. ზნაჩიტ მთლად ბეცი არ ვჩანდი. ჰოდა აი მანდ დამკრა ერთმა გენიალურმა იდეამ. ეგრევე ბრახ და გაანათა თავი. თან მანდ ისიც გავაიასნე, რო სამყაროში მიმდინარე პროცესები, ცვეტში სადღაც არი გაწერილ, აღწერილ, კაროჩე რა... ჰოდა მეთქი კაკ ტებია ზავუტ ბრატ? ვარტკეზაო. ვარტკეზჯან, ხვალზეითამდე დაიცა და ერთად თუ არ წავიდეთ სომხეთში, მე ვიყო ლუდვიგ ჩიბირივი მეთქი. ეს ტექსტი ძმაკაცს ქართულად გავუგზავნე, იმან სრაზუ თარგმანი მომწერა და მეც ვაჯახე ვარტკეზას. ლუდვიგა ჩიბიროვი ეუცხოვა, მარა დაიკიდა. ეს იმასაც მიხვდა, მგზავრობის ფულს რო ვუხდიდი, მარა მეც რო ჩავუსასტავდი თითქოს არ ესიამოვნა. ბებიამაგისამ აი. ბილეთი ვუყიდო და კიდე როჟები კეროს?! ჰო გეუბნები არა?! ბოზებით არი სამყარო სავსე. ბილეთი არა კიტრანა. ავტოსტოპით დავგაზავთ. მე მაგის თქმა იყო და წამოვდექი. მეტროსკენ მიდიხარო? მეთქი და... წამოვალ გავისეირნებო, მე შენ გეტყვი საქმე მაქო, საჭმელიო თუ ლეჟანკაო. წამომყვა და მანდ დაიწყო რო დაიწყო. რუსული რატო არ იციო? მეთქი რავი ჯიგარო, არავის შემოუთავაზებია და მეც სულ ქინძზე მეკიდათქო. მერე სხვათაშორის მივაყოლე, რაღა რუსული ეგ ბოზები არ არიან, ოცი წელი სახეს რო გვახევენთქო?! ამსიგრძე რაღაცეებს იასნია ვერ ვამბობდი, ჰა-ჰა რასია ოკუპირუეტ გრუზია მეთქი, მარა თქვენ მაინც გაგიზიარებთ რას ვგულისხმობდი. ამან დაიკიდეო პოლიტიკაო თუ ძმა ხარო. ენა ენააო. რა შუაშიაო. თანო რუსეთიო ჩვენი დიდი ძმა არიო. ამერიკა რას გვიკეთებსო?! მეთქი ერიჰააა.... დაიწყო აგე ეხო მასკვის ციტირება. მერე შენ რატო გგონია რო მე ამერიკაზე ვგიჟდები მეთქი. აი ეგ მაგიჟებს ხოლმე. ერთი ბოზი თუ არ გევასება, ზნაჩიტ მეორესთან რო გაქ კაი ატნაშენია. არადა მახატია ამერიკა, მარა მამენტ არც არაფერი დაუშავებია ჩემთვის და სალამზე და ფულზე უარი რატო უნდა ვუთხრა?! ეს თავისას აგრძელებს. რუსეთიო, გზას გვიხსნისო, რო ჩვენაო, უბედური პოსტ-საბჭოთა ხალხებიო, ლუკმა პურზე დავჩალიჩდეთო და ვიმუშაოთო იქაო. მაგარი დუნდუკი კი იყო, იმენა ჯოკერი მომცა ხელში. მეთქი, თუ ეგეთი ტკივილამდე საყვარლები არიან, შენ რატო გამოგაბუნძულეს?! აიჭრაააა.... გაწითლდაა... მეო არალეგალურად ვიყავიო. მოკლედ რა, რუსეთუმეები არიან სომხები. კოსტავაზე რო ჩავუხვიეთ გიდი გავიჩითე. მეთქი ონ გეროი გრუზიი. პაჩემუო. მეთქი იმიტო, რო ონ ვაივალ პროწივ სავეცკი საიუზ. ჩაეცინა, ალბათ ამერიკა აფინანსებდა და პარტიზანი იყოო. მეთქი ამის ისტორიის მასწავლებელი მაცემინა ნეხვიანი შოლტით. რა პარტიზანი, რა ამერიკის ფინანსები. თუ ძმა ხარ, მიდი და უხსენი... ხვალე მაინც არ ემახსოვრება.
რამაზა ცქიტიშვილი:
მე არ ვიცოდი... დედას გეფიცებით, ძმობას, სიყვარულს, რავი რაც ჯიგრული და კაია ყველაფერს გეფიცებით. რო მცოდნოდა რო ეგ იყო რატო, მაგას რატო ვიზამდი?! ჩემიანს რატო ჰა?! არა ბიჭო, ასი წელი, ღმერთს გეფიცებით, ეგრე არ დავეცემოდი. სხვა რო მეგონა, და სხვას რო ვუკეთებდი ეგეთ რამეს, ეგეც საზიზღრობაა. ეგეც არ მეპატიება. ვიცი რო ყველა პონტში დამნაშავე ვარ და ღმერთი ყველა პონტში გამტისკავს როცა იქნება, მაგრამ მე ეგრე ვცხოვრობ, შევეჩვიე და სიკეთეზე და იმეებზე არასოდეს მქონია გართულება. ბაზარი არ არი. საქმეში ყველაფერს ვიზამდი. უკადრებელს, დაჟე ბოზურსაც, იმიტო რო, ბრახ დამკრა ერთხელაც და რაღაცა მომენტის მერე, ჩემ ცხოვრებაში საქმე და მაყუთი ყველაზე მთავარი ფასეულობები გახდა. სწორად გამიგეთ, ვუყურებდი ამ ადუღებულ საზღრენეთს და ვხვდებოდი, რო თუ დაუნდობელი არ ვიქნებოდი, ყველანი ზედ დამაფსავდნენ. ჰოდა პატარა ვიყავი და ვიფიქრე, რომ ყველაზე ბრუტალური მეთოდებით, ყველაზე დიდი ფული უნა მეშოვა. მაგრამ ამ არასწორი ცხოვრების მორევში ჩავარდნილსაც, შერჩენილი მქონდა რაღაცა პირადი პრინციპები, რომელიც პირადი გრძნობებით იყო ნაკარნახევი. არა ვინმესგან ან რამე იდეოლოგიისგან ჩამოყალიბებული, არამედ იმენნა ჩემი მოგონილი. მაგ პრინციპებში მთავარი ის იყო, რო იმათ, ვინც მართლა მიყვარდა და ვიზეც ვამბობდი, რო აიო ესაო ჩემიაო, არასოდეს, არასოდეს უნდა შევხებოდი არასწორად. ჰოდა მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი და უარესი არაერთხელ მიქნია, ეხლა მაინც ყველაზე ცუდად ვარ, იმიტომ, რომ ახლა ჩემ მოგონილ პრინციპებსაც ვუღალატე და ჰაერში დავრჩი გამოკიდებული. ჩემს ადგილზე ბევრი იტყოდა, შემთხვევით მოხდაო, ისაო, ესაო, მაგრამ მოსახდენი მოხდა და არ უნდა მაგას კრუტინა რიჟა ბაზარი. მაგ ამბების მერე, ყოველდღე ავდივარ მამაჩემის საფლავზე, მაკაროვით ხელში. ღმერთს და მამას ერთად ვეხვეწები, რო თუ არ მაპატიებენ იმ არასწორობას, ჩემთვის ილოცონ მაინც, იმიტო რო მეშინია, სულ ყველაფრის მეშინია და ლამის ქუჩაში მიმავალ ყველა ადამიანს ბოდიში მოვუხადო. ვზივარ ხოლმე და ჩუმად ვლოცულობ, მერე საფეთქელზე ვიჭერ ამ იარაღს, მაგრამ იმდენად უპრინციპოდ ვარ ამ ჰაერში გამოკიდებული, თავის დაბრედასაც ვეღარ ვახერხებ და ზეზეულად ვლპები ამ დედაარღნიან ცოცხლებში. თითქოს მამა მეუბნება ხოლმე, რაც მე დავიბრიდე, იმის მერე სულ, ნელ-ნელა გერხეოდა და საბოლოოდ ჰო ნახე სადამდეც მიხვედიო. მე შენზე ხელი მაქ ჩაქნეული და აქ რომ მოხვიდე, ჩემთავად ვინც შვილი დაგიძახოს იმის დედაც რა ვთქვიო. მე კიდე მაინც მინდა იქ მისვლა, მაგრამ არ მიმესვლება. არც ტრაკი არ მაქ მისვლის და ვრჩები ისევ აქ, სადაც ასევე არ დამედგომება, მაგრამ რადგან უკვე აქ ვარ, მიჩვეულ ჭირს ვამჯობინებ და ვლპები. არა, ესე არ გამოვა. მერე კიდევ ვცდი საკუთარი შუბლის გახვრეტას. თუარადა მონასტერში წავალ. ეჰ კოწიკ... კოწიკ... მაგრად მენატრება. ერთხელ, უკვე ვზროსლები ვართ და რა მომიყვა იცი?! კაროჩე უბნელი გვყავდა ცეცო. ზეზვა ცეცაძე. ჰოდა აბიჟნიკი იყო ცეცო, თან ჩვენზე ვზროსლი. სანამ აზრზე მოვედით და ცოტა გავიზარდეთ, ეზოში ჩასვლა შეგვაჯავრა ტიპმა. მოდით აქაო გვეტყოდა. აბაო თქვენაო ჩემი პატარა ძმები ჰო ხართო და კაებს გვჭირდებაო და თუ რამე გაქთოოო... გრევის დვიჟენიაშიო, თან ძმურადო, არ გვაგრძნობინებს რო გვაწერს და რამე, იმენა დიპლომატია. ეს კი გვეუბნება ძმურადო, მარა ჩვენ ჰო ვიცით რო არ გვინდა მიცემა და იმიტო ვაძლევთ, რო გვეშინია, ჰოდა მაგრა არ გვევასებოდა ცეცო. ჰოდა ცეცო მერე გალოთდა და დაიბრიდა ცეროზით. და სანამ დაიბრიდებოდა, ხანდახან, უკვე დიდობაში, მოსასალმებლად, ან პივის პონტში დაფინანსების სათხოვნელად გვეძახდა ხოლმე. ჰოდა კოწიკა მეუბნება ერთხელ, ბიჭოო, რო მეძახის მაგრა ვიძაბებიო, მარა მერე მახსენდება რო უკვე 2015 წელია, ცხრამეტი წლისა ვარ და მაგრა მეცინებაო.
ვერიკო ჩაჩუა:
მე შერი სულ ფეხებზე მკიდია. საერთოდ მაგის არსებობის შესახებ პირველად სწორედ მაშინ გავიგე, როცა ლელუკამ მითხრა ერევანში საუკუნის კონცერტი აქო. სამშობლოში ბრუნდებაო თუ რაღაცა. ისიც ვიფიქრე, ერევანში საუკუნის კონცერტს რა ჯანდაბა უნდოდა და თან თუ ამერიკელად დაიბადე, იქ რაღატო უნდა დაბრუნებულიყავი. მე საერთოდაც, ბონ ჯოვი და ბრიუს სპრინგსტინი მიყვარს. ახლა ხომ ხვდებით, რა შორს ვარ ვინმე შერისგან, რომელიც ერევანში ჩამოდის და რომლის კონცერტზეც ლელუკას და ქეთოს დაჟინებული მოთხოვნით მივდივარ, თუნდაც იმიტომ, რომ უცხო ქვეყანას თავისი ექსტრიმი აქვს. სულ რომ ოთხი გია მიდიოდეს კონცერტის ჩასატარებლად, მათ წავყვებოდი, რადგან ხომ ხვდებით, ეგზოტიკა-ეგზოტიკაა. კიდევ მიყვარს ორასიო კიროგა და მისი მითხრობები გველებზე, რომლებიც ლაპარაკობენ და ჩვენზე უფრო მოქნილი იერარქიაც აქვთ. ისე რომ გაიგო ჩერის კონცერტზე მივდიოდი, იდიოტი კოტე ჩაგელიშვილი კინაღამ ჩაბჟირებული ჩამაკვდა ხელში. მერე თითქოს შეცბა და ისევ ისეთი ანგელოზის ღიმილი შეკერა, ჩემთან რომ იგონებს ხოლმე და ჰგონია, რომ მჯერა მისი შეუბღალავი სპეტაკობის. შერის კონცერტი რომ ვახსენე, უეცრად ნამდვილ კოტე ჩაგელიშვილად იქცა და იმ გახსნილობის ათწამიან მონაკვეთში ისე დამცინა, როგორც რომელიმე ფრიადოსან ჯგუფელს დასცინებდა ზედმეტად პათეტიური პათოსის გამო. მერე ერთიანად დალაგდა. გაახსენდა ვერიკო რომ ვიყავი. ყოველთვის ეტყობა, რომ როცა ვერიკოსთან, ანუ ჩემთანაა იმდენად ცდილობს თავი მომაწონოს, მსოფლიოში ყველაზე არადამაჯერებელი ჯენლტმენი ხდება. დარწმუნებული ვარ, მის ნაცნობთა უმრავლესობას არასდროს უნახავს დაძაბული, გაწითლებული, შეიძლება ითქვას თავდახრილი კოტე, მაგრამ ისიც მართალია, რომ არც მსგავსად არასახარბიელო სიტუაციაშია ძალიან გამაღიზიანებელი. არ ვიცი, მე მომწონს. რომ არ მომწონდეს, აღარასდროს შევხვდებოდი. ისეთი აურა აქვს, მგონია ხოლმე, რომ საკუთარ სპეციფიურ სურნელს აფრქვევს, რომელიც შეშის ღუმელზე მოხარშული ყავის სურნელს ჰგავს და რომლის ერთხელ შესუნთქვის შემთხვევაში, მასზე დამოკიდებულიც ხდები. მოკლედ, კოტე ჩაგელიშვილმა პირველად ჭონქაძის ქუჩაზე დამცინა. მაშინ ყველაზე ნამდვილი კოტე ვნახე. მე მუსიკიდან ვბრუნდებოდი, ის უბრალოდ ბოდიალობდა ქვაფენილებზე. შემეფეთა, დაიბნა, თმაზე ხელი გადაისვა და თვალები გაუბრწყინდა. ერევანში მივდივარ, შერის კონცერტზე. ნეტა ვინ ჯანდაბაა შერი?! იმედია ლამაზი მაინცაა. შენზე ლამაზი არავინაა ვერიკო, მეტყოდა კოტე.
კოწიკა-ჩიზი:
ჩიზმენ, ჯანი გავარდეს და ხინკალი ჰო არ გავუკეთოთ ჰა?! თუმნიანი დამრჩა. - აღმოხდა შეღამებულზე უკვე ნამთვრალევ კოწიკას. მე ისე აღარ მშია, მარა ასწორებს მელნიკოვას ეზო. შევიდეთ ჰა. მე ლუდს დავლევ. - ჩიზიმ ჯიბეები მოიქექა. ოოოო.... არ მევასება მარტო რო ვჭამ. მაშინ მეც ლუდს დავლევ. არა კაცო, შევჭამ ცოტას. ოთხს, ან ხუთს რავი. - დააწყნარა აღელვებული ძმადნაფიცი როკ-ვარსკვლავმა. ოთხი-ხუთი ცოტაა ტო?! - გაიცინა კოწიკამ. საით წავიდეთ? აგე ხის ქვეშ დაჯექი. ყველაზე ლამაზი ადგილია. აქ რო მოვდივარ, სულ თავადების საუზმე მახსენდება. - ხელგაშვერილი კოწიკა ერთხანს ასე იდგა. წვიმას იწყებს კოწიკ ტო... შიგნით შევიდეთ. - ჩიზიმ ცაში აიხედა. დაიკიდე რა... როკენროლი, როკენროლიო სულ რო პირზე გაკერია. წვიმაში ხინკლის ჭამაზე როკენროლი რაარი?! - კოწიკამ ახლა მეორე მხარეს გაიშვირა ხელი, ერთხანს ისევ ასე იყო. წავედი შევუკვეთავ მაშინ. მიდი ჰა. კოწიკა წამით მარტო დარჩა და წვიმის სუნთქვა დაიწყო. უფრო სწორედ, დანამული მიწის თუ მტვირს სუნის სუნთქვა. ფიქრობდა, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სუნი რო სველ ჭუჭყს ექნება, აი იმ მსოფლიოს გავარტყიო. შევუკვეთე. - ჩიზი მოვიდა. გახსოვს მელნიკოვას ხინკალი?! გახსოვს ფლეშის მექსიკური?! გახსოვს თესეუს ხევის სპირტაობები და კეკელიძის ლობიანი?!... ეჰეეი, ჩიზმენ, გახსოვს ჩვენი საქართველო?! ჩვენი თბილისი... - კოწიკა ისევ ფეხზე დადგა და ეხლა ზეცისკენ აღმართა მარჯვენა ხელი. ჯერ ჰო არ დაგილევია... - დანანებით ჩაილაპარაკა ჩიზმენამ. არა. აბა?! რა აბა, რა გინდა? პილპილი აქ არი? - უეცრად დასერიოზულდა კოწიკა. ჰო. აგე მარილიც. დაიცა ტო, ლუდში მარილს რატო ყრი? მაგრა უხდება, სცადე მიდი. ფუუუუ, მაიცა რა. არიფი ხარ კოწიკ ტო. მაგრა ასწორებს მარილით. ისე ამუღამეებ, ლუდში წვიმა ჩადის და ბევრდება. ნიცშე ხარ რა... ნიცშეს დედაც მოვტყან. კიდე იცი რისი დედა ვატირე?! რისი? რისი და პლანის. იმენა ტვინი გაბურღეს. ყველგან და ყველა მაგაზე ლაპარაკობს. ბარმენიც ბულბულატორზე ოცნებობს და ბირჟის მუშაც. პლანზე პაპსა რამე აღარ არი ამ ქვეყანაში. გავარტყი პლანს. ლუდი ჯობია. დამისხი. ბიჭო და... ბათუმში არ წავიდეთ? ჩამოვალ და სადაც გინდა იქ წავიდეთ. სად მიდიხარ? უი შენ დაჩაც გაქ ჰო სადღაც საკაიფო?... კი, სიონში და საგურამოში. რომელშიც გინდა ავიდეთ, მარა სიონი უფრო გაგისწორდება შენ. კაციშვილი არ არი, იმენნა კონან დოილი და რამე. ჰო ბათუმშიც წავიიდეთ, მანდაც, მერე კახეთშიც გამოგრეკავთ სასტავს. ეგ არი ცხოვრება ტო. ოღონდ ჯერ უნდა ჩამოვიდე. სად მიდიხარ მეთქი. სომხეთში. სომხეთში რა გინდა. მაიცა ეგ მაგარი კინოა. თუ ჰეფიენდი ქონდა მერე მოგიყვები. ნუ ახურებ, მითხარი. ოოოო აგე ხინკალი გაიჩითა. მიდი, მიდი... მოყევი შენ. რა მოვყვე შეჩემა. ჩერის კონცერტია ერევანში ზეგ. მერე რომელი სონი შენა ხარ?! ჰა? ბენდი იყო ეგეთი. სონი ენდ ჩერ. მაგით დაიწყო ჩერიმ კარიერა. მევასება ჩერი ტო. თუ ძმა ხარ, რა ჩერი და ერევანი, შენ საქართველოში ჩამოსული მორიკონე დაიკიდე... რაღაცას ატრაკებ. ვერიკო მიდის შეჩემა. ვერიკო ვიღაა? ანჯაფარიძე. ვა, მაშინა ვრემენი დაითრიე? ჰოო ბიჭოოო, ჰოოო. გინდა გაკატაო 1917 დან, 2917 მდე? ბრიჯიდ ბარდო გამაცანი. ყოფილა რო აქა? სად აქა? სადა და სამარყანდში. სადა ხარ ეხლა. რა რაზნიცა აქ მაგას? როგორ არა აქ... მაშინა ვრემენი მაქ, სამალიოტ ვრემენი კიარა. ანუ? დროში მოგზაურობ, მარა თუ სამოცდაათიანებში გინდა დაგაზვა, ვია სამოცდათხუთმეტს მოუსმენ, როლინგებს ვერა. აჰაა. მოვწვი. და მართლა ვინ არი ვერიკო? აუ შენ ეგეც არ იცი... არ გითქვია და. არც არავისთვის არ მითქვია. რატო მერე?! რატო უნა მეთქვა რო? მინდა ვიტყოდი, მინდა არა. შენი საქმის შენ იცი. კაი არ დაიგრუზო ვღადაობ შეჩემა. დადუნა?! დადუნა რა... ვსო გაქრა დადუნა? გასაგებად დამახვევინა დადუნამ რა. თან ვერიკო მაგრად მიყვარს. როგორ მიდიხარ სომხეთში? ჩავაღწევ როგორმე. ჭკუით იცოდე. შეჭამე რა შენი ხუთი ხინკალი, მეჩხირება იმენა თვალში. მიდი, მიდი შენ გლიჯე რამდენიც გაგისწორდეს, მე ნუ მიცდი. აჰა ჩემი ბოლოა და კაკრაზ ხუთი რჩება. მიდი, მიდი ერთიც რა... ბარემ ოთხი დატოვე. რას მასუქებ ტო? არ გასუქდები... რო გავსუქდე?! არ გკიდია? შენ გკიდია? არა. ჰოდა არც მე მკიდია ძმაკაც. და არც არავის არ კიდია. წამო წამო წავედით, თორე ფილტვების ანთება ზედ გვაქ. წამო ჰო. დილით გავდივარ მეც. ბოთლი აიღე და მეტრომდე ვწრუპოთ. ბიჭები ქუჩაში გავიდნენ. კოწიკამ ჰერცოგის ნახევრად სავსე ბოთლი ნაგვის ურნაში დურთა, აქაოდა გემო აღარ მისწორდებაო.
ვერიკო ჩაჩუა:
სიმართლე გითხრათ, შერი საერთოდ ცოცხალია თუ არა არც ვიცი, მაგრამ ერევანში ჩემი ყოფნის დროს, თვალით არ მინახავს. ჩემს თავს არ ვჩივი, საერთოდაც არ მაინტერესებდა შერი ვინ იყო და აქ კარგად ნაცნობი, მაგრამ უცხო ქვეყნის სანახავად მოვდიოდი. ერთი ის იყო, რომ ლელუკა ძალიან ცუდად გამიხდა. ოფიციალური ვერსიით, უფრო ზუსტად კი, კონცერტის დაბალი და ღიპიანი ორგანიზატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლელუკა ცუდად გახდა იმიტომ, რომ სადღაც შეერთებული შტატების რომელიღაც გაბრდღვიალებულ ქალაქში, ასევე შეუძლოდ შეიქნა შერლინ სარქისიანიც, რომელიც მსგავსად შელახული ჯანმრთელობის მდგომარეობით, ერევანში ჩამოფრენას და მითუმეტეს სცენაზე ტლინკაობას ვერ მოახერხებდა. ხუმრობა ხომ არ არის?! ქალბატონი შერლინი, თუკი ის ჯერ კიდევ სუნთქავს, უკვე საკმაოდ გადაცილებულია სამოცდაათს და სულ მალე ოთხმოცსაც მიუკაკუნებს. მსგავს ასაკში ქართველი ქალბატონები არათუ აღარ ცეკვავენ, თმებსაც მოკლედ იკრეჭენ და პურიტანობასაც ცდილობენ, თუმცა არც მთლად მასე უნამუსოდ გაგვისწორდნენ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კონცერტის დაბალმა და ჩაფსკვნილმა ორგანიზატორებმა დაგვამშვიდეს, რომ ჩვენი ფული და ნერვები სულაც არ გადაყრილა წყალში და ჩვენთვის სცენაზე სომხეთის რესპუბლიკის წარჩინებული მომღერლები გაირჯებოდნენ, რომელთაგან აბსოლიტურ უმრავლესობასაც იურმალას ფესტივალზე აქვს მონაწილეობა მიღებული და ზოგი მათგანი პრიზიორიც კი გამხდარიყო. ცალსახაა ისიც, რომ სჯობდა რამოდენიმე თვე მომეთმინა და სრულიად უსასყიდლოდ გავსულიყავი თავისუფლების მოედანზე გასამართ საახალწლო კონცერტზე. თუმცა ვეღარაფერს გავწყობდი. უკვე იქ ვიყავი და რამე უნდა მეღონა, რომ დრო გამეყვანა. ნეტავ არმენ მოვსისიანს მაინც ემღერა თავისი ლეგენდარული ჰიტი „ანძრევ“, რომელიც თურმე სომხურად წვიმას ნიშნავს, ჩვენ კი მყისვე ავიტაცეთ და მისით გავბედნიერდით. არმენ მოვსისიანი არა, მაგრამ პირველივე გამომსვლელმა, ლამაზმა შავტუხა გოგონამ, ახ სირუნ, სირუნ შეგვისრულა. ეგ მგონი სომხური მრავალჟამიერია. დანარჩენების მოსმენა დამეზარა. მოვკიდე ლელუკას და ქეთოს ხელი და ქალაქში ბოდიალისთვის მოვმართე. ცენტრალური მოედნის გარდა, ყველგან სიცარიელე იყო. პერიოდულად ადგილობრივი უსაქმურები გვეფლირტავებოდნენ, რომლებსც თბილისელი უსაქმურები სიმპატიურობის ხარისხით მაინც სჯობნიდნენ. სახელდობრ კოტე ჩაგელიშვილს თუ ავიღებთ, ეგ საერთოდ სხვა კალიბრის უსაქმურია, მაგრამ ეგ კარგია თუ ცუდი ვერა და ვერ გავარკვიე. მერე ბარში შევედით, ჰემინგუეი ერქვა. ცოტა მანდ დავლიეთ. ლელუკა ხასიათზე მოვიდა და შერის დედაც მოვტყანო წამოსცდა. წამოსვლისას ქართული ლაპარაკი მომესმა და შევამჩნიე, რომ ერთ-ერთ მაგიდასთან გრძელთმიანი, სათვალიანი ტიპი და გოგონა ისხდნენ. აშკარად ქართველები იყვნენ და ძალიან საყვარლებიც. მარტო რომ ვყოფილიყავი, მათთან დავრჩებოდი, მაგრამ ახლა ჩემი კომპანიის კიდევ უფრო გამრავლების პერსპექტივა ნაკლებად მიზიდავდა. არ ვიცოდი რა მექნა ამ უცხო ქალაქში, სადაც ის ქალიც კი ვერ ვნახე, რომელიც ფეხებზე მეკიდა და რომლის ამერიკელობის გამოც ამხელა გზა გამომატარეს. ერთ ძალიან დიდ კიბეზე ავდიოდი. მივდიოდი და არ მთავრდებოდა. კიბის ბოლოს ხმლიანი ქალის ძეგლი დამხვდა. მეგონა რომ დეჟავუ მქონდა, მაგრამ მერე ისიც შევამჩნიე, ეს ძეგლი მუქი რომ იყო. ამ ძეგლთან გავათენეთ. დილით შორს ლამაზი თეთრი მთა გამოჩნდა. აზრზე არ ვიყავით რა იყო, მაგრამ მე ვიცოდი იალბუზი რომ არ იქნებოდა. ვიღაცამ გვითხრა ეგ არარატიაო და თან ირონიული მზერით შეგვათვალიერა.
რამაზა ცქიტიშვილი:
გიუმრიში რუსების ბაზაა. მაგათია მანდ ყველაფერი. როცა აუდგებათ გამოვარდებიან არაყი გვინდაო ყვირიან და ჰაერში აკაკანებენ კალაშნიკოვებს. აბა თუ მაგარი როჟა ხარ არ დაალევინო. იქვე მიგასვარკებენ ტროცკისავით. გიუმრიში ერთი რუსები ბლატაობეენ და მეორე მე. მე იმიტო რო ეს დაყლეებული სალდატები თუ ხალხში ბლატაობენ, სალდატებში მე ვბლატაობ და ყველა თუ არა, გლავნები ხელში მიჭირავს. მე რო არ ვიყო, სახე აეხეოდათ, დედა აღარ ეყოლებოდათ და ბოლოს ყოველგვარი მუღამისგან გამიჯნულები ნძრევით დაიხოცავდნენ თავებს. სამი წელია ფაქტიურად გიუმრიში ვცხოვრობ და თბილისში მარტო დედაჩემის სანახავად ჩავდივარ. აქ მე ისე ვარ, როგორც ნაბოზარი პაბლიტო ესკობარი მედელინში იყო და მე უფრო მაგარიც ვარ, იმიტო რო ის კოლუმბიიის ჯარს ვერ უგვარებდა, მე კიდე მსოფლიოში ყველაზე დედამოტყნულ არმიასთან ვარ შეკრული და ეგ კვერცხები ჩემი წამლით კაიფობენ დღე და ღამე. ჰოოო, ჰოოო... წამალს ვყიდი აქა. არ მინდა ეგ ბაზარი ეხლა, ბოზობაა და ისე და ესა. ჩემი კაი კაცობით მე ძმაო იმ თქვენ დედაქალაქში შიმშლით ვკვდებოდი და ჩემთავად მანდ დამბრუნებლისაცთქო ვიძახდი. ეხლაც ვიტყოდი მარა ჰო იცი... იმათ იგულაონ, მე კაი კაცი ვიყო და დაჟე შეყვარებულიც ვერ მყავდეს იმიტო, რო ყველა ლამაზ გოგოს მაყუთა სირი ევასება?! ჰოდა ვითმინე, ვითმინე და ვეცი საქმეს. მე იქ არაფერი არ გამუფუჭებია. თუ ვინმეს ვაფუჭებ, ისეთს ვაფუჭებ საქართველოს რო ესიამოვნება. ჩემ სულზე კიდე არასდროს არავინ დარდობდა და ეხლა თუ აგიტყდათ შფოთები, ეხლა ტრაკში გაიკეთეთ. რო რამე, სიკვდილის წინ მივალ მამაოსთან და ბაზარი არარი და რამე, ვეტყვი, რო აი მამაო, ყველა გრამ გაყიდულ წამალს ვნანობ. ღმერთი ჯიგარია, გამიგებს. თქვენნაირი არარი. მე მაგ კვერცხობებს მოვინანიებ, იმიტო რო არც ვნანობ. მოვინანიებ და მეპატიება კიდეც, იმიტო რო რასაც არ ნანობ, ესეიგი ცოდვა არც არი, იმიტო რო ცოდვა ის არი, რაც გაწუხებს და გტკივა და ჩემი პრობლემაც ის არი რო, დიდი რამე მაწუხებს და მტკივა. ისეთი დიდი რამე რო რამდენი ხანიც გინდა ვინანიო, მაინც ვერ მეპატიება და არც მინდა რო მეპატიოს, იმიტო რო ეგ თუ მეპატია მერე სინდისი სხვა მხრიდან შემაწუხებს, როგორ შეილება მაგის გამკეთებელს ეგ ეპატიოსო. მერე მე მივაწვები ჩემ თავს და მოკლედ... რაც დამრჩა სულ მოვინანიებ ამას, მარა არ მეპატიება. არ მაქ უფლება რო მეპატიოს და იმიტო. მოკლედ გიუმრიში სანამ ჩამოვიდოდი, ორი წელი რუსეთში ვცხოვორობდი. ვითომ მოსკოვში ფეხბურთი უნდა მეთამაშა, მარა დავიკიდე და ბოლო წელი გროზნოში ვიყავი თითქმის უსაქმურად. მანდ გდებას ისევ გროზნო მერჩია... რატო არ ვიცი. რუსეთი რა, მამენტ ჩეჩნეთია თუ როგორც არი კაროჩე, მე პოლიტიკა და გეოგრაფია მაგრა არ მევასება და მაგრადაც მახატია. იმ ჩეჩნეთში მეზობელი მყავდა, ზაურა დადაევი. ბიჭო ჩავიდოდი პურზეე, ეს ზაურა დადაევი მესალმება. მეც ვესალმები იასნია, ვუჩერდები ვბაზრობთ, ისა, ესა და... ტიპს სახეზე აწერია რო კრუგლო სუტოჩნად კაიფშია. ვაა, პლანის კაიფს არ გავს, მარა რომც იყოს პლანი ამდენი თუ აქ მაიტა დამიპადაგრევოს. მარა არა ტო, აშკარად სხვა რაღაცაა, მაგის მეტი რა ვიცი. თავიდან არაფერი არ ვუთხარი. მეთქი არ იფიქროს, რო ქაჯი ვარ და რამე. თან ბესპრიძელები არიან ეგ ჩემისები, რამე თუ არ მოეწონებათ შეილება აიღონ და დაგბრიდონ. ერთხელაც ბაითზე მივადექი. ვითომ ფიგურული ატვიორტკა მინდოდა. ვააა, კიდე კაიფში დამხვდა ტო. შემოდიო რამაზაჯანო. დამსვა მებაზრება და უცებ შევაპარე, აშკარად მაგრად ხარ კაი მოსაწევი გაქ მეთქი?! ბიჭო რა გიჟი იყო. კი არ მომატყუა ან რამე. ეგრევე მაჯახა. რა მოსაწევიო ტო. პირადი წარმოების გერაინი მაქო. წამო განახო როგორ ვაკეთებო. რაღაცა ლაბორატორიის პონტი მანახაა და პახოდუ მიხსნის რაღაცას. იასნია საიმში არა ვარ რას ამბობს, მარა ჩემთვის ვფიქრობ, ტიპი რა იდეინი მორფინისტია რო სახლში ამეებს ჩალიჩობს და მერე იჩხირავს. მაიტა მამყიდე მეთქი, ისე ვუთხარი პად კაიფამ. არაო, ჰო არ ჭმუჭნიო. მაგას ასი წელი არ ვკიადრებო მეო. თუ გევასება ისე მოგცემო, მარა გაყიდვაოოო... აიო პროსტაო შანსი არ არიო. კაი მაჩუქე მეთქი. თავის დაფასება არა კამოუფლაჟი. მე მომხმარებელი არა ვარ და ასი წელი არც ვიქნები. ამხელა ფაქტს რა ვუყო არ ვიცი. თბილისში ვერ წავიღებ, მარა თან ვმოზგავ რო დიდი ფულის გაკეთება შეილება ამით. ინტერნეტში რაღაცა შავი ბაზრის პონტი იყო, მანდ შევაგდე და ეგრევე გამომეხმაურა ვიღაცა იგორა ვორობიოვი. სულ წავიღებო. ათ გრამამდე მომცა იმ ჩემისამ და თან სამმაგ ფასად ვყიდდი, ვითომ სუფთა იყო. ამ ვორობიოვმა გიუმრიში თუ ჩამაიტან როგორმე, ორმოცი პროცენტით მეტს მოგცემო. მეთქი ჯანი გავარდეს, ჰა-ჰა წამართვან, სხვა რას მიზამენ. ჩავედი ამ გიუმრიში და ეს ვორობიოვი გენერალი არა ყოფილა?! თურმე ამ უახლოეს ბაზაზე ვისაც ზვანია და ფული აქ, არაყი აღარ ყოფნით და კაიფზე გადავიდნენ. ოღონდ იმენა სუფთას უბაყუნებენ. მოკლედ, მივხვდი რო ამ გიუმრიში ოქროს საბადო იყო და შემოვრჩი რა. ოფისის პონტი გავაკეთებინე და შევუთანხმდი რო მე მოვამარაგებდი. აქედანვე დავურეკე ზაურას, რო ძმაკაც, მე თბილისში წავედი, მარა შენი ტავარი ისე მევასა, მაგას ვერ შეველევი, მარა სულ უფასოდაც ვერ გამოგართმევ და ტიპს ფულს გამოვატან ხოლმე და შენ ფაქტს გამოატან ხოლმე მეთქი. ეგ რა ბარიგობაა, მარტო მე მომყიდი და ეგ იქნებათქო. მაინც ჯორზე იჯდა. შანსი არ არიო. მე მაგას არ ვიკადრებო. მაგარი ხისთავიანი ვინმეა ზაურა. გაჩუქებ ხოლმე ყოველთვე მეტი რა გინდაო... არც მაგაზე ვეკამათე და მასე დაიწყო ჩემი ნარკობარონული კარიერა და გიუმრის უგვიგვინო მეფობა. მთელი სხემა ავაწყე. აქედან ვუშვებ ვარტკეზა მინასიანს ზაურასთან, ვითომ ჩემი ძმაკაცია და ჩემთვის თბილისში ჩამოაქ ხოლმე წამალი. ზაურა აზრზე არ არი მე რას ვჩალიჩობ სინამდვილეში. მერე ვარტკეზა მოდის ჩერეზ თბილისით აქ, მართალია მაგარი რისკია საქართველოზე მსგავსი პროდუქტით გამოვლა, მარა ვარტკეზამ ეგ არ იცის და როცა რამე არ იცი და ნაკლებად ნერვიულობ, საქმეც უფრო მარტივად გამოგდის. დაჟე ტიპმა აზრზე არ ხართ რა მოიგონა. ნაკლედ საეჭვო რო ყოფილიყო, თბილისში ვიღაცეებს უძმაკაცდებოდა და იმათთან ერთად მოძრაობდა, რო საეჭვო არ ყოფილიყო. ისე დიდი შენძრეული და დედამოტყნული ბიჭია ვარტკეზა. თან სულ ისეთ ტიპებს არჩევდა, დობრი ობრაზი რო ქონდათ, რო ვითომ მილიციასთან პრობლემა და რამე არ ყოფილიყო. მერე ამ ტიპებს საზღვრამდე თავს აცილებინებდა, ვითომ სომეხი სტუმარი იყო და საზღვრის აქეთ კიდე თავი ქუდში ჰქონდა. პაკეტს ფეხსაცმელში ინახავდა ხოლმე და ეს რუსი ლეღვებიც სანახევროდ ვარტკეზას ფეხის ოფლს იჩხირავდნენ. ჰოდა მაშინაც ვიჯექი ამ ჩემ ბუნაგში გენერლებთან ერთად და ნარდს ვაგორებდი. ამ დროს ლეღვი ვარტკეზა მირეკავს, ბიჭო საზღვარზე გადმოვედი მარა თბილისიდან ერთი გრუზინი მყავს აკიდებულიო. ერევანში უნდა წასვლაო. მეუბნებაო საღამომდე შენთან ვიქნებიო და მერე დავახვევო. არ ვიცი რა ვქნა და შენ რას მირჩევო. მეთქი ვარტკეზ აქ არავინ მომითრიო, მითუმეტეს ქართველი... რაც გინდა ის ქენი, მარა ეგ აქედან მოაშორე მეთქი. ამ ჯიშმოტყნულმა როგორ გაიგო ჩემი ნათქვამი ვერ გავიგე, მარა აუღია და მოუკლია ეს ქართველი ბიჭო. ხუთჯერ დაურტყია დანა და იქვე დაუგდია. ორი კვირის მერე თბილისში მოვხვდი და უბანში შევუხვიე თუ არა, პირველივე მეზობელმა მაჯახა, ბიჭო კოწიკა მოგვიკლეს ვიღაცა ნაბოზარებმა სომხეთის საზღვართანო. ყვირილი დავიწყე. იარაღი ამოვიღე. მეთქი ვიპოვი იმ ნაბოზარს, გავხვრეტ, გავფატრავ, დედას ვუტირებ... მარა მერე ნელ-ნელა მივხვდი, რო ის ნაბოზარი მე ვიყავი და იმასაც მივხვდი, რო ძალიანაც მინდოდა თავის მოკვლა, მაგრამ არც მაგის ტრაკი მქონდა და არც მონანიების.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა საინტერესო ავტორია : ) თემა საჩემო არაა, თუმცა კარგად წერს.. ჰო, ნაწერი საკმაოდ მოცულობითია და გამიჭირდა წაკითხვა) და მაინც, ვნახავ შემდეგ ნაწერსაც
წარმატებები რა საინტერესო ავტორია : ) თემა საჩემო არაა, თუმცა კარგად წერს.. ჰო, ნაწერი საკმაოდ მოცულობითია და გამიჭირდა წაკითხვა) და მაინც, ვნახავ შემდეგ ნაწერსაც
წარმატებები
2. წავიკითხე, მიუხედავად სიდიდისა კიდევ ერთი ნიჭიერი ავტორი
ასეთი თემა არ მომწონს მე ზოგადად ( მომწონს რა, ნაკლებად მაინტერესებს ) მაგრამ ძალიან კარგად აქვს დაწერილი. სტილი კარგია და შესრულებაც მშვენიერია
სიამოვნებით დაველოდები მომდევნო ნაწარმოებს
ამას 5 ამასაც და ავტორის ნიჭიერებასაც
თოლია, მოდი რა
წავიკითხე, მიუხედავად სიდიდისა კიდევ ერთი ნიჭიერი ავტორი
ასეთი თემა არ მომწონს მე ზოგადად ( მომწონს რა, ნაკლებად მაინტერესებს ) მაგრამ ძალიან კარგად აქვს დაწერილი. სტილი კარგია და შესრულებაც მშვენიერია
სიამოვნებით დაველოდები მომდევნო ნაწარმოებს
ამას 5 ამასაც და ავტორის ნიჭიერებასაც
თოლია, მოდი რა
1. უეჭველად მოვიცლი და წავიკითხავ მხოლოდ დასაწყისი ვნახე და ძალიან მაგარი რამეა არ წაშალო რა უეჭველად მოვიცლი და წავიკითხავ მხოლოდ დასაწყისი ვნახე და ძალიან მაგარი რამეა არ წაშალო რა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|