ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2018


საკისარი

ამოვიწურე სული მიწიდან
ჩამოვიბერტყე მტვერი მცირედიც
და მერე თითქოს უფრო მიჭირდა
ის მიუგნები და უხილვეთი.
მოუსვლელიდან მოვბრუნდი უკან
და სისხლი ჩემი სად აღარ ვაშრე
თავს თავი ჩემი სად აღარ ვუკარ
რა აღარ ვროშე, როდის და ა. შ
თავგამოხსნილი ტყვედა ვარ ისევ
საკუთარ ტყავში გავტყავდი ლამის
და ჩემს მორჩილად გაშვერილი კისერს
მევე ბღავილით ვუბრუნებ ყამირს.
ღმერთი კი ასჯერ ძელცმული ბავშვი
გარდამოხსნილი ასი ცდით ასჯერ
ბებერი ნისლის ზეახალ ქვაბში
ასთამეერთეს იმზადებს სასჯელს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს