ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიჟპოეტა მარია
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2018


შემიყვარე

ყოველ ღამე მინდა ვთვალო
შენი გულის სწრაფი ცემა.
ვარსკვლავებმა გვითვალთვალონ,
ვერ  დამალონ გაოცება.
თუ  ამ გრძნობას გადავურჩი,
თუ არ მომკლა შენმა კოცნამ,
მათ გულს თავად გადავუშლი,
მოვუყვები ყველა ცოდვას.
როგორ შემხვდი გზაარეულს,
როგორ ძლიერ შემიყვარე,
ზეცის გავლით ტკბილ ზღაპარში
დაკოცნილი შემიყვანე,
ბალახებში დამაწვინე,
დამაფარე ვნების ფარდა,
ყველაფერი დამავიწყე
იმ ლამაზი ღამის გარდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს