ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დათო123
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2018


***

ნალიას რომელსაც შრომის აქვს სუნი
ქუხნას წინაპრის ალი ეტყობა
ალალი ძროხის ნამშობი ფური
მეზობლის ხართან ჩხუბით ერთობა

სიმინდს რომელსაც ბაბუის ხელი
ატყვია როგორც ნასროლი ტყვია
როგორ მაფიქრებს ეს ყველაფერი
მაგრამ არასდროს არ არის გვიან

რომ შენს ეზოში სულ სხვა სუნია
და არ წაშლილა ჯერ ნაფეხური
ირგვლივ სულ ყველა გაბადრულია
და მარტო დგახარ გულგახეული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს