ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2018


ტბები

                                                      დგანან და დგანან ტბებივით,
                                                      ხანდახან აიმღვრევიან და ეგაა.
                                                      ეთერ ონიანი.

დამდგარი ტბა ხარ,
არასდროს მიცდია - ამემღვრიე,
არასდროს მიცდია - დამერღვია
შენი მყუდროება,
შენი ყოვლად უშფოთველი
სამოთხისებრი ბედნიერება.

უარი ვთქვი ევად ყოფნაზე,
უარი ვთქვი - შენთვის თავი შემეყვარებინა.

რადგან არასდროს ვყოფილვარ femme fatale,
პირიქით...
და ყოველ ჯერზე, როდესაც ზურგში
ფატალურ ჭრილობას ვგრძნობდი
და სიკვდილის წინ უკან მიხედვას ვასწრებდი,
ვხედავდი დამდგარ, აუმღვრეველ ტბას...
იმდენად მშვიდს, რომ მასში ჩახედვისას
ჩემს მაგივრადაც წყალი ჩანდა.

მას შემდეგ, ვინც მთელი გულით მოვიდა ,
მხოლოდ ნაწილობრივ მივიღე...
რადგან ბოლომდე აღარ მჯეროდა, რომ არსებობდა კაცი,
რომელიც არ ოცნებობდა,
ტბად არეკლილიყო ჩემს თვალებში,
მე კი მის თვალებში ჩახედვისას
საკუთარი თავი ვერასდროს დამენახა.

კაცი, რომელიც არაფერს მერჩოდა და
უბრალოდ ვუყვარდი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები