ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2018


საქართველო

საქართველოა იქ, სადაც მთები,
მხრებით უწვანან ჩამოშლილ ზეცას
და ოცნებიდან ნაზად დაცვენილ
თოვლს საბანივით შემოიკეცავ.

საქართველოა, სადაც დაკლაკნილ,
ღრმა კანიონში ჩაიძირები
და ტანში სევდას თეთრად დაგაყრის,
რძისფერი ნისლით, წვიმის მძივები.

საქართველოა, სადაც ძველ ხატებს,
მხოლოდ თვალებით ეფერებიან
და გიყვებიან ღმერთის შესახებ,
სულისშემძვრელი ეფემერები.

საქართველოა იქ, სადაც წინათ
ისმოდა გრგვინვა და მოწოდება,
ახლა კი ერთი მტკაველი მიწა,
ქალამნებივით გივიწროვდება.

საქართველოა ძველი საყდარი
და გულმხურვალე პატარა ლოცვა,
რომელიც ტანში ჟრუანტელს გაყრის
და გულში ათას გრძნობას გამოცრავს.

საქართველოა მიწის სურნელშიც,
რომელიც წვიმას ამოჰყავს ფიქრად,
საქართველოა, რომ მხოლოდ შენთვის,
გულამოცლილიც ამაყად ფეთქავს.

საქართველოა, ტყეებში უღრან
ფიჭვნარ-ნაძვნარში, მღვიმეში - კარსტულ,
საქართველოა და სხვაგან ნუღარ
იკითხავ მისებრ დიდებულ წარსულს.

საქართველოა შენს სისხლძარღვებში
რომ მიდის ხლართვით წყალუხვ მეანდრად
და შენს თვალებში - ფართოდ გახელილ,
ზღვად უერთდება მცირე შენაკადს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს