 | ავტორი: გოლიაძე ჟანრი: პროზა 31 ივლისი, 2018 |
ფიქრისგან დამძიმებულ თავს ხელისგულებს ვუზიარებ. ფანჯრის რაფასთან ახლოს ვზივარ და ჩემ წინ არსებულ უსასრულობას გავჰყურებ. ეგ უსასრულობა ძალიან მარტივადაა ნათქვამი, ანუ მხოლოდ მე მეჩვენება ეგრე ჩემივე მდგომარეობიდან გამომდინარე. სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი მიმობალახებული ეზოა. უსასრულობა არა ჩემი ფეხები. რას წარმოვიდგენდი აქამდე, სამ საფეხუროვანი კიბე რომ პრობლემას შემიქმნიდა. გუშინ მე და დედა ერთად ვსადილობდით. დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია მთელ მსოფლიოში და იმავდროულად შეუძლებელია მისი შინაგანი ბუნების ზუსტად გადმოცემა. გრაფინიდან ჭიქაში წყალს მისხამდა. უცებ მთელი განვლილი ცხოვრება თვალწინ გადამიარა, ზუსტად იმ დროში რა დროც წყლით ჭიქის თითქმის ავსებას დასჭირდა. დედაჩემს ვეუბნები: "შენ ძალიან გაგიმართლა, უეჭველი სამოთხეში მოხვდები" წარბიც არ შეტოკებია: "რატომ ამბობ მაგას?" "სამოთხე კეთილი, უანგარო, მზრუნველი, თბილი, მშრომელი, მოსიყვარულე, შენნაირი და ასე შემდეგ ადამიანების ადგილია. მე ცხვირსაც კი არ შემაყოფინებენ შიგნით. ისე სიმართლე რომ გითხრა, დიდად არც მომეხალისებოდა იქ ყოფნა. ცოტა არ იყოს ასეთი ხალხი მოსაწყენიც კი ხართ. მაგრამ აი ჩემი სამფლობელო, დიდებითა და კდემამოსილებით აღსავსე ჯოჯოხეთი. ჯერ ნახე როგორ ჟღერს "ჯო-ჯო-ხე-თი" და ახლა დააკვირდი "სამოთხე". რაზნიცას ხო ამჩნევ? აიი ხალხი იქ უნდა ნახო შენ. გენიოსებს შევხვდები, ზუსტად ისე როგორც ვიკინგებს ეგონათ ვალჰალაში თუ მოხვდებოდნენ ყოველ საღამოს თორთან და ოდინთან მოუწევდათ ვახშმობა. მე კიდე სხვა სურვილები მაქვს დედაჩემო. იცი შეენ? "გალაკტიონს გულისხმობ"? - ეს მითხრა და კარგა გემრიელადაც მრეკა გონებაში ამ სიტყვებმა. როგორც ამბობენ თვითმკვლელები არგასამართლდებიანო. თუ არ გასამართლდება ესეიგი ჯოჯოხეთში უნდა ჰქონდეს ბინა თუ არადა... "ალბათ ვგულისხმობდი" - ვუთხარი და განვლილი ცხოვრებით აღსავსე ჭიკა, პირზე მივიყუდე. დედაჩემი ყველას ძალიან უყვარს. განსაკუთრებით მამაჩემს. სხვა თუ არაფერი ცოლია მისი. დღევანდელ დღესავეთ მახსოვს, როცა ბაბუაჩემი საკაცით ამოიყვანეს კიბეზე უგონო მდგომარეობაში. რაღაც წუთის მეოთხედში ცრემრმორეულმა დედაჩემი მოიკითხა, სად არისო. მიუხედავად იმისა, რომ ოთახი სავსე იყო შვილებით, შვილიშვილებით, შვილთაშვილებითა და სხვა ნათესავებით, მისი უკანასკნელი თხოვნა დედაჩემისგან დახმარება იყო. როცა ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ საუკეთესო ექიმები მეთვალყურეობდნენ მას. რა სათმელი ეგაა მომაკვდავი კაცისთვის, მაგრამ ცივ ნიავს არ აკარებდნენ. თუმცა ბაბუაჩემი მაინც უკმაყოფილო იყო იმით, რომ არ აძლევდნენ დედაჩემს პალატაში შესვლის უფლებას. დედაჩები უბრალოდ ექთანია, მეტი არაფერი. ამ შემთხვევაში მთავარი იყო ნდობა, რომელსაც ბაბუაჩემი დედაჩემის მიმართ გრძნობდა. აი კიდევ ერთი დადებითი თვისება ადამიანში. შენ მაშინაც კი შეგიძლია ენდო, როცა უკვე სიკვდილის გზას ადგახარ. ბევრჯერ უთქვამს, რომ სიცოცხლე მან გამიხანგრძლივაო და მადლობელიც კი იყო მისი. როცა თითოეული ჩვენგანი სამსჯავროსა და ჩვენს უკანასკნელ იმედს შორის დავრჩებით, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე დახმარების ხელს, კვლავ მეორე მათგანს გავუწვდით. სწორედ ამაშია ნდობის გასაღები, მას ვერანაირი სიმდიდრით ვერ იყიდი, თუმცა ზოგიერთ მათგანს გამოსდის კიდეც სპეკულანტობა. მთელი ჩემი სიცოცხლე მხოლოდ იმას განვიცდიდი, რომ ძალიან ცოტა დროს ვუთმობდი წიგნებს. და მეტიც, მჯეროდა კიდეც თუ დავინვალიდდებოდი ჩემს გონებაშიც მეტი ადგილი დარჩებოდა, როგორც სააზროვნოდ ასევე მეხსიერებისთვის და მას აღარ მოუწევდა ენერგიის ხარჯვა, უაზრო სხეულის ნაწილებისთვის რომელსაც "ჩემი ფეხები" - ეწოდება. ჩემთვის ბედნიერება იქნებოდა თუ ინტელექტს ავიმაღლებდი. საერთოდ კი მერწმუნეთ ბედნიერება არც წვრილმანებში არაა და არც სპილოსძვლით მორთულ აკორდეონის კლავიშებში. ბედნიერება შენს სულზეა, საყელოს მარცხვივ მიკერებული ლურჯი კესანეს ყვავილივით და მისი მოწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ შენ შეგიძლია. ამის გაკეთებას შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს, თუმცა არის შემთხვევები რამდენიმე წამში ყავილთან ერთად სულიც რომ ჩამოგეგლიჯება კაცს. მას გულის გატეხას თუ რაღაც მაგდაგვარს ეძახიან. მეც კი გამომიცდია ღმერთმანი, რაღა დავმალო. დასწყევლოს ეშმაკმა. ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს სხეულზე ბავშვობისგან მიყენებული იარა. შეიძლება ეს ხელზე, ფეხზე, სახეზე ან ისეთ ადგილას იყოს რომ ხალხის ინტერესს იწვევდეს. შენც ზოგჯერ უხსნი თუ როგორ დაიკაწრე ხელი ველოსიპედიდან გადმოვარდნისას ან როგორ დაიზიანე მუხლი სოფელში, როცა ხიდან ჩამოვარდი. მაგრამ არასდროს არავინ არ შეგეკითხება, რას სჭირს შენს სულს საგულესთან? ან რატომაა შენი სული მუდამ მოწყენილი, როცა სულ ღიმილი დაგთამაშებს სახეზე... რადგან ამ ქვეყნად ღმერთმა ისე მოაწყო თავისი სამყარო, რომ ჩვენ იმის დანახვა შევძლოთ მხოლოდ რაც მარტივად აღსაქმელია. ადამიანებს შორის ურთიერთობა სასწორის ერთ მხარეს რომ დადო, ვერაფრით მოახერხემ მის დაძვრას, ვერანაირი სიმდიდრით. სწორედ ამით არის გამორჩეული სალარო, რომელიც ადამიანებს უხილავ სეიფში აქვთ შენახული. ზოგის მთლად გამოცარიელებულია და მაინც მკაცრად დარაჯობს, კლანჭებით იცავს მიუხედავად იმისა რომ გასაცემი აღარაფერი დარჩენია. ზოგისას კი პირიქით, არც კი ახსოვს ბოლოს როდის გამოიყენა. თუმცა არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ყოველდღიურობაში ვხდებით. ადამიანები მუდმივად მტრობენ ერთმანეთს. ადამიანებს სძულს სხვისი წარმატება, რადგან ასე მათ ერთი ნაბიჯით უკან დახევა უწევთ მიზნის მისაღწევად. ადამიანებს მუდამ შია და სწყურია ძალაუფლება, უფრო მეტად კი გამდიდრება. გამდიდრებისკენ სწრაფვის წყურვილით შეპყრობილ სულს, სამარადჟამო ტანჯვა უწერია ისეთ სამფლობელოში სადაც სიღარიბე ნაკლად არ ითვლება. ადამიანებს არც პური იზიდავს და არც სანახაობა ისე, როგორც სურვილი იყვნენ გამორჩეულნი, თუმცა ეს იმდენად ამბიციური სურვილია, რომ ავიწყდებათ თუ რა გზით დაადგნენ დასახულ მიზანს. ადამიანებს დასაბამიდან უყვარდათ მანამ სანამ ახლოდან გაიცნობდნენ ერთმანეთს. ადამიანებს ცაში ასროლილი დაჟანგული გროშის ტრიალი უფრო ამხნევებს, ვიდრე ფიქრი იმაზე რომ შრომით წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ადამიანები სხვა არაფერია თუ არა მდაბიო სხეულის მატარებელ ხალხთა აზრთასხვადასხვაობა. ჰიუგო მართალი იყო: "ადამიანები არ არიან ღირსნი რომ მათში განათლება შეგქონდეს". ადამიანებს რამდენადაც შესძლებ ხელი უნდა გაუმართო, რათა დიდხანს იცოცხლონ საკუთარი ძმის სისხლით დამბალ მიწაზე, რადგან კიდევ მრავალჯერ და უფრო უკეთესად განიცადონ ბედნიერება. ადამიანებს ახლობლებთან ურთიერთობა უფრო უჭირთ, ვიდრე უცხოებთან. ადამიანებს მიეცით ერთი მუჭა ოქრო და მაშინვე კისერზე გამარყუჟებულ საბელის ბოლოს გამოგიწოდებენ თავისივე ხელით ქედმოხრილები. ადამიანებს არ უნდა შთააგონო, რომ მათზე კონტროლი შესაძლებელია, პირიქით აუხსენი თუ როგორ შეუძლიათ თავისუფლებით დატკბნენ, ისინი იმ წუთიდან შენს დაქვემდებარებაში მოექცევიან. ადამიანებს უყვართ თავდაჯერებულად ყოფნა, თვითდარწმუნება დამყაყებული გონების პირველსაწყისია. როდესაც გონებაში ერთზე მეტი არგუმენტის მოყვანა არ შეუძლია ადამიანს, ის ყოველთვის საკუთარ თავს გაამართლებს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში. ადამიანებს თავმდაბლობის უნარი შესწევთ, თუმცა ზოგიერთი ამ ქვეყნად ქედის მოხრისა და ჩამონგრეული ნიღბის სატარებლად არ გავჩენილვართ. ადამიანებს ღმერთის არ სწამთ, მათ ეჭვის შეტანის ეშინიათ საკუთარ თავში და სწორედ ამიტომ: "შიში შეიქმს სიყვარულსა". ადამიანებისთვის ამ ქვეყნად არ მეგულება ერთი მიზეზიც კი არსებობისთვის. და მაინც, ამ ყველაფრის შემდეგ მე მიყვარს ისინი, ეშმაკმაც დასწყევლოს, უკლებლივ ყველა მიყვარს. დაე სიცოცხლე გაგრძელდეს მანამ, სანამ სამყარო მეორე გოდოლს არ იხილავს, დაე სიცოცხლე გაგრძელდეს მანამ, სანამ დედამიწა მეორედ მოსვლას არ იხილავს, დაე სიცოცხლე გაგრძელდეს მანამ, სანამ ადამიანურ ურთიერთობებს ტექნიკა არ გადასწონის. "მთელი ქვეყანა ჯოჯოხეთშიც წასულა, მე ჩემს ფინჯან ჩაის მაინც შევექცევი." იდიოტი არ გეგონოთ. ეეჰ... თქვენ რომ ის გზა იმავე ფეხსაცმლით გაგევლოთ როგორც მე გავიარე, დამერწმუნეთ, ასე არ იფიქრებდით. მართალია, ძალიან გაცვეთილი ფრაზაა. ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, როცა ჩემი უახლოესი ნათესავი სათამაშოების ქურდობაზე გამოვიჭირე. ირგვლივმყოფები დამცინოდნენ, როცა ქვებით ვთამაშობდი. სინამდვილეში მაინტერესებდა თვითმფრინავი თუ ცაში დაზიანდებოდა (ჩემი მეზობლის მანქანასავეთ მორებზე ვერ შემოდებდნენ) რკინის კონსტრუქცია უფრო მალე ჩამოვარდებოდა დედამიწაზე თუ ვინმე შერეკილი, რომელიც მინას გაამტვრევდა და გადმოხტებოდა უპარაშუტოთ. ამის დადგენას დიდი და პატარა ქვებით ვცდილობდი. დიდი ქვა თვითმფრინავი იყო, პატარა შერეკილი ადამიანი უპარაშუტოთ. ერთნაირი სიმაღლიდან, ერთად ვუშვებდი ხელს და მაოცებდა ის ფაქტი, რომ დიდი ქვა, შერეკილის მსგავსად ეცემოდა მიწაზე, ანუ ერთდროულად. სათამაშოები მქონდა, მაგრამ ვაღიარებ ან მეკარგებოდა, ან ვამტვრევდი. განსაკუთრებით თუ დიდი სათამაშო იყო, მაინტერესებდა რანაირად მუშაობდა, შემდეგ ცოტა მეც მომხვდებოდა ამ ამბავზე, ეგ იყო და ეგ. რაც შეეხება მიზიდულობის თეორიას, სკოლაში შესვლიდან ცხრა-ათი წლის შემდეგ, ფიზიკის მასწავლებელმა ამიხსნა საბედნიეროდ. დღევანდელ დღესავეთ მახსოვს, როგორ მეხუთებოდა სული სხეულში, როცა ვერ ვამბობდი რომ ბავშვობაში ეგ გაკვეთილი გავლილი მქონდა და იმიტომ ვერ ვამბობდი, რომ ჯერ პატივცემული დამცინებდა, მერე თავად საზოგადოება, რადგან ოთხი წლის ასაკში ბავშვს წესით მიზიდულობა არ უნდა აინტერესებდეს. ლამის იყო ცრემლი გადმომიგორდა თვალიდან, თუმცა ამას ვერავინ ამჩნებდა, ჯერ ერთი ყველას იდიოტი ვეგონე და მეორე ბოლო მერხზე მიყვარდა ჯდომა. თვრამეტი წლის დეიდაშვილმა, ხუთი წლის ასაკში "მძინარე მზეთუნახავი" მომპარა. როცა არ იცოდა მომაბეზრებელი გარემოებიდან, როგორ გამოსულიყო შემთხვევით აღმოაჩინა ეს წიგნი დივნის სახელურზე, აიღო, ერთხანს ფურცლავდა და სიმპატიური ქოჩორგადავარცხნილი ბიჭი, რომ დაინახა კითხვა დაიწყო. საუბედუროდ პირველი წიგნი აღმოჩნდა მისთვის, რომელიც წაიკითხა და იმ ასაკში განსაკუთრებით გოგონები გამოირჩევიან რომანტიკოსობით, ხოდა ჩაუჯდა გონებაში ეს ზღაპარიც, მოეწონა, სურდა მუდამ თან ეტარებინა. ვერც გაამტყუნებ. ექვსი წლისამ სკოლაში შევედი. სკოლა ლამაზად მორთული საგიჯეთია, სადაც ყველანაირ სურვილს უკლავენ ბავშვს, რომ განვითარდეს. იდიოტიზმის მწვერვალი, რობოტებისგან, რაღაც ამაზრზენი მანქანებისგან დაკომპლექტებული ბრბო, ზოგიერთთან კიდე ბოდიში მომიხდია, მაგრამ მერწმუნეთ თუ ისიც აზროვნებს დამეთანხმება კიდევაც. აი თუნდაც ნამდვილ ამბავს მოგიყვებით: მეათე კლასის მოსწავლეს, მასწავლებელი აძლევს თავისუფალ თემას დასაწერად, "ჩემი აზრით, როგორი დედაა შუშანიკი". ერთი მოსწავლე წერს, რომ "შუშანიკი ძალიან კარგი დედაა, რადგან ზრუნავდა თავის შვილებზე, როცა ვარსქენი შინ არ იყო და ბლა ბლა ბლა". ათიანი! ხოლო მეორე მოსწავლე იწყებს წერას, "ჩემი აზრით, შუშანიკი ცუდი დედაა, რადგან მან უარყო თავისი შვილები მას შემდეგ, როცა გაიგო თუ როგორ უარჰყვენ ჭეშმარიტი რჯული... ექვსიანი, მაქსიმუმ შვიდი კალიგრაფიაში. მოსწავლე ინტერესდება მიზეზით თუ რატომ დააკლდა მას ფრიადზე ქულა, მაშინ როცა მასწავლებელმა მას უთხრა, რომ ჰქონდა ნება თავისი აზრი ფურცელზე გადმოეტანა, და თუკი მასწავლებლის ნააზრევს დაწერდა, ეს უკვე მისი "ჩემი აზრი" გამოვიდოდა "მასწავლებლის გულის მოგება, კარგი ნიშნისთვის". მასწავლებელი უხსნის, რომ მოსწავლე მართალია, მან მოსთხოვა დაეწერა არა ის რასაც თავად ფიქრობდა, არამედ ის რაც გარემოებისთვის იყო საჭირო და ეს მანამ გაგრძელდებოდა სანამ სკოლას დაამთავრებდა აღნიშნული მოსწავლე. მეტყვით ახლა ყველა ერთ ქვაბში როგორ მოიხარშებაო, მეც ავდგები და დაგეთანხმებით. მსოფლიოს იდიოტებით სავსე წარჩინებული მოსწავლეები და სტიპენდიანტები ჰყავს, რატომ? იმიტომ რომ ისინი ადვილად სამართავები არიან. და ვის არგია ყველაზე მეტად გამჭვირვალე გონებით აღსავსე ცოცხალი რობოტები? რაღა თქმა უნდა სახელმწიფოს. პირველკლასელს კითხვა, რომ დაუსვა ვინ გინდა გამოხვიდეო? გიპასუხებს "პრეზიდენტი"-ო, და ბოლოს ისე ხდება, რომ ათიდან სამი გამოცდაზე იჭრება, ორი მასწავლებლის შვილია, ერთი "მომავალი" გახლავთ, ერთი პოეტი, ერთი მუსიკოსი, ერთი წარჩინებული და მოსწავლე, რომელიც ნახევარზე ცოტა მეტჯერ ყოფილა გაკვეთილებზე, გამოირჩევა უდისციპლინობითა და უწიგნურობით, ოცდათხუთმეტი წლის ასაკში პრეზიდენტი ხდება, რომელიღაც მიყრუებულ კოლეჯში, "მალიარის" დიპლომით. აი ეგ არის თქვენი სკოლა. შვიდი წლის ვიყავი უფროსკლასელებმა პირველად სიგარეტი, რომ მომაწევია იმის მიზეზით რომ შემდეგ მათთვისაც ვიყიდდი. ჩემ მშობლებს იმდენი საშუალება არ ჰქონდათ, რომ ყოველ კვირაში ახალ-ახალი ტანსაცმლით მევლო სკოლაში. როცა რვა წლის გავხდი, ბებიაჩემმა სპორტული შარვალი მაჩუქა, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, სკოლის ეზოში წავიქეცი და საჯდომზე ოდნავ გამომეხია. სახლში ტირილით მივედი. ერთხელაც ჩემმა ბიძაშვილმა შეამჩნია, რომ დაკერებული შარვლით დავდიოდი სკოლაში. ათი წლისას პირველად მიყვარდა. თერთმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად მომხვდა იმის გამო, რომ მიყვარდა. თორმეტი წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ ავიღე ქების სიგელი. მამაჩემის ბიძაშვილი, ანუ იგივე ბიძაჩემი, ყოველ წელს შემოდგომაზე ე.გ "დრუჟბით" სკოლისთვის შეშას ხერხავდა, სკოლის ეზოში. ერთხელაც შემომთავაზა, რომ დავხმარებოდი და ფულს მომცემდა. მეც დავთანხმდი. მაშინ ცამეტი წლის ვიყავი. როცა დასვენების ზარი ირეკებოდა, ჩემი კლასელები ეზოში გამოდიოდნენ, მე სარდაფში ვიმალებოდი, რადგან არ მინდოდა მათ დავენახე, როდესაც გაკვეთილზე შევიდოდნენ მერე გამოვძვრებოდი სარკოფაგიდან დამტვერილი და ნაობლაბუდარი. ჯამაგირი ათი ლარი გამომიწერა ბიძაჩემმა, მაშინ როცა თავისთვის ორას ოთხმოცდაათი დაიტოვა. თოთხმეტი წლის ასაკში სხვა გოგო მიყვარდა. თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა ის გოგო ოცდაორი წლის ბიჭზე გათხოვდა. თექვსმეტი წლის ასაკში პირველად მოვწიე მარიხუანა, იმ წელსვე დავაგემობნე ტაბლეტები და წამალიც შევიშხურე ვენაში. ეს რაღა თქმა უნდა, ჩემზე ასაკით დიდი და ჭკუით თანასწორის მეოხებით მოვახერხე. ჩვიდმეტი წლის ასაკში დავინვალიდდი. მე და ჩემი ძმაკაცები მდინარის პირას შევიკრიბეთ, პივა მიწის თხილი და რაც მთავარია მოსაწევი გვქონდა. მაგრად გაასწორა, ბევრს ვიცინოდით. მდინარიდან დაახლოებით შვიდი მეტრის თავზე რკინის ხიდია. მესამე ვიყავი, არასწორად დავეცი. თვალები, რომ გავახილე თავზე მხოლოდ ერთი თეთრხალათიანი მედდა მედგა. შუბლზე ცხელი ლოყა ვიგრძენი. დედაჩემი საშინლად ტიროდა, თან თავზე ხელს მისვამდა, მკოცნიდა და "შვილო, შვილოს" გულამოვარდნილი იძახდა . ერთი კვირა უგონოდ ვიყავი. როცა გამოვიფხიზლე ფეხებს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც მტკიოდა. ექიმი მეღადავებოდა მოკვეთას გადარჩაო. ჩემი არცერთი ძმაკაცი არ მოსულა საავადმყოფოში, შვიდი დღის განმავლობაში. არცერთს არ მოვუკითხივარ როგორ ვიყავი. ხუთი წელია რაც ეს წყეული ტახტი მატარებს აქეთ-იქით. ხუთი წელია საკუთარ სულს ვებრძვი და არ ეღირსა სხეულიდან გამოსვლა. ოჯახს ტვირთად ვაწვები, ვარჯიშებიო, მასაჟებიო... ერთხელ უარი ვთქვი და დედაჩემი ვაწყენინე. მთელი დღე ტიროდა იმის გამო, რომ ასე ვწვალობდი. გული სტკიოდა მასაც და მთელ ოჯახსაც. მაგრამ განსაკუთრებით დედაჩემის ცრემლების ატანა არ შემიძლია. მთელ დედამიწას აი ამ ეტლში მჯდომი გადავუდგები დედაჩემის ერთი ცრემლის გამო. გეფიცებით ყველაფერზე ვარ წამსვლელი. ხოდა ვეღარ ვიუარე, ვუთხარი არ მინდა ეგ ოხერი მასაჟები და ამბები, ხომ მიცნობ არ მჭირდება. მე ვერ მიშველის ეგ. მაგას სჯობია ის ფული შენ მოიხმარო - მეთქი. იუარა. იმედი ჰქონდა ალბათ და მაგიტომ. იტყვით მე შენს ადგილზე თავს მოვიკლავდიო. ასეთ მდგომარეობაში ძალიან რთულია მეგობრებო, ძალიან რთულია ტახტზე მჯდომმა სასიკეთო საქმე გააკეთო. როგორც გითხარით, ეს ამბავი არც დედაჩემს გაახარებდა და კიდევ ამის გამო ვიკავებ თავს. რა ვქნა, ვუყვარვარ, ცოცხალს რომ მიყუროს უხარია ვიდრე მომღიმარს სურათიდან. ყველა ასეა. ყველა დედას უყვარს თავისი შვილი და ყველა შვილს კიდევ თავისი დედა. რაცარუნდა პირწავარდნილი იყოს, რაცარუნდა ცუდი წარსულის მატარებელი იყოს, ამ ორს სამარადისო სიყვარული, დაუწერელი კანონივით აქვთ და ეს იმდენად დიდი ძალაა, რომ მიუშვა წალეკავს ნახევარ დედამიწას. წიგნებს ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ. აი ეს გახლავთ ახლა ჩემი საქმიანობა. განათლებას ვიღებ. გაგეცინებათ და მართალი აღმოვჩნდი მეხსიერების გაფართოებასთან დაკავშირებით. უფრო ბევრი რამის დამახსოვრება შემიძლია და მათემატიკურ ამოცანებსაც ჩემებურად დავუმუღამე. ახლა ბათუმში, შოთა რუშთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, კლასიკური ლიტერატურის განხრით. იმავდროულად ვამეცადინებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის: უნარებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ყოველ სამუშაო დღეს ეტლით გადავაადგილდები, გავიჩინე უამრავი ნიჭიერი და ნაკითხი მეგობარი. ყველას ვუყვარვარ, როცა დამინახავენ ჩემთან ღიმილით მორბიან და მეხუტებიან. მითხარით რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება? ეს ყველაფერი კი დედაჩემის დამსახურებაა. ის ყოველდღე მეხმარებოდა სიძნელეების გადალახვაში, ყოველ საღამოს მიკითხავდა წიგნებსა და ლექსებს. ზოგჯერ არ ვუსმენდი, რადგან მომაბეზრებელი იყო თუმცა უარს მაინც ვერ ვეუბნებოდი. ერთი თვე დაუღალავად ასე იქცეოდა სანამ ჩემით არ დავიწყე კითხვა. ვეფხისტყაოსანი საგულდაგულოდ განმიმარტა, რასაც ვერ ხვდებოდა მეუბნებოდა კიდეც. როცა ჩაამთავრებდა კითხვას ასე იცოდა თქმა: " ლიტერატურა ძალიან რთული მეცნიერებაა შვილო, რთულია მისი წაკითხვა უფრო რთული კი იმის დანახვაა რაც ავტორმა შეფარვით შემოგაჩეჩა. ყოველი დიდი ადამიანი ნაკითხი და განათლებულია, თუმცა მთავარი მაინც წარმოსახვაა. თუ ფანტაზიის უნარი არ გაგაჩნია ძნელია ცხოვრება. სხვისი თავით მოგიწევს ფიქრი. იმაზე საშინელი არაფერია, როცა ვიღაც იდიოტი იმას გიხსნის თუ სხვა იდიოტმა რა შთააგონა. დაიმახსოვრე წიგნების კითხვა არასდროს არაა გვიანი, ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს გამოგადგეს კიდეც" ამიტომ არ უნდა დანებდე. პრობლემებს კი არ უნდა შემოუარო, პირიქით თავპირისტეხით მისკენ გაექანე რათა მაგრად დაარტყა. გამოსავალი ყოველთვის ყველაფრიდან არსებობს. ხელჩაქნეული ადამიანისგან წუწუნის მეტს ვერაფერს მოისმენ და ეს პროცესი იმდენად ნეგატიური აურის გადამდებია, რომ შეიძლება დასნეულდე კიდეც. თუმცა არც გამოთაყვანებული იდიოტების გვერდითაა ცხოვრება სახალისო. სადღაც ოქროს შუალედი უნდა მოძებნო, ტოლმასა და ნაპოლეონს შორის. ახლა კი ფანჯრის რაფასთან ახლოს ვზივარ და უსასრულობას გავჰყურებ. რა უსასრულობა ეგაა ბალახნარევი, მტვრიანი ეზო. თუმცა ჩემთვის სამი საფეხურიც კი სირთულეს წარმოადგენს. გამახსენდა, ერთხელ ბსუ-ში "რა? სად? როდის?" ტარდებოდა. ყველას უნდოდა, რომ მის ჯგუფში ვყოფილიყავი. ხოდა ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ხუთკაციანი გუნდი და ერთი მე ერთიდაიმავე შესაძლებლობების ვართ. პირველი ადგილი ავიღე. ხელში ამიყვანეს ოლიმპიური ჩემპიონივით, როცა ოცი კითხვიდან ოცივეს სწორად ვუპასუხე. მგონი არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. მთავარია იპოვო საკუთარი თავი და გასცე პასუხი მთავარ კითხვას: "ვინ ვარ მე?". ყოველთვის ერთი რამ მიტრიალებდა და მიტრიალებს გონებაში, რომ ეს ჩემი პირველი სიცოცხლეა, რომ ყოველი ახალი დღე, თითოეული ამოსუნთქვა, ყოველი თვალის დახამხამებაც კი სიკვდილთან მაახლოებს. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავითა და შესაძლებლობებით? იქნებ უფრო მეტი შემიძლია... მათემატიკურად, რომ განვიხილოთ, საშუალოდ ოთხმოცი წლის ადამიანი ძილს უთმობს დაახლოებით ოცდაექვს წელს, აქედან ჩვენი ცნობიერება გაღვივებას იწყებს ათი წლიდან, რომ შევკრიბოთ ის დღეები როცა უგუნებოდ ვიყავით, თავს ცუდად ვგრძნობდით, უძილობა, ავადმყოფობა ან რამე მაგდაგვარი, მინიმუმ ორი წელი გამოვა ოთხმოცი წლის მანძილზე და დიდი აფსურდი იქნება თუ ვიტყვით, რომ ოთხმოცი წლის ადამიანმა, ოთხმოცივე წელი იცოცხლა. მას საშუალოდ გამოსდის ცხოვრების ორმოცი, ორმოცდაორი წელი. გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ძაან სენტიმენტალური გარემოებებისა და ნაწვიმარი დღეებისთვის ყურადღება არ გამიმახვილებია. მხოლოდ სურვილი არ კმარა მიზნის მისაღწევად. არც ყოველ საღამოს დაძინებამდე, გარდამავალ დროში (ყველამ, რომ საკუთარი თავი ვიცით) გეგმების აწყობა. მორცხვი ადამიანი თითქმის უუფლებოაო ჰიუგო ამბობდა. ნუ დაელოდები, გადადგი ნაბიჯი, რა იცი იქნებ გაამართლოს და თუ დამარცხდი, არაუშავს ცდად ხომ მაინც ღირდა. და სანამ სახლიდან გახვალ, სარკეში ყურებისას აბა ერთი ჰკითხე შენს თავს: დღევანდელი დღე რომ უკანასკნელი იყოს... რას იზამდი ისეთს რაც გაგაბედნიერებდა?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კაი ტასო)))) კაი ტასო))))
3. თუ გგონია რომ არავინ წაიკითხავს ვისთვის აქვეყნებ, თან ჟანრს ურჩევ... მოკლედ ვკითხულობთ ჩვენ (ადამიანები) აქ და ერთხელ ხმამაღლა რომ წაგაკითხა თვითონაც კი მიხვდები რაა გასასწორებელი. ლეექსებზე უკეთ ეს გამოგდუს მგონი თუ გგონია რომ არავინ წაიკითხავს ვისთვის აქვეყნებ, თან ჟანრს ურჩევ... მოკლედ ვკითხულობთ ჩვენ (ადამიანები) აქ და ერთხელ ხმამაღლა რომ წაგაკითხა თვითონაც კი მიხვდები რაა გასასწორებელი. ლეექსებზე უკეთ ეს გამოგდუს მგონი
2. მადლობა, გავითვალისწინებ ტექსტის რედაქტირებას უბრალოდ ვწერ ისე და როცა ვწერ იმდენად მეზარება მეორედ წაკითხვა რომ რავიცი... ასე მგონია არავინ არ წაიკითხავს. ჩემთვის ვწერ ბლოგში ფეისბუკზე და აქ ვაქვეყნებ რავიცი იქნებ სიბერემდე განვხანგრძლივდე და გამისწორდეს წაკითხვა ან რამე ეგეთი. მადლობელი კიდე ერთხელ <3 მადლობა, გავითვალისწინებ ტექსტის რედაქტირებას უბრალოდ ვწერ ისე და როცა ვწერ იმდენად მეზარება მეორედ წაკითხვა რომ რავიცი... ასე მგონია არავინ არ წაიკითხავს. ჩემთვის ვწერ ბლოგში ფეისბუკზე და აქ ვაქვეყნებ რავიცი იქნებ სიბერემდე განვხანგრძლივდე და გამისწორდეს წაკითხვა ან რამე ეგეთი. მადლობელი კიდე ერთხელ <3
1. წავიკითხე და 5 დავწერე ცოტა წავამატე, ხუთამდე არ იყო ჩემთვის
კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, ნიჭიერი და კარგი ადამიანია ამის ავტორი ( ასე ვხედავ ) ასაკით პატარაა და თუ სურათზე ვინცაა იმ ასაკისაა, კარგი მწერალი დადგება მისგან, თუ არ დაეზარება და წერს და წერს
5 ავტორო
ოღონდ გამოყავი ხოლმე ტექსტი დაკოპირების მერე ( ვორდიდან ან საიდანმე) ფორმები შეუცვალე გამოქვეყნებამდე, თორემ ძნელი საკითხავია
წარმატებები და ბევრად უკეთესების მოლოდინი ჩემგან წავიკითხე და 5 დავწერე ცოტა წავამატე, ხუთამდე არ იყო ჩემთვის
კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, ნიჭიერი და კარგი ადამიანია ამის ავტორი ( ასე ვხედავ ) ასაკით პატარაა და თუ სურათზე ვინცაა იმ ასაკისაა, კარგი მწერალი დადგება მისგან, თუ არ დაეზარება და წერს და წერს
5 ავტორო
ოღონდ გამოყავი ხოლმე ტექსტი დაკოპირების მერე ( ვორდიდან ან საიდანმე) ფორმები შეუცვალე გამოქვეყნებამდე, თორემ ძნელი საკითხავია
წარმატებები და ბევრად უკეთესების მოლოდინი ჩემგან
|
|
მონაცემები არ არის |
|
|