ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: იუმორისტული
1 აგვისტო, 2018


რატომ ჩამოაქვეითა სტალინმა გენერალი გეორგი ჟუკოვი და გაუშვა ციმბირში (ახალი ვერსია, იუმორისტული)

რატომ ჩამოაქვეითა სტალინმა გენერალი გეორგი ჟუკოვი და  გაუშვა ციმბირში

(ახალი ვერსია, იუმორისტული)




ომის შემდეგ თურმე გენერალი ჟუკოვი გერინგის  ავტომობილით  დადიოდა.

სტალინს გაუგია ეს ამბავი, და უკმაყოფილო დარჩენილა -  გერინგის ავტომობილით  რომ დადის, ეს რა უმსგავსოება არისო,  თვითონ გერინგი უნდა  დაეტყვევებინა, რიკშაში უნდა შეება, და ისე უნდა ემგზავრაო.

ჰოდა, ჩამოაქვეითა სტალინმა გენერალი გეორგი ჟუკოვი და  გაუშვა ციმბირში.

დაფიქრდეს, ჭკუა ისწავლოს, მანაც, სხვებმაცო, და შემდეგ ჯერზე, შემდეგი ომის შემდეგ,  მტრის ავტომობილებით კი არა, რიკშაში შებმული მტერი კანცლერებით, პრეზიდენტებით, მარშალებით და გენერლებით იმგზავრონო.


პ.ს.

ისტორიის მეორე და მეოთხე  ნაწილები ხუმრობაა, მაგრამ, სტალინის მიერ ნაგულისხმები აზრი სწორად არის გადმოცემული.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
01.08.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს