ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ბავარელი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2018


ორსახოვნება

ხალხში ამბობენ მზესაც თავისი ლაქები აქვსო.ასეა.
ერთს ყოველთვის ახლავს მისი მეორე:
სინათლეს სიბნელე, სიკეთეს  ბოროტება,
სიცოცხლეს სიკვდილი, სიხარულს მწუხარება და ასე შემდეგ.
ეს ერთი და მისი მეორე ერთიანდება ერთში და
ერთიდაიგივობის ორსახოვნებას ქმნის.
ამგვარი ორსახოვნება ანუ დაპირისპირებულთა
ერთიანობა ტოტალური მოვლენაა.
იგი მოიცავს ყველაფერს რასაც
ცნება სინამდვილე გულისხმობს.
ყველაფერი რაც კი ამქვეყნად არსებობს
აქვს თავისი მეორე სახე:
ბუნებას, კულტურას, რელიგიას, ხელოვნებას,
პოლიტიკას, სიყვარულს, ყველაფერს, ყველაფერს.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს