ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2018


მეეზოვე

ურწმუნო დილას შეჰკივლებს მოლა,
გზას მეეზოვე ცოცხით აფხიზლებს...
ერთად შეგროვილ ფოთლებზე გორავს
ცა და ზმორებით შლის მხრებს და თითებს...
გზად, მეეზოვე თანატოლ  ხეებს,
ჩუმი, თვითკმარი სევდით გახედავს.
(აპრილს ტყემლების სუნზე ახველებს,
აპრილი კვირტებს იძრობს სახედან.)
...მეეზოვე კვლავ ალაგებს მიწას
ჯიუტად,  ქუჩებს, კაცებს და ქალებს.
წესებს ძილის წინ მუხლებზე იცავს
და დილის კარებს ჩხარუნით აღებს.
მოკუნტულ სიზმრებს აყვება სევდა.
ლურჯხელა ფანჯრებს აღვიძებს მოლა.
ღამიდან როგორც ფანჯრიდან ხტება
დილა, გზაზე კი ფოთლები ბოლავს...
კვლავ ღამე, ღეჭავს მშიერი ღამე
დროს, ბოლო ლუკმა არ არის ტკბილი.
მეც, მეეზოვე  მიმხვეტავს სადმე,
შენც, დაგიფრთხება ჩიტივით, ძილი.
მე ისევ  შიშში ჩავრგავ თავს, კისერს,
შენთან ყოფნის  და სიკვდილის შიში
ერთნაირია ჩემში და მიშვერს
ცარცის ხელს, მერე  ხელითვე მიშლის.
გზას მეეზოვემ აკოცა ღამით,
ურწმუნო დილამ  შეკივლა  მოლას
მოკუნტულ სიზმრის თითების გაშლით
გაერთო  ცა და ფოთლების გროვა.

2018წ. 2აგვისტო.
11:40 სთ.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს