ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დუმილა
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2018


უსათაურო

მთვარის ნაკვალევს მისდევს მდინარე,
მთა სიზმრად ხედავს ღრუბელთა ლანდებს,
ცხოვრების რა გზაც გამოვიარე,
სულზეც ისეთი ჭრილობა მადევს.

ხან მავანს შურდა ჩემი ღიმილის,
ხან ცრემლს ვერაფრით ვაბამდი საბელს,
ხან მოსისხლე მტერს მოყვარედ ვთვლიდი,
ხან მოყვარე მტრის მარქმევდა სახელს.

ცრუ იღბლის მუხთალ ცოდვა-სიავეს,
მადლის და რწმენის ვუკმევდი კანდელს,
ზეცად ვეძებდი ადამიანებს,
ქვეყნად სიმართლის მზის გულისნადებს.

თავდაღმართს მისდევს დროის მდინარე,
შავ-თეთრად ხატავს მომავლის ლანდებს...
ღვთის და მოძმისკენ როგორც ვიარე,
სულზეც ისეთი სალბუნი მადევს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს