ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
2 სექტემბერი, 2018


ს ა ა თ ი და მ ი შ ა

მიშამ მითხრა, როცა მძინავს,
მსიამოვებს ერთი ხმაო.
ვკითხე, ძმაო, რა ხმააო?
შუბლზე ხელი გადაისვა,
აქა აქვსო პასუხს გზაო.
მიმითითა საათისკენ,
თან მანიშნა,მოიტაო.
მივუტანე ,ატრიალებს
და დაჰყურებს როგორც მთაო.
მითხრა რა ვქნა, ვერ ვისვენებ,
ვერ მიმიხვდი? რა მსურს დაო?
თანაც მინდა,  რისი ქმნაო?
მინდა ახლავ, რომ გავიგო,
საიდან აქვს საათს ხმაო?
მიტრიალდა,მოტრიალდა,
აღარცა ღირს ამის თქმაო,
მოაცალა საათს ზურგი,
ნაწილნაწილ დაშალაო.
თქვა ჰო, თურმე,აქ ყოფილა
საქმე არის ხედავ სხვაო.
აწყობაზე საქმე მიდგა,
თვალს მოგვადგა ცრემლის ზღვაო.
ვერცერთმა ვერ მოვახერხეთ
და დუმილი ჩამოდგაო,
მეუბნება: აბა, დაო,
შენი სიყვა უნდა სთქვაო,
მე დავშალე, შენ ააწყე
ჩააბარე გამოცდაო.
ვიუარე, მეშინია,
უარესი არა ვქნაო.
ვაი, დედაც მოდის მგონი,
შემომესმა მისი ხმაო.
წამოკრიფა მიშამ ყველა
და ურნაში ჩაყარაო.
წამოვწექით, ვითომ გვძინავს,
მიწყდა მალე ფეხის ხმაო.
საგონებელს მივცემივართ,
სად ვიპოვოთ მსგავსი სხვაო.
დამეხმარე, მეუბნება,
თავი რითი დავიცვაო?
მე ვურჩიე გულწრფელობა,
დედისათვის მართლის თქმაო.
წუხს და არის ერთ ამბავში
ამბობს  დაო როგორ ვთქვაო?
ეს რა ვქენი, მიჭირს ახლა,
დედისათვის  ამის თქმაო.
შემოვიდა დედა ჩვენთან
და თვალებში ჩაგვხედაო,
რაღაც ისე იყურებით,
'ხომ არ გინდათ რამის თქმაო?
უხდის ბოდიშს
მიშა დედას,
უკანკალებს თანაც ხმაო.
ხოდა, დედამ აპატია,
სთხოვა მეტი, აღარ ჰქნაო.
იმის შემდეგ, მიშა ამბობს:
თვაწინ მიდგას, დედის ხმაო.
ასე იყო იმ დღის მერე,
სანიმუშო მყავს, მეც ძმაო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები