ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: იადონი
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2018


კერამიკული სათამაშო ნაწილი1

I
დედა როგორც ყოველთვის ნაღვლიანი თვალებით გაჰყურებდა დარაბებს და ისევ ელოდებოდა.. ელოდებოდა ოდესღაც წელში გამართულ ჯელტმენს, კისრამდე შეკრული პერანგითა და ამაყი მიმოსვლით. უეცრად საათს თვალი შეავლო და თქვა:
-უკვე გვიანია კლერ, დახურე წიგნი და დაიძინე! ჯეიმს, გააცილე და საძინებლამდე.
ნელა ავუყევით მრგვალი კიბის საფეხურებს. ყოველი ნაბიჯი უფრო მტკივნეული იყო ჩვენთვის, დედის ყოველი მარტოსული ღამე.
-ოხ,რომ მქონდეს თქმის უფლება, პირში მივახლიდი მამაჩემს რასაც ვფიქრობ მასზე! - გაცეცხლებული იდგა ჩემი ძმა.
-ჯეიმს!
- გგონია, რომ უკან დავიხევდი?! როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?! ერთია ელოდო სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს, მეორეა დაელოდო და მოუარო მთვრალ კაცს, რომელსაც არც კი აინტერესებს ელოდებიან თუ არა. - შეკრული მუშტი მიაბჯინა კარებს.
-კი მაგრამ... - უცებ დუმილი ჩამოვარდა. სანთლის შუქზე ჯეიმსმა დაინახა როგორ ამიცრემლიანდა თვალები. - მამა ცუდათაა ჯეიმს, ძალიან ცუდად!
- საიდან იცი? -დაიბნა იგი.
- ექიმი ჯონისა და დედას საუბარს მოვკარი ყური..
- შეიძლება უკეთესიც იყოს..
- ნუ სულელობ! ცხელ გულზე ნათქვამს ინანებ მერე, იცოდე!
- ძილინებისა კლერ.. - მეტი არაფერი უთქვამს ჯეიმსს..
შემოდგომის მიწურული იყო, ქარი გაყვითლებულ ფოთლებს აგროვებდა ქუჩის კუთხეში. ნოემბერი მთელი ძალით უგულველყოფდა ზამთარს. შვიდ საათზე უკვე ბინდდებოდა. დაახლოებით ამ დროს ფოსტიდან სასწრაფო წერილი მივიღეთ.
დედამ გახსნა კონვერტი, სიცოცხლით სავსე თვალები უცებ ჩაუწითლდა.. დროისგან დამჭკნარი, გამხდარი ხელები ტუჩებზე მიიფარა და გაოგნებული ჩამოჯდა. ხშირად მინახავს დედის ტირილი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს წამი არასდროს დამავიწყდებოდა. ყურებში ჯეიმსის ხმა ჩამძახოდა „შეიძლება უკეთესიც იყოს“ . ჩემდაუნებურად მუხლებზე დავეცი და ავქვითინდი. დედას არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველაფერს მივხვდი. ბავშვობა დამთავრდა, ოჯახი დაიშალა. მახსოვს შავებში გატარებული თვე და ახლობლები, რომლებსაც მხოლოდ მაშინ ახსენდები, როცა გტკივა, ან გიხარია რამე. (ორივე შემთხვევაში სალაპარაკო მასალა აქვთ და იმიტომ). არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვინც მართლა განიცდიან მომხდარს, თუმცა მოსვლას ვერ ახერხებენ. ასე იყო თუ ისე, ბოლოს მაინც მარტო დავრჩით.
დედა აღარ იჯდა ფანჯარასთან მომლოდინე, ბუხრის წინ დაისაკუთრა ტახტი და ქსოვის დროს იქარწყლებდა ნაღველს. თითქოს ვერც გვამჩნევდა, რამეს თუ იტყოდა ჩურჩულით და თხოვნით.
ასე უჩუმრად გავიდა ზამთარიც.
სკოლაშიც თითქოს ყველამ დაივიწყა ჩემი ამბავი. აღარც ჭორები დადიოდა: „მამამისი სმას გადაჰყვა“-ო.ზამთრის არდადეგები წყნარად გავატარეთ მე და ჯეიმსმა. არასდროს გვილაპარაკია რა ხდებოდა ირგვლივ. ვკითხულობდი რომანებს და პერსონაჟების მრავალფეროვანი ცხოვრებისა თუ ცვალებადი გრძნობების მშურდა. შევხედავდი დედას და  გრძნობის მეშინოდა. სიმართლე რომ ვთქვა, გარშემო არავინ იყო ჩემი ყურადრების ღირსი იმ დროს.
სამყაროსგან გარიყვა მეორე სემესტრის დაწყებამდე გაგრძელდა. მათემატიკის გაკვეთილი იყო,როცა დამრიგებელმა შემოიყვანა სიმპატიური ახალგაზრდა კლასში და გვამცნო, რომ დღეიდან ერთად ვისწავლიდით. ბიჭზე არ შეიძლება ლამაზის თქმა, მაგრამ საოცარი ნაკვთები ჰქონდა. ნაცრისფერი თვალები, კოხტა, სწორი ცხვირი. ოქროსფერი ლოკონები ჩამოშლოდა კისრამდე, სქელი, ქერა წარბების ქვეშიდან გვათვალიერებდა ყველას. მასწავლებელმაც ახედა, შეათვალიერა და მერხთან დასაჯდომად გამოუშვა კლასში. ყოელთვის უკანა მერხზე მიყვარდა ჯდომა, სწორედ ჩემს წინ გაჩერდა და მკითხა:
-შეიძლება?
წყნარად ავხედე, უთქმელად თავი დავუქნიე. გაკვეთილმა კი მსვლელობა განაგრძო..
ალბათ მთელი კლასი ზარის დარეკვას ელოდებოდა, უცებ შეიკრიბა ყველა ჩემს მერხთან. უჩუმრად გამოვედი გამოვედი გარეთ, მაგრამ გოგონები გამომყვნენ.
-როგორ გაგიმართლა კლერ, სკოლის ყველაზე სიმპატიური ბიჭის გვერდით ზიხარ მომაძახასარამ.
- გინდა ადგილი გაგიცვალო? - შევტრიალდი ღიმილით. - სკოლა სწავლისთვისაა შექმნილი და არა ფლირტისთვის, თან ჩვენნაირ გოგონებს სიფრთხილე მართებს უცნობი ახალგაზრდების მიმართ! - თვალი ჩავუკარი წამიერად.
სარა გაჩუმდა.
ბიოლოგიის მასწავლებელს უკვე მოესწრო ახალი მოსწავლის გაცნობა, როცა მერხთან დავბრუნდი. მალევე უცნობი ფურცელზე წერას შეუდგა, შემდეგ ჩემკენ გამოაცურა ნაწერი.
„მგონი მარტო შენ არ გიცნობ.“
„გაკვეთილს მოუსმინე!“
„ლეიკოციტები, ერითროციტები, თრომბოციტები.. გინდა წერილობით აგიხსნა?!“
„ხელს მიშლი.“
„უბრალოდ შენი სახელის გაგება მინდა, რთულია მითხრა?“
„კლერი.“
„მე ნიკი ვარ. „
აღარაფერი მიმიწერია, მან კი კვლავ განაგრძო წერა.
„შენ არ გავხარ სხვებს!“
„არც შენ! ამდენი ხანი არავის მოუბეზრებია ჯერ ჩემთვის თავი!“
უკვე კიბეებზე ჩამოვდიოდი სახლში წამოსასვლელად, როცა უკან ვიღაცამ ჩემი სახელი დაიყვირა. შევტრიალდი და ნიკი დავინახე. მორბოდა ჩემკენ ხელის ქნევით.
-სახლამდე...  მიგაცილებ... კლერ! -ძლივს ამოისუნთქა მან.
- ყველაფერი კარგადაა? - არსაიდან გამოჩნდა ჯეიმსი.
-ჯეიმს, ეს ნიკია, ჩემი ახალი თანაკლასელი. ნიკ, მე და ჩემი ძმა ერთად დავდივართ სკოლიდან სახლში. გმადლობთ.
ჯეიმსს ხელკავი გამოვდე, უკან მინდოდა გახედვა, მაგრამ თავს მოვერიე. მივხვდი ზედმეტად უგუნური საქციელი იქნებოდა, თუმცა გამეღიმა.
      მეორე დღეს ლიტერატურის საზეპიროები უნდა ჩაგვებარებინა მასწავლებლისთვის. გადავწყვიტე სკოლაში ადრე მივსულიყავი და ბიბლიოთეკაში მესწავლა. თითქმის არავინ იყო, როცა ბიბლიოთეკის კარი შევაღე და თავი წიგნში ჩავრგე. ცხრას თხუთმეტი წუთი ეკლდა, როცა საკლასო ოთახისკენ გავემართე. დერეფნის ფანჯარიდან დავინახე სარა და ნიკი როგორ მოსეირნობდნენ სკოლისკენ ერთად. არ მესიამოვნა, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ? სავარაუდოდ მაღიზიანებდა „ახლის“ ასე ადვილად დამკვიდრება ჩვენს კლასში, ანდა სარას აშკარა ფლირტი მიშლიდა ნერვებს. სულ ერთი იყო! გადავწყვიტე ნიკი თავიდან მომეშორებინა. ჩემს გვერდით სკამზე ჩანთა დავდე და დაველოდე სასწავლო საათების დაწყებას. ნიკიც მალე შემოვიდა კლასში. დინჯი ნაბიჯებით მომიახლოვდა და გამიღიმა :
-გამარჯობა კლერ!
არ მინდოდა პასუხის გაცემა, ამიტომ ლიტერატურის კითხვა გავაგრძელე, თითქოს არც შემიმჩნევია რამე თუ მითხრა. ნიკიმ ჩემი ჩანთა უთქმელად აიღო და გვერდით იატაკზე მომიდო, ხოლო თვითონ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.
- რას აკეთებ?! - თითქმის ყვირილით შევძახე.
- ჩემს ადგილს ვიკავებ. - გამიღიმა კვლავ.
- მგონი სჯობს ადგილი შეიცვალო.
- აქ ძალიან მომწონს! უკანა მერხი ჩემი ადგილია, თან მეწყვილე მყავს ულამაზესი! მთელს სკოლას შურს ჩემი. - ისევ გამიღიმა მან.
- ვერ ვიჯერებ..
- ჩემს სიტყვებს თუ შენს სილამაზეს?
- იმას, რომ ასე ახვევ გოგონებს თავბრუს, ისინი კი კალთაში გიხტებიან! - ნიკი შეკრთა, ღიმილი სახეზე შეახმა. მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. უსიტყვოდ შეტრიალდა ჩანთიდან სასწავლო ნივთები ამოიღო და გაკვეთილის პროცესში ჩაება. თავი უხერხულად ვიგრძენი და თითქმის ჩურჩულით ვთქვი:
- ბოდიში, არ უნდა მეუხეშა.
- მთავარია შენზე არ მოქმედებს ჩემი შარმი. - მშვიდად მომიგო და ისევ მასწავლებელს შეხედა. გაკვეთილს უსმენდა, მე კი ვერ ვისვენებდი.
- ნიკ, რატომ გადმოხვედი აქ? - მისთვის მოულოდნელი, თუმცა ყველასთვის საინტერესო კითხვა დავსვი.
- სად? - ისე შემომხედა, თითქოს ვერ მიხვდა რაზე ვსაუბრობდი.
- დედაქალაქიდან..
- გრძელი ისტორიაა, გაგაცილებ სახლში და მოგიყვები!
- სარას დააკლდება კამპანიონი, ასე ვერ გავწირავ. - თვალი ჩავუკარი და გამეღიმა.
- ოჰო, პირველი ღიმილი და ისიც ირონიით. ამას ისევ ჩხუბი მერჩივნა! - მცირე პაუზის შემდეგ კითხვა გამომეორა: - რას იტყვი?
- ჯეიმსს დაველაპარაკები და გეტყვი..
ნიკიმ გამიღიმა თავი დახარა. რამდენიმე წუთის მერე ჩვეულ რიტმში წერას შეუდგა:
„ხელს მიშლით..“
„ კი, მაგრამ, როგორ?“
„რთულია ყურადღება მოიკრიბო, როცა ვიღაც დიდი ლურჯი თვალებით გაკვირდება.“
მხოლოდ ამის წაკითხვის მერე მივხვდი, რომ მართლაც თვალს არ ვაშორებდი მას! მაგრამ  ვიაზრებდი, რომ კონკრეტულს არაფერს ვუყურებდი. თითქოს მისი სულის დანახვას ვცდილობდი, რაც ჩემს საქციელს არ ჰგავდა.
„ბოდიში!“
„ეს უკვე მეორეა დღეს. ვინმემ ექიმს დაუძახეთ ყინულის დედოფალი ლღვება!“
„ნუ ყოყოჩობ!“
„როგორც იტყვი ძვირფასო!“
ნიკის შევხედე, იღიმოდა. მე კი ისევ გავბრაზდი, მაგრამ ამჯერად ვიცოდი რაც მარიზიანებდა. ვბრაზდებოდი, რომ ყოველთვის შეეძლო ჩემთვის სიტყვა მოეჭრა. დასვენებაზე ჯეიმსთან მივირბინე:
- ჯეიმს!
-კლერ?! აქ რას აკეთებ?
- დღეს სახლში ადრე მივდივარ და ნიკი გამაცილებს, ამის სათქმელად მოვედი. - ჯეიმსი დაიბნა სახეზე წითელმა ფერმა გადაურბინა.
- ნიკი? ნიკ სმიტი? იცი რა ხმები დადის მასზე?
- ჯეიმს, მენდობი? - სულგანაბული მივაჩერდი ძმას.
- შენ კი! მას კი არავითარ შემთხვევაში!
- ყველაფერი კარგად იქნება, მიყვარხარ.. - გამოვბრუნდი ისე, რომ პასუხს აღარც დავლოდებივარ. არც ეს ჰგავდა ჩემს საქციელს, მაგრამ ცნობისმოყვარეობა აზრებს მითრგუნავდა.




გაგრძელება იქნება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები