ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
4 აგვისტო, 2018


ციკლონი და მდუმარე ყვავები ( 3 )




- მამათა კანონი უნდა აღსრულდეს, კვლავ გაიმეორა იმპერატორმა და ამალას ანიშნა. სენატორები კაპიტოლიუმისაენ დაიძრნენ.
ფლავიუსმა დაშნა ამოიღო. ბარბაროსს მიუახლოვდა. ლეთცტე, ალლერლეთცტე... უკანასკნელი ძალით ჩურჩულებდა. თვალებში ჩახედა. ცისფერი, გერმანული თვალები ჰქინდა. ბარბაროსული ცეცხლის უკანასკნელი ნაპერწკლებით. ეცნო ეს თვალები ფლავიუსს. ეცნო, მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან ეცნო. უყურებდა ცისფერ ნაპერწკლებში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას და კვლავ აბანოს ოხშივარი გაახსენდა, ელამი, გამჭვირვალე თვალები: ჩამხედე, კარგად ჩამხედე, ყურში ჩურჩულებდნენ აზიელი ელამის სიტყვები. ჩემი ორმაგი სარკეების ანარეკლში განჭვრიტავ ბარბაროსის თვალებს მიღმა. იქნება წამი, როდესაც ინატრებ ამ თვალებს. ინატრებ სამყაროს ხედვას ბარბაროსების შემდეგ. მაშ ჩამხედე მთელი შენი იდიოტიზმით. ცისფერი თვალები უკანასკნელი ნაპერწკლებით ანათებდნენ. ფლავიუსმა დაშნა შემართა: სამყარო ბარბაროსების შემდეგ. ხელი მოიქნია და...
- არა!... ნიზა ხელში ჩაებღაუჭა, არაა!! კბილებით იყო ჩაფრენილი მტევანში. არასდროს უნახავს ესე გააფთრებული: არაა!!
მონასტერი აირია. ბარბაროსები! ყვიროდა ხალხი. დაიჭირეთ ბარბაროსები! მსტოვრები!
ცენტურია კუს წყობაში ლაგდებოდა. ფლავიუსმა მხრებში ჩაავლო ნიზას ხელები: შენ აქ რა გინდა, საიდან?!
- არა! ბოდავდა ნიზა, არა!
- დაიჭირეთ მსტოვრები! ბარბაროსი უნდა მოკვდეს! არ გაუშვათ.
- ნიზა!
ნიზა ტუჩებში ეცა და აკოცა შმაგურად, წუთით გაიყინა და შემდეგ ხელი კრა.
- ნიზა!
ნიზა გარბოდა. უკან შავკაფტანიანები დაედევნენ. მსტოვრები! ღიალებდა ხალხი. ფლავიუსი არეულ მასაში ცდილობდა გზის გაკვლევას: ნიზა!
მდევრები კაპიტოლიუმის შენობაში შეცვივდნენ. ფლავიუსის გონებაში აირია ხალხის ღიალი, ცენტურიის გადაძახილი, იმპერატორის ხმა და ქალის ყვირილი. ნიზა! შავკაფტანიანებს ხელით შლიდა ფლავიუსი, ნიზა! და უკვე ჩუმად გაიმეორა: ნიზა!
ნიზა აღარ იყო. იმპერატორი და შავკაფტანიანები უხმოდ მიჩერებოდნენ წითელ გუბეს მარმარილოს ფილებზე, რომელშიც ეგდო ნიზას თავსაფარი და თიხის ფირფიტა.
შემდგომი მოვლენები ფლავიუსის იუდიოტურ თავში ადუღებულ ლავის მორევივით ტრიალებდნენ:
... კონსულმა შეარცხვინა რომი და გვარი... იდიოტი ფლავიუსები... გადაუტეხეთ ლიქტორის წკეპლები... ბარბაროსი უნდა მოკვდეს... მამათა ძველი ჯვარცმის კანონით...
და მერე ცისფერი თვალების უკანასკნელი ნაპერწკლები და სიტყვები:
- გეშთალთ! - საბუნიას ჩაავლო ხელები ფლავიუსმა, გეშთალთ! გახსოვს? გახსოვს მისი უკანასკნელი ბოდვა: გეშთალთ! მისმინე აგერ...
ამაოდ ექაჩებოდა საბუნიას.
- დაანებეთ თავი, - ენ ანაფორიანი კაცი გამოვიდა ბნელი კუთხიდან სინათლეზე. კვლავ წყალი დაუსხა საბუნიას (კრუსუნებდა: თქვენ მოკალით იგი) და ფლავიუსს მიუბრუნდა: დიახ, მე მახსოვს მისი უკანასკნელი სიტყვები: გეშთალთ.
ფლავიუსი ერთხანს მიჩერებოდა, შემდეგ კითხა: და რას ნიშნავს ეს... ეს უკანასკნელი ბოდვა?
- ვერ გეტყვით, თავაზიანად უპასუხა ანაფორიანმა. ჩემი აზრით ბარბაროსთა სიტყვების მნიშვნელობას მხოლოდ მათი შემოსევის შემდეგ გავიგებთ.
- შემოსევის?
- დაანებეთ თავი, - ენ ანაფორიანი კაცი გამოვიდა ბნელი კუთხიდან სინათლეზე. კვლავ წყალი დაუსხა საბუნიას (კრუსუნებდა: თქვენ მოკალით იგი) და ფლავიუსს მიუბრუნდა: დიახ, მე მახსოვს მისი უკანასკნელი სიტყვები: გეშთალთ.
ფლავიუსი ერთხანს მიჩერებოდა, შემდეგ კითხა: და რას ნიშნავს ეს... ეს უკანასკნელი ბოდვა?
- ვერ გეტყვით, თავაზიანად უპასუხა ანაფორიანმა. ჩემი აზრით ბარბაროსთა სიტყვების მნიშვნელობას მხოლოდ მათი შემოსევის შემდეგ გავიგებთ.
- შემოსევის შემდეგ? შემდეგ ვიღას აინტერესებს? - შეჩერდა და შემდეგ დაუმატა: შემდეგ ვინღა იქნება?
- ამღერებული ენციკლიკები, - უპასუხა ანაფორიანმა კაცმა და კიდობანს დაუბრუნდა, ამღერებული ენციკლიკები იქნებიან.
ფლავიუსმა ვერაფერი გაიგო. შეკითხვა კი ერიდებოდა, არ უნდოდა საკუთარი იდიოტიზმი გამოეჩინა. ბოლოჯერ დახედა საბუნიას და ტუნიკა შეისწორა.
- საით გაგიწევიათ? ანაფორიანი კაცი ეკითხებოდა.
- კაპიტოლიუმის ბორცვისაკენ.
ანაფორიანი კოცი ოდნავ შეყოყმანდა და შემდეგ თხოვა: მაქეთკენ მაქვს მეც გზა. ეს კიდობანი მაქვს გადასატანი. თუ ხელს შემაშველებდით...
- სიამოვნებით, - ფლავიუსმა ცალი მხრიდან ჩაავლო ხელი. საკმაოდ მძიმე იყო. - რა არის?
- ამღერებული ენციკლიკებია, ანაფორიანი ხვნეშით ექჩებოდა კიდობნის ყურებს კიბეებზე. ბარბაროსების მოლოდინში.
- რა?
- გაიგებდით ლათინების მაცნეთა ამბავს, სამ დღეში რომის კედლებთან უნდა უყვნენ ბარბაროსები.
- მერე?
- მერე? ბარბაროსების მერე? მერე რა იქნება, ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ.
- მერე?
- მერე აი, ამღერებული ენციკლიკები. ტიბრის დინებას უნდა გავატანო.
- მთელი ჩვენი ცოდნა! მდინარეს?!
- კი, დროის მდინარეს, - მარმარილოს ფილებზე ძლივს მიათრევდნენ მძიმე კიდობანს. აბანოს ოხშივარმა გადაუარათ და მრავალჯერ აირეკლნენ კედლის სარკეებში. იმპერია ბარბაროსებამდე და მათ შემდეგ, ხომ უნდა ვიზრუნოთ მათ კავშირზე?! - სულს ძლივს ითქვამდა ანაფორიანი.
- და როგორ? ვინ, როგორ გახსნის ამღერებულ ენციკლიკებს შემოსევის შემდეგ? ვინღა იქნება?
- აკი გითხარით, თქვენს კითხვებს მხოლოდ ბარბაროსების შემოსევი შემდეგ გაეცემა პასუხი. მანამდე კი, - ანაფორიანი კაცის ღიმილი ორთქლის ოხშივარში ელამი თვალებით ჩანდა და ათას სარკეში ირეკლებოდა.
ასე ხვნეშით გამოაღწიეს სუფთა ჰაერზე. უკვე ღამე იყო. ირგვლივ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ შიგა და შიგ გაიელვებდნენ შუშის გაყინული თვალები.
- ნეტა როდის მოვლენ ბარბაროსები?! აღმოხდა ფლავიუსს.
- გული არ გითმენთ?
- აღარ შემიძლია ეს მოლოდინი. ათასი გაყინული მზერის ქვეშ დაუსრულებელი მოლოდინი. დიდი და პატარა ყვავები! პირველ ბარბაროსს შემოჰყვნენ ესენიც. მაშინ, ჯვარზე რომ აღესრულა, მაშინ შემოფრინდნენ გუნდ-გუნდად. რა უნდათ! რატომ დუმან?
- ბარბაროსების რწმენაა ესეთი, ჩრდილოელების: მათი უფლის თვალია ყვავები, - ჩაიცინა ანაფორიანმა კაცმა. ბარბაროსული ღმერთის თვალი. გინახავთ მოლაპარაკე თვალი?
ფლავიუსმა ვერაფერი უპასუხა.
- ბარბაროსული ღმერთის თვალი მხოლოდ მზერისთვისაა, - კვლავ ჩაიცინა ანაფორიანმა კაცმა და ამის შემდეგ კრინტი აღარ დაუძრავს.
ერთხანს ჩუმად მიათრევდნენ კიდობანს. შემდეგ ტიბრის ხმა მოესმათ და ანაფორინმა კაცმა თავაზიანად დაუქნია თავი: მადლობელი ვარ, გზას თავად დავასრულებო.
ფლავიუსი მარტო დარჩა. ღამის ცა შეათვალიერა: უტყვი თვალებისა და ბარბაროსების მოლოდინში. გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა. ეს იყო ადგილი და დრო. ფლავიუსი ნელა გაემართა კიბეებისაკენ, ვესტას ტაძრისაკენ. მთვარის შუქზე ტაძრის შესასვლელთან ძუ მგელი ქანდაკება ბოროტი მზერით გადმოჰყურებდა რომს. ასე, საუკუნეების მანძილზე გადმოჰყურებდა ძუ მგელი მთელ თავის მოდგმას - რომულუსიდან ფლავიუსამდე. ფლავიუსს წრის, დანიშნულების განცდა დაეუფლა. რა უნდა მომხდარიყო? დაშნაზე დაიდო ხელი. ნელა, რიტმულად ადიოდა კიბეებზე. ბოლომდე იხსნებოდა მგელის ქანდაკება. ფლავიუსს მიეჩვენა რომ მის უკან ვიღაც იყო. გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა. ვინ უნდა მოკვდეს? თავად ხომ არა? ფლავიუსმა დაშნაზე წკაპი შეიხსნა და დაღეჭილი სიგარეტი განზე გადააფრურთხა. ვიღაც ნამდვილად იყო ქანდაკები უკან. ფლავიუსმა ფარფლებ გაღუნული ქუდი შეისწორა და ტუნიკასავით პონჩო გადაიწია. სამი... ითვლიდა გულში. ორი... ეხლა გაირკვეოდა ყველა საიდუმლო. ერთი: სანახევროდ გამოჩნდა სავარძელში მჯდომის სილუეტი. ფლავიუსმა დაშნა ჩაბღუჯა, სიბნელიდან ნაბიჯი წადგა და...
- ავე იმპერატორ! წლობით დამუშავებულმა რეფლექსმა ფლავიუს დაფიქრება აღარ აცადა, მხედრული სალამი მისცა სავარძელს. ფლავიუსი მუხლებზე დაეცა და დაშნით მიესალმა იმპერატორს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები