ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2018


ღრმა ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე

აწმყო კბილებით გლეჯს  მონატრებას
და ფიქრებისგან შეკრულ ბალდახინს,
ქარმა ღრუბლების ფარა გადენა,
სველ ცას გადაჰკრა ჭრელი მათრახი.
სად ხარ? -მთებიდან ღამე ეშვება,
მთელი ქვეყანა დგება ყირაზე,
ასე იოლად ვერ შეგეშვები
თუმც კარი ბევრჯერ გადაგირაზე.
ვიხვევ ჭრილობებს, მჭიდში ვაზნები-
შენი თვალები დღემდე  სულ თან მდევს
და მომავალშიც მოიაზრები
ღრმა ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები