ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
3 აგვისტო, 2018


არდადეგები

მაშოს, ლუკას და ანას
საზაფხულო გეგმებით,
უნდათ რომ მხიარული
ქონდეთ არდადეგები.

აგვისტოში ბებოსთან
წელსაც წავლენ სოფელში,
რომ ზღაპრულად გაერთონ
ჯადოსნურ სამყოფელში.

მაშოს ერთი სული აქვს,
როდის ნახავს წიწილებს
ამბობს, კრუხის ქოთქოთზე
სულაც აღარ იწივლებს...

ლუკა, ნემსკავს ამზადებს,
თევზაობის ჰობი აქვს
და ამაყობს ზურგჩანთით
ანკესები რომ მიაქვს.

ანას დიდი სურვილი
არის ჰერბარიუმი
და მინდვრის ყვავილების
ნაირფერი დღიური.

დღეებს აღარ ითვლიან,
ეს აგვისტოც დამდგარა
სოფელში კი ელიან
ბებო და მზე თაკარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები