ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2018


კერამიკული სათამაშო ნაწილი 2

          უკვე საღამო იყო. ყველა სახლში ბრუნდებოდა, ჩემს ძმას კი კიდევ ერთი გაკვეთილი უტარდებოდა. სკოლის შენობასთან ვიდექი და ვუცდიდი ჩემს სიმპატიურ კავალერს, თუმცა იგი არ ჩანდა. ვერ მივხვდი ნიკი მეთამაშებოდა თუ ჩემს მოთმინებას ცდიდა. დავიცადე მეორე ზარის დარეკვამდე და სახლისკენ გზას გავუდექი. დაახლოებით ორასი მეტრის გავლის მერე ვფიქრობდი, რომ არც ერთი კაცის ნდობა შეიძლებოდა და არავინ ჩაგახედებდა საკუთარ ცხოვრებაში. დღემდე არ ვიცოდი რა აწუხებდა მამაჩემს და უცებ მომინდა ჩემთვის უცნობი ადამიანის წარსული გამეგო. ჩემს თავზე ვბრაზობდი, მაინც რა სულელური ნაბიჯი იყო გამერკვია ნიკის შესახებ რამე. მასაც ხომ სწორედ ეგ უნდოდა, დავინტერესებულიყავი  და შემდეგ კუდში მედევნა.
- ვერ მოგართვი ნიკ! -ხმამაღლა წამოვიძახემოულოდნელად.
- მარტო მიმავალიც მე მესაუბრები?! - სიცილი მომესმა უკნიდან. ადგილზე გავიყინე, ნიკი კი ამასობაში წამომეწია.
- ჯერ გაცილებას სთავაზობ ადამიანს და მერე უკან თვალთვალით მისდევ, ეს შენი ჩვევაა, თუ დედაქალაქში ასეა მიღებული?! -გაცხარებულმა პასუხს აღარ დაველოდე და მივახალე: - ნებისმიერ შემთხვევაში არანორმალურივით იქცევი!
- სამაგიეროდ არასდროს ველაპარაკები საკუთარ თავს შუა ქუჩაში! - თვალი ჩამიკრა მან.
აღარაფერი მითქვამს, ჩუმად გავაგრძელე სვლა, ისედაც თავს უხერხულად ვგრნობდი.
-კლერ, მაპატიე, დამრიგებელმა დამტოვა, საბუთებს მავსებინებდა, როგორც კი შევძელი გამოვიქეცი. ძლივს დაგეწიე..
-ნიკ! - მოისმა  უკნიდან სარას ხმა. - ნიკ, დამელოდე! - ორივე შევჩერდით, ერთმანეთს შევხედეთ და დაველოდეთ როდის მოირბენდა ჩვენთან სარა.
-ნიკ, საით?! ჩვენ ხომ სახლამდე ერთი გზა გვაქვს?!რატომ არ დამელოდე? - აწითლებულ სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა მას.
-კლერს შევპირდი, რომ სახლამდე მივაცილებდი. მის ძმას დამატებითი საათი აქვს.
-ჰო, ამ ოჯახის არც ერთი წევრის დატოვება შეიძება უყურადღებოდ, არავინ იცის თავს რას აუტეხავენ. - შემომხედა და თვალი ჩამიკრა მივხვდი ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა.
-რას ამბობ?! - დაიბნა ნიკი და შემომხედა.
-უი, არ იცი?! - გაიოცა სარამ.
გულზე ბრაზი მომაწვა, თვალები ჩამიწითლდა. მინდოდა რამე მეთქვა,მაგრამ  ყელიდან ხმა არ ამომდიოდა.
-მე წავალ! - ამომხდა ბოლოს და რაც შემეძლო სწრაფად გავქეცი სახლისკენ.
მესმოდა, რომ უკან ვიღაც მომდევდა, მაგრამ არაფრის გაგონება მინდოდა. უცებ ძლიერმა მკლავებმა დამიჭირეს და ჩამიხუტეს, გასხლტომას ვლამობდი, მაგრამ არ მიშვებდნენ. როცა მაღლა ავიხედე ნიკი დავინახე, მიყურებდა თბილი თვალებით და მაწყნარებდა.
-არ მჭირდება შენი შეცოდება! - როგორც იქნა ხელი გავაშვებინე მას.
-არ მეცოდები,უბრალოდ მინდა დამშვიდდე. არავის აქვს უფლება ასე მოგექცეს. - ნიკს თვალები ამღვრეოდა სახე წითლად შეფერვოდა სირბილის თუ გაბრაზების გამო ვერ ვხვდებოდი. სქელი წარბები მჭიდროდ შეეკრა, მათ გადაბმას ორი სქელი ნაოჭი აშორებდა.
გაჩერებასთან ვიყავით ახლოს. კლამზე ჩამოვჯექი, ცრემლები შევიშრე. თვალს ვეღარ ვუსწორებდი მას.
-მგონი ჩემზე მეტი მოსაყოლი და გულიდან ამოსაღები შენ გაქვს. - გამიღიმა ნიკიმ.
-არ ვიცი რა აწუხებდა მამაჩემს, სმას გადაჰყვა. ერთ დღესაც წერილი მოგვივიდა უგონოდ მთვრალი უცემია ვიღაცას. ექიმებმა კი...  ვერ უშველეს... სმისგან გამოფიტულ, ღონემიხდილ ორგანიზმს... - ცოტა ხანი გავჩუმდი, ნიკი არაფერს მეუბნებოდა. არმიყურებდა, ეტყობოდა რომ ფიქრობდა ნათქვამზე. პასუხს აღარ დაველოდე და აღშფოთებულმა ვკითხე: - გასაგებია, რომ არასწორი ცხოვრების გზა აირჩია, მაგრამ მამას შეცდომების გამო რატომ მექცევიან მე, როგორც კეთროვანს, არ მესმის... -თანდათან უფრო გამიჭირდა საუბარი, ნიკი მიხვდა და მომეშველა:
-მასწავლებელს დავარტყი!
-რა? - უცებ ავხედე მას. მომეჩვენა, რომ მომესმა.
-მასწავლებელს დავარტყი და იქ აღარ დამედგომებოდა. - აღარ მიყურებდა თვალებში. არვიცი, ჩემი რეაქციის შეეშინდა თუ საკუთარი საქციელის შერცხვა.
-არავინ იცის აქ?
-არა! შენზე კარგად ვერც ვერავინ გაიგებს. ხომ იცი სხვისკენ თითის გაშვერა რა მარტივია?! - უცებ შემომხედა, ისეთი მშვილი თვალებით, თითქოს დარწმუნებული იყო ეს საუბარი აქვე მოკვდებოდა.
-კაცს თუ ქალს? - დაუფიქრებელი კითხვა დავსვი. ნიკის გაეღიმა.
-კაცს.
-დაიმსახურა?- ვერაფრით დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა, ვერც ვთხოვე დეტალური განმარტება.  ამას მიხვდა და მითხრა:
-არა მარტო გარტყმა დაიმსახურა. შეიძლება ერთ დღეს კიდეც მოგიყვე რაც მოხდა თავიდან ბოლომდე, მაგრამ ახლა არა. - ნიკიმ გაიღიმა, ჩემი ჩანთა აიღო და მარტომ განაგრძო გზა. მალევე დავეწიე მეც.
-სახლში რა გითხრეს?
-დედა სამი წლის ვიყავი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რომ გარდამეცვალა, მამა ერთ-ერთი უზარმაზარი კომპანიის მფლობელია ქალაქში. რომ გითხრა რამე რეაქცია ქონდათქო, მოგატყუებ.. ბებო მზრდის ბავშვობიდან, მან ინერვიულა ყველაზე მეტი. ეს მისი მშობლიური მხარეა და აქ წამომიყვანა ჩემი ნებართვის გარეშე.
-მაპატიე.. არ უნდა მეკითხა.
-არაუშავს, დედისერთა განებივრებულ ბიჭი, რომლისთვისაც ქვეყნად ყველაფერი შეიძლებოდა აქ მოხვდა, როგორ მოგწონს?! ბედის ირონიაა არა?
-ნანობ?
-არასდროს ვინანებ უკვე გაკეთებულს!
-ნეტავ შენსავით ძლიერი ვიყო..- წავიჩურჩულე და გზას თვალი გავაყოლე.
-იცი რატომ დავჯექი შენთან?!
-ბოლომერხზე გიყვარს ჯდომა და ჩემმა სილამაზემ დაგატყვევა? - გავიცინე მე.
-ამ ყველაფრის გარდა იყო შენს თვალებში რაღაც, რაც ვერ ამოვხსენი.
-ცდილობ კომპლიმენტებით თავი მომაწონო? როგორი მექალთანე ხარ!
-არა, სიმართლეს გეუბნები. ვაღიარებ, რომ მიყვარს ქალთა ყურადრების მიპყრობა, მაგრამ ახლა ამას ნამდვილად არ ვცდილობ.
-ესეც ასემოვედით. ესაა ჩემი სახლი. ჩაიზე დაგპატიჟებდი, მაგრამ დედაჩემი ჯერ ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან და.. - ნიკი ახლოს მოვიდა ჩემთან სიტყვა არ დამემთავრებინა, რომ ლოყაზე ნელა მაკოცა და ისევ მხრებში გაიშალა.
-ხვალამდე კლერ!
-ნახვამდის ნიკ!
ნიკი შებრუნდა და დინჯი ნაბიჯებით გაეშურა სახლისკენ, მე კი ერთ ადგილას გავშეშდი.
პარასკევი საღამო ნელა მუქდებოდა, ქარი აწვალებდა გაშიშვლებულ ტოტებს, ზეცას შუბლი შეეკრა. ასეთ ამინდში ტირილი მოგინდება ადამიანს, მაგრამ თავს არც აძლევ უფლებას გრძნობებს აყვე. მთებზე თოვლი ილეოდა, გაზაფხულის მზის სხივებს ელოდებოდა ბუნება, მაგრამ ღრუბლები ისე ებღაუჭებოდნენ ერთმანეთს მათ პაწაწინა ნასხლეტსაც კი არ უშვებდნენ დედამიწაზე.
ფანჯარასთან ვიჯექი ჩაფიქრებული, როცა ჯეიმსი მომიახლოვდა.
-სადღაც დაჰქრიხარ კლერ, ვერ მოგწვდი.
-აქ ვარ ჯეიმს. - გავუღიმე მე.
-რა მოხდა დღეს?
-რას  გულისხმობ?
-ნიკს!
-კარგი ადამიანია ჯეიმს, არ გაქვს მიზეზი არ მოგწონდეს.
-დიდი მექალთანე ვინმეა. - თავი გააქნია მან.
-მხოლოდ ვმეგობრობთ, დამიჯერე.
ჯეიმსს ავხედე, წარბებშეკრული ფანჯარაში იხედებოდა, ორივე ხელი მუშტად შეეკრა და ჩუმად იდგა. ხელი მოვკიდე, წამოვდექი და მუშტი გავაშლევინე, მერე უკნიდან ჩემი ხელი მივადე.
-არავის მივცემ უფლებას გატკინოს! - თვალებში ჩამხედა ჩემმა ძმამ.
-ჯეიმს! რაც ეს ამბავი შეგვემთხვა ყველას ჩამოვშორდით, გავირიყეთ სამყაროსგან. თითქოს ჩვენ სამნი ვართ ყველას წინააღმდეგ. დროა ეს გვერდი გადავფურცლოთ, ისევ დავიწყოთ ადამიანების ნდობა.
-გითხრა მიზეზი რატომ გადმოვიდნენ აქ? - ხელი გამაშვებინა უცებ.
-კი, მითხრა და მეტსაც გეტყვი მიზეზი ნამდვილად ჰქონდა.
-მაინც არ მომწონს ეს ამბავი. - თქვა და ფანჯარისკენ შეტრიალდა.
ჯეიმსს მკლავზე ხელი წავავლე და დედასკენ გავახედე.
-ეს მოგწონს? უკეთესია? მახრჩობს ეს სიტუაცია!
დუმილი ჩამოვარდა, ორივე მივხვდით რომ სათქმელი არაფერი იყო.






გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს