ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2018


წ ე რ ი ლ ს ა ც კი, დამიჯერე ვეღარ მოგწერ

მზე აცოცდა  კლდის ნაპრალზე ამ დილითაც
და ამბორით უპეები ამოუშრო,
ვერ დაფარა ერთი ღამის მონატრებაც
და გრძნობებით მეათასედ სევდას უქრობს.
ახლა რა ჭირს, საყვედურობს კლდე თვალებით,
აგვისტოა და შენს სულში ცეცხლი ქვაბობს.
ველურ ვარდებს გაუხსნია ბაგე შენთვის
და შენს მკერდზე მოკისკისე სიოც ანცობს.
რა ვქნა მაშინ, დეკემბერი რომ დადგება,
ზეცა ზვავებს მთელ სხელზე დამასხლეტავს,
ზაფხულისგან შენ დაღლი სად იქნები,
ვისთან ახლოს, ვის გაუყოფ ტკივილს ნეტა.
მთის სიგრილე, ვიცი, ბევრჯერ გულს მომიზრობს,
მაშინ, როცა  გამოსავალს ვერსად ვხედავ,
გასაქცევად, რომ ვეძებო, ვერ  ვიპოვი,
ვერც თანამდგომს და ვერც კიდევ, ერთგულ მხედარს.
ნეტავ მაგდროს  მოხვიდოდი  ჩემთან მარტო,
როცა ბედი  თეთრ საბურველს ჩემზე ბერტყავს,
რომ იღბალი, დღემდე  მუდამ  შორად მყოფი,
დარჩეს ჩემთან, ლაღ  სიყვარულს როცა ვბედავ.
მაგრამ ვინ თქვა, მონატრება ახდეს ამ დროს,
როცა ქარი, თავზე მაყრის გამხმარ ფოთლებს.
შემოდგომა  ფერშეცვლილი, დარდით სავსე,
გაქრება და თან წაიღებს შავბნელ ნავსებს.
ტკივილები კლდის ნაპრალებს ავაწებე,
როგორც შენთვის მოწერილი  წერილები,
შენ გატყობ, რომ  დაიბადე როგორიც ხარ,
დამიჯერე, მეც ვერასდროს შევიცვლები,
სამყაროა ასეთი და მე ვინა ვარ,
შენს სიყვარულს კი ბოლომდე შევეცდები.
შენ თუ იტყვი, არაფერი არ მოხდება,
მოვალ შენთან, გვერდს გულწრფელად  დაგიდგები.
მზე აცოცდა, კლდის ნაპრალზე ამ დილითაც
ცრის ჩემს სულში  დარდი შენზე და ფიქრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს