ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2018


უბრალოდ - ადამიანი

ნეტავ შეგვეძლოს,
ჩვენ ორს მაინც,
გამოგვერიცხა განსაზღვრება - ქალი, კაცი, -
დაკარგულიყო უხერხულობა მოუსავლეთში.
არ მაფერხებდეს ფიქრი :
- ანთია?
მაშინ თავს შევიკავებ!
მაგრამ, თუ დიდხანს შევიკავებ,
მოჰყვება კითხვა,
-თავს თუ მარიდებ?
ან,
- გამებუტე?
სინამდვილეში,
სულაც არ მომწონს
მაფერხებდეს მოცემულობა-
შენ კაცი, მე ქალი...
და ამის გამო გაჩენილი
ჩემი ფიქრი
შენი ფიქრის შესახებ
-აბა, ამდენ დროს როგორ მითმობს თუ არაფერი?
ან
ვერ არის,
ან
უსაქმურია,
ან
მონდომებული...
რადგან ამბობენ :
პაზლებით აწყობილი ჩვენი ცხოვრება შემთხვევითობას
ვერ ჩაიკვეხებს,
არ მოერგება.
ყველა ქმედებას მიზანი ახლავს
და ყოველივე, დიდიხანია,
ბანალური საზომებით გაზომილი და დადგენილია.
ანუ,
თუ ყველაფერი თითქოს რიგზეა, (მავანის თვალში)
ლეგიტიმურად ჩნდება კითხვა: -რა არ ასვენებს?
...და დასკვნებიც,
შესაბამისად
მოჭრილი და შეკერილია,
მზადყოფნაშია
ყველანაირი თარგი, ყალიბი.
ცოდნით აივსო ყველა თავი,
აღარ დარჩა ქვეყნად არიფი.
მაგრამ ვაი რომ,
არც ერთს,
არც ქალს, არც კაცს,
შუბლზე არ აწერია,
რომ რაღაც ისე არ არის.
რეალიზებულს ბედნიერებას ხომ ისე მივაწერთ,
როგორც პურს კარაქს გადაუსვამენ...
ალბათ არსებობს სიცარიელე,
რაც შევსებას ითხოვს,
მეორე მხრივ კი სურვილი -
იყო გულისხმიერი.
მაგრამ ეს ორი ინგრედიენტი
საკმარისი არასდროსაა
მეგობრობის გამოსაცხობად...
თანაც ვიღაც ბრძენს მოუჩმახია -
ყველაფერი შეიძლება მათ შორის მოხდეს,
სიყვარული,
სიძულვილი,
შური და მტრობა
მაგრამ არამც და არამც მეგობრობაო.
და ამ აზრის ქვეშ მოქცეული ყველა სარჩული შრიალებს და ფიქრს მიშრიალებს...
და მაინც,
საოცარია შეგნებულად ვაძლევდე თავს იმის უფლებას,
რაც კითხვებს ბადებს
ზემოთ ნახსენებს.
აი, რომ არ არსებობდეს ეს განსაზღვრება
- შენ კაცი, მე ქალი,
არ იქნებოდა უხერხულობაც...
მოდი, ნუ ავტეხთ ჭიქაში, არასაჭირო ფიქრისა და სიტყვის ქარიშხალს,
ჩვენ მაინც, ჩვენ ვისაც
შეგვიძლია ადამიანობას ვეკედლებოდეთ,
უბრალოდ - ორი ადამიანი!
უხერხულობაც სადღაც გაქრება,
პაზლის დარჩენილ სივრცესაც
დავარქმევდი
დროს და გზას.
დრო კი მიჩვენებს
შევძლებ თუ არა,
მოვიპოვო იმდენი ნდობა, თავისმართლებას რომ არ მოჰგავდეს ჩემი ნაწერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს