ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2018


მთის კილოზე

ფიქრს ნუ მიღელვებ,ვაჟო!

გასჩუმდი!ნუღარ მოიწევ,
ამ ჩემს ფიქრების ღელვასა,
თორო ვუბრძანებ გონებას,
შენს გაძევებას, ქელვასა
რაღად იჭრები ჩემს სულში
მე თუ გიცხადებ დევნასა,
ვერ ჰგუობს გული მუდმივსა
სულ ჭექა-ქუხილ-ელვასა,
უგონთ რასმე ხარ და მეაც,
გონს არ მიხილო გწადია,
ვერ აისრულებ მაგ ნატვრას,
არ დაგნებდები,ცხადია!
გულს ისეთ ყინვას მოგისევ,
როგორაც თოვლი მთაშია,
დამეხსენ,თორემ სიმკაცრე,
მძაფრ შემპარვია ხმაშია,
არ დავანებებ გონებას,
შენს ტრფობას ამაყ ქალია!
თუმც შენებრ ლომგულ-მამაცი
არ მეგულების ვაჟია!



            ***************** 
გულის წიაღში გამეფდა
ეგ მიმზიდველი თოლები,
იქნებ გვეუბნა მთის ფერდსა,
რომ გადავყროდით ტოლები.
ჩამო,ვიფიხვნათ,შავთვალავ,
ლექსთ თქმაში გაგეტოლები,
ჩამაჰკარ მაგ მჟღერს ფანდურსა
შენი ძლიერი ტორები!
ტკბილ ბაგე გახსენ,ცას შეჰყარ
გაანავარდე ქორები.
გულად, ლომფერსა ჩემს ვაჟკაცს,
ვერ შაგედრება სწორები!
წამო,ვაქროლოთ ცხენები,
სულ მოვიაროთ გორები,
გავსწიოთ უმყოფელ ველსა,
გავუფერადათ ფონები...
მაგ შენს შავს მწველსა თოლებსა,
სიკვდიმდე დავემონები!




            **************
აქ მო,სად მიხოლ ბეჩავო,
მთას ნუ მიჰყვები მაღალსა,
ის ვერ მიგიღებს თავისად,
ქედ მოუდრიკე ამაყსა!
ვერ ჰკადრებ თანასწორობას,
მთას მედიდურს და თამამსა,
თუ ეურჩები დაგწყევლის,
ღირსად დაგხვდება მტარვალსა.
ვერ ახოლ მაგ მთის წვერზედა,
გზას ჩაგიხერგავს ტიალი,
მოგიწევს მასთან მონობა,
და უსასოო წრიალი!
რა ბედენაა მთის ძირსა
უძალო სვლა და ტრიალი,
კაცი ვერ ავალს,მანდ მხოლოდ
ჯიხვებს გაუდით გრიალი!




 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს