ცოლი არა მყავს... არც შვილი, ისევ მარტო ვსვამ ხვანჭკარას, ჩემს მარტოობას არ ვჩივი, იასამანიც დამჭკნარა.
ვკითხულობ ომარ ხაიამს, ცრემლით სველდება თვალები, მირჩევნის მის რობაიებს ,,ღვინო, დუდუკი, ქალები“.
მერი, მედეა, ნათია, ლილე, შორენა, თამარი, ყველა იმისთვის ანთია, ქვეყნად რაც არის მთავარი.
სულ რომ მიყვარდეს, - ის მინდა, გული მაქვს მართლა ალალი, ანდამატივით მიზიდავს დღემდე ლამაზის დალალი.
მინდა წავიდე წინ მხოლოდ, მისხალს შევმატო მისხალი, ჩემთან რომ უნდა იცხოვროს, ჯერ კიდევ არ ჩანს ის ქალი.
ვარ ჯერჯერობით უცოლო, დარდებს გავატან ყვირილას, სიყვარულს მაინც ვუმღერებ, თუნდაც დამიჭკნეს გვირილაც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. 5 ,,სულ რომ მიყვარდეს, - ის მინდა, გული მაქვს მართლა ალალი"
- აი, ხომ ვამბობდი სიალალეზე , ოთარ. გაიხარე. 5 ,,სულ რომ მიყვარდეს, - ის მინდა, გული მაქვს მართლა ალალი"
- აი, ხომ ვამბობდი სიალალეზე , ოთარ. გაიხარე.
8. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, თქვენი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უდიდეს პატივს გცემთ. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, თქვენი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უდიდეს პატივს გცემთ.
7. ვაჰ, ტელეფონით შემოვდივარ. უკვე მერამდენედ ხუთს ვაჭერ და ოთხი იწერება. ვაჰ, ტელეფონით შემოვდივარ. უკვე მერამდენედ ხუთს ვაჭერ და ოთხი იწერება.
6. მშვენიერი, ლაღი, ლირიკული ლექსი, რომ ამოგასუნთქებს ადამიანს და სიცოცხლეს მოგანდომებს, ისეთი. შენიშვნა - არა მაქვს. მშვენიერი, ლაღი, ლირიკული ლექსი, რომ ამოგასუნთქებს ადამიანს და სიცოცხლეს მოგანდომებს, ისეთი. შენიშვნა - არა მაქვს.
5. მომეწონა ძველო მეგობარო ! მომეწონა ძველო მეგობარო !
4. დიდი მადლობა მეგობრებო, იხარეთ. დიდი მადლობა მეგობრებო, იხარეთ.
3. მე იმას ვჩივი, რაფერ ვერ მოძებნე , ან ვერ ნახე ქალი რომ ცოლად შეგერთო?! იჩქარე ,თვარა მერე ნახე მარტოობა , ჯერ ახალგაზრდა ხარ, აგერ ურაკიდან გაგირიგებ ტუ მარტლა გინდა? მართლა კაი კაცი ხარ და ეგოისტობაა ამდენი ხნის უცოლობა. იასამანს რამდენჯერაც მოტეხავ იმდენჯერ ხარობს უფრო მეტად, ასე რო იფიქრე კაცო, შვილი იცი რაა, სამი მაინც ხო უნდა გყავდეს,ნუ მოიკლებ ამ ბედნიერებას იჩქარე! მე იმას ვჩივი, რაფერ ვერ მოძებნე , ან ვერ ნახე ქალი რომ ცოლად შეგერთო?! იჩქარე ,თვარა მერე ნახე მარტოობა , ჯერ ახალგაზრდა ხარ, აგერ ურაკიდან გაგირიგებ ტუ მარტლა გინდა? მართლა კაი კაცი ხარ და ეგოისტობაა ამდენი ხნის უცოლობა. იასამანს რამდენჯერაც მოტეხავ იმდენჯერ ხარობს უფრო მეტად, ასე რო იფიქრე კაცო, შვილი იცი რაა, სამი მაინც ხო უნდა გყავდეს,ნუ მოიკლებ ამ ბედნიერებას იჩქარე!
2. გამოჩნდება, აუცილებლად გამოჩნდება და მერე ნახე სიყვარულის სიმღერები ოთარ :) გამოჩნდება, აუცილებლად გამოჩნდება და მერე ნახე სიყვარულის სიმღერები ოთარ :)
1. უმღერე ოთარ უმღერე. 5 უმღერე ოთარ უმღერე. 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|