ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2018


* * *

ნუ მაპატიებ, რომ ამ  სარეცელს,
რომელზეც წევხარ, რომელზეც კვდები,
თვალს ავარიდებ, რათა გავექცე
და სულ შორიდან დავაკვირდები.

ნუ მაპატიებ, რომ შენს ხელებზე,
არ დავემხობი და არ ვიტირებ,
რადგან შენს სახლში ხდები ხიზანი,
მე კი სხვა ნაწერს უშნოდ ვციტირებ.

ნუ მაპატიებ, რომ შენი სუნთქვა,
სიკვდილზე უფრო მეტად მაშინებს,
მაგრამ შენს ნაცვლად ვის უნდა ვუთხრა,
რომ შენს სუნთქვაშიც ვტოვებ სანიშნეს.

ნუ მაპატიებ, რომ შენს თვალებში,
ამ ლურჯ თვალებში მღვრიე ნისლია
და რომ მათს ფსკერზე ისე დავეშვი,
რომ უკან ვეღარ ამომისვრიან.

ნუ მაპატიებ, რომ შენს ბოლო დღეს,
ღრმა ძილში მყოფმა დავუსვი ტირე,
თითქოსდა გვერდით არვინ გყოლოდეს
და უცხოებმა გამოგიტირეს.

ნუ მაპატიებ, შენს დაღლილ მკლავებს,
რომ ვეღარ მოვხსნი ტვირთს და სიმძიმეს
და როცა წახვალ, ჩემი ტკივილი
შენს სასთუმალზე არ დაიძინებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს