ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2018


გიორგი ანწუხელიძის მონოლოგი


,,თუ მტერმა დამცეს ხმალგაბასრულმა,
დარდს ნუ მოიხვევთ ღრუბლის გუნდებად.
რა ვუყოთ, ომში ბევრი წასულა,
მაგრამ ყველა ხომ ვერ დაბრუნდება“...

სევერიან ისიანი

ვერ დააჩოქებს მტერი ვერაგი
ღვთისმშობლის წილხვედრ ჩემს საქართველოს,
ისევ მაცვია ჯაჭვის პერანგი,
ერის იარა რომ გავამრთელო.

ცხელი აგვისტო... ისევ ომი და
ჯარისკაცები ყიჟინას სცემენ,
სამშობლოს დაცვის ჟამი მოვიდა,
თუმც მხნედ ვართ, მაინც ვამხნევებ ჩემებს.

თანამებრძოლნო! წინ-წინ გასწიეთ,
საქართველოსთვის მკლავებიც გვერჩის,
ქართული დროშა მაღლა ასწიეთ,
ლომური გული გვიფეთქავს მკერდში.

,,თუ მტერმა დამცეს ხმალგაბასრულმა,
დარდს ნუ მოიხვევთ ღრუბლის გუნდებად.
რა ვუყოთ, ომში ბევრი წასულა,
მაგრამ ყველა ხომ ვერ დაბრუნდება“...

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები