| ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 7 აგვისტო, 2018 |
იცი? ის ორი ჭაღარა რომელიც თმიდან ამოგაცალე, სადღაც დავკარგე, ის ორი ღერი, სამანს მიღწეულს რომ უნდა გადამეყლაპა. დავკარგე და ახლა ვწუხვარ. რაღაც ან ვიღაც მუდამ ხელს მიშლის სიგიჟეების ჩადენაში. ან იქნებ მორიგი შიშის საფუძველი გახდა შენთვის და ამაცალე? აქ სულერთია რას მიპასუხებ, ან შეიცხადებ, არც რას გაბრალებ, ნუ აღელდები, სიმშვიდე ხომ ერთადერთია რასაც ჩემთვის დავეძებ და სხვისთვისაც არ მსურს მისი დარღვევა. ჰოდა მისმინე, ახლა გამშვიდებ _ ისინი უბრალოდ დალპებოდნენ ჩემთან ერთად და სულ ეს არის. მაგრამ ლპობაშიც კი ვერ აჯობებდნენ ჩემს გულს, უკვე გახრწნილს. თორემ სხვა სიცოცხლე რომ არ არსებობს და ვერც იარსებებს კონკრეტულად ჩემთვის და შენთვის, შენც კარგად იცი და მეც მომეხსენება. არანაირი ჯადო, გრძნეულება ან შეთქმულება, ისე, უბრალოდ მოვინდომე გამყოლოდა შენი მცირე ნაწილი, მე ხომ ვთხზავ ჩემთვის, ფანტასტიკური სიუჟეტის რაღაც მონაჩმახს და თავს ვიმშვიდებ, რომ სხვა ცხოვრებაც იქნება და იქ შენ დამელოდები. რადგან უკეთესი ვერაფერი გამომიდნია იმ ფინალისაკენ, მხოლოდ ჭკნობა, ლპობა, ხრწნა და დავიწყება რომ ჰქვია, ანუ იმ გზისთვის რაც მელოდება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მეც მოგიკითხეთ :-* მეც მოგიკითხეთ :-*
6. მოკითხვა დევს. :)
მოკითხვა დევს. :)
5. მადლობა, ნიკი. მადლობა, ანა. გამიხარდით :) მადლობა, ნიკი. მადლობა, ანა. გამიხარდით :)
4. მომწონს და წარმატებებს გისურვებთ, დევი. ****
პატივისცემით, მომწონს და წარმატებებს გისურვებთ, დევი. ****
პატივისცემით,
3. ლექსს 5, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავაკლებდი განწყობისთვის ქულას გადავიფიქრე ბოლო მომენტში :)
კარგად წერ დევო, კარგად ოღონდ ეს ცუდი განწყობა მოიშორე რა
ლექსს 5, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავაკლებდი განწყობისთვის ქულას გადავიფიქრე ბოლო მომენტში :)
კარგად წერ დევო, კარგად ოღონდ ეს ცუდი განწყობა მოიშორე რა
2. ქალბატონო ნინო, ნუ იფიქრებთ, რომ უკეთ შემიძლია და უპატივისმცემლობას ვიჩენ საიტისა და მკითხველისადმი. რაც ვარ ეს ვარ . მადლობა კომენტარისთვის. ქალბატონო ნინო, ნუ იფიქრებთ, რომ უკეთ შემიძლია და უპატივისმცემლობას ვიჩენ საიტისა და მკითხველისადმი. რაც ვარ ეს ვარ . მადლობა კომენტარისთვის.
1. პუნქტუაციას - ყურადღება. ძნელი, მძიმე ავტორი ჩანს, და არა მხოლოდ თემატურად. ( ჩემთვის ეს - თავისებური კომპლიმენტია) რაც ყველაზე მთავარია პოეზიაში - თავისი სათქმელი აქვს. სხვა ყველაფერი - მით უმეტეს დღეს, მოცლის და მონდომების ამბავია.
დავიწყე თუ არა კითხვა, სადღაც, მწარე თვითირონიის მინარევსაც მოველოდი და რომ არ გამიცრუვდა მოლოდინი, გამიხარდა ( მაგ. ,,მონაჩმახს”) ქულები დავტოვებ მას შემდეგ, ტექსტი რომ გარეგნულად მოწესრიგდება.
პუნქტუაციას - ყურადღება. ძნელი, მძიმე ავტორი ჩანს, და არა მხოლოდ თემატურად. ( ჩემთვის ეს - თავისებური კომპლიმენტია) რაც ყველაზე მთავარია პოეზიაში - თავისი სათქმელი აქვს. სხვა ყველაფერი - მით უმეტეს დღეს, მოცლის და მონდომების ამბავია.
დავიწყე თუ არა კითხვა, სადღაც, მწარე თვითირონიის მინარევსაც მოველოდი და რომ არ გამიცრუვდა მოლოდინი, გამიხარდა ( მაგ. ,,მონაჩმახს”) ქულები დავტოვებ მას შემდეგ, ტექსტი რომ გარეგნულად მოწესრიგდება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|