ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2018


ო. ღმერთო ჩემო

ვეღარ გავიგე საით მიდის გზა უსასრულო,
ვიწრო ბადეში მომწყვდეული, ძლივს მიფეთქს გული.
ახლა ის დროა, საკუთარ თავს დავუსაბუთო  ,
რატომ მღვიძავს და მაინც მქვია მიძინებული.

სიმარტოვეა, როცა ვრჩები წვიმის ანაბრად,
შიში სიბნელის არ მაწუხებს, მაგრამ მინდა,რომ
რაც გამაჩნია ყველა გრძნობა ღმერთმა წამართვას
და უშფოთველი ხვალ დილამდე გადამიბაროს.

ნუ დამაბრალებ, პასუხები მართლა არა მაქვს,
ლოგიკურია შენს კითხვებზე ჩემი სიჩუმე.
ფიქრი დროდადრო უნებურად მაცლის არაქათს
და რა ვუყო, რომ შენ ხასიათს ესეც გიფუჭებს.

ყავა უშაქრო, გარინდული ერთი ოთახი,
გარეთ ამინდი არეული და შავი ღამე,
მუსიკა წყნარი _ ბეთჰოვენი ,თუნდაც მოცარტი...
- ო, ღმერთო ჩემო , ასე როდის გადავიღალე...
                     
                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები