ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
8 აგვისტო, 2018


ნიკორა

არ გეგონოთ ზღაპარი
იყო თან არც იყო რა,
გუშინ ჩვენმა შუქიამ
ხბო მოიგო ნიკორა.

კომბოსტოში კი არა -
დაიბადა ჩალაში,
მე და ბებო ჩაგვაგდო
თან დიდ ხათაბალაში.

არ იფიქროთ პატარა
გავახვიეთ საბანში,
როგორც გაჩნდა დედიკოს
გადავუსვით ბაგაში.

შუქიამ რომ გალოკა,
ბებომ მითხრა ხარია,
მე ნიკორა დავარქვი
ჰოდა ეს მიხარია!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს