ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
9 აგვისტო, 2018


ციკლონი და მდუმარე ყვავები ( 4 )

იმპერატორს პასუხი არ გაუცია. რომც გაეცა ფლავიუსი მაინც ვერ გაიგონებდა. მისი გონებაში ნელა ჩაიღვარა ბურუსი, რომელმაც ჯერ აზროვნება გაუყინა, შემდეგ კი მთელი სხეული. ფლავიუსს მოეჩვენა რომ წითელი ლაქები ჩამოექცა თვალებზე და მთელ სხეულზე წებოვანი სითხე იგრძნო. ამ ბურუსში სავარძელში მჯდომარე ჩანდა როგორც...
ჩანდა როგორ იმპერატორი... რომელიც სულ არ გავდა იმპერატორს. იმპერატორი, რომელსაც თვალები საზიზღარი ფერ-უმარილით გაედღაბნა. ქალის მოსასხამში გახვეულიყო. უზამაზარო რგოლები გაერჭო ყურებში. თმები გადაეგლისა გრძელ ვარცხნილობაში და გაეხვია წითელ თავსაფარში, რომელიც შეილება ყოფილიყო მხოლოდ...
- ნიზა?!... ამოიხრიალა ფლავიუსმა. ნიზა?!
ფლავიუსი გაოგნდა. მის გონებაში ტიბრმა უეცრად უკუღმა იყო დინება და ნელა ნელა გაიშალა განვლილი ცხოვრების ყველა საიდუმლო და მოგონება:
ნიზას სიკვდილი და სისხლიან გუბესთან მდგარი იმპერატორი;
პირველი ბარბაროსი, რომელიც... რომელიც ძალიან გავდა...
- შენი ტყუპის ცალი, ფლავიუსი ვერ ხვდებოდა ნიზა თვალებით ესაუბრებოდა თუ სიტყვებით.
პირველი ბარბაროსი... რომელიც სულაც არ იყო პირველი... არამედ... უკანასკნელი... უკანასკნელი ბარბაროსი... საკუთარი თავის მკვლელობა, ბარბაროსთა შემოსევამდე რომის უკანასკნელი თესლის მკვლელობა... ბარბაროსები?!
- არ არსებობენ ბარბაროსები, კვლავ თვალებით უპასუხა იმპერატორმა-ნიზამ.
ფლავიუსს სული უგუბდებოდა. აურელიანო?!
- შავკაფტანიანია აურელიანოც, მამაშენის ერთგული მონათყოფილი.
მამა... ფლავიუსს სული უგუბდებოდა... მამა... სუნთქვა ეკვროდა, სისხლი აწვებოდა, ფილტვები ებერებოდა და მისმა გრძნობებმა ერთ გრძელ ნაკადად ამოხეთქა: რატომ?!!!
- მამაშენმა შექმნა ბარბაროსების ფანტომი, - კუთხიდან სინათლეზე გამოვიდა ცენტურიონი. ისევე როგორც შექმნა სიმართლის ფანტომი. ისევე როგორც ყველა დანარჩენი ფანტომები.
- რატოომ?!!! ხრიალებდა ფლავიუსი და ტიბრის ტალღებში ცისფერი თვალების უკანასკნელ ნაპერწკლებს ხედავდა, ჩუმი კვნესით: გეშთალთ, გეშთალთ.
- მამაშენმა განიზრახა ეს მსხვერპლთშეწირვა. საკუთარი შვილის მიერ თვითმკვლელობა. რათა ბარბაროსების შემოსევამდე ფლავიუსთა გვარის წრე შეკრულიყო, - აურლიანომ მონათყოფილის სიყვარულით თავზე გადაუსვა ფლავიუსს ხელი.
- რატოომ?! ... კვლავ ხრიალებდა ფლავიუსი, - რატომ?!... რატომ მე? რატომ ფლავიუსები?
და დუმილში, რომლითაც დამსწრეთ ამ კითხვას უპასუხეს ფლავიუსს ჩაესმა მხიარული ხმა შეუბრალებელი აზიელი დესპოტის. ხუმრობა, რომლის გახსენებასაც ამდენი ხანი ამაოდ ცდილობდა. ისტორია ბარბაროსთა დაუმარცხებელ წინამძღოლზე, ჰანიბალზე, რომელიც მხოლოდ იდიოტმა ფლავიუსმა დაამარცხა. ხუმრობა იდიოტიზმზე, რომელიც ერთადერთი გადაურჩება ბარბაროსთა გამანადგურებელ შემოსევას.
და ფლავიუსის იდიოტიზმით დაბინდულ გონებას მისწვდა დანიშნულების არსი, რომელიც ამ წრეში უნდა აღსრულებულიყო. ფლავიუსმა ნიზას გაუსწოა თვალი. და ბარბაროსთა ჯიშის ამ გამოფიტულ თესლში, ბერწ ქალში, რომის წაშლილ არსებობაში ამოიკითხა ამოწურული ბარბაროსის, ბარბაროსამდელი სამყაროს უკანასკნელი სურვილი: გამოცხდაებული მკვლელობის ვინაობა, სიკვდილის სურვილი.
ტაძრიდან ჩუმად გამოვიდნენ ვესტას ქურუმები და ბერძნულ ქოროდ დაეწყვნენ:
Zeig uns durch deine Passion (გერმანულზე უკაცრავად),
ბარბაროსული ორატორიის სიტყვები ღამის ცაზე ყველა მიმართულებით შემოსევის სიგნალს იძლეოდნენ, საზეიმოდ ამცნობდნენ ყველას ძველი სამყაროს გარდაცვალების წამს.
ფლავიუსი ნიზას მიუახლოვდა. საოცარი იყო ნიზას თვალები ამ უკანასკნელი სურვილით. ქოროს შემზარავი ხმისა და ნიზას თვალების ცეცხლში ფლავიუსი ხედავდა ბარბაროსთა მოდგმის დანიშნულებას: საკუთარი განადგურების დრამის განცდას, ბარბაროსთა შემოსევის დაუძლეველ შიშსა და სურვილს.
ფლავიუსმა თავზე მოხვია ნიზას ხელი, თავისაკენ მიიზიდა და ტუჩებში ჩაეწება. ისრუტავდა მისი ტუჩების სიტკობის, და მასთან გარეულ თბილ წებოვან სისხლს. იმპერატორის სხეული ყრუდ დაეცა ფილებზე, ფლავიუსი კი კვლავ გრძნობდა სისხლის ფეთქვას. სხეულის ექო მარმარილოს კედლებში გამრავლდა და გარეთ გაიჭრა. და ფლავიუსს მოეჩვენა, რომ მირიადობით მდუმარე ყვავის შემზარავი ოდა აყვა მისი ამბორის გამოძახილს.
საოცრება ხდებოდა ღამის ცაზე. ყვავების ურდოები წამოშლილიყვნენ და ერთვებოდნენ ერთ უზარმაზარ ფერხულში, რომელის კუდიც შორეულ ჰორიზონტზე იკარგებოდა. ვესტას ქორო შემზარავად გაჰყვიროდა:
Wen suchet ihr?
ტაძარი ტოტრტმანებდა. ყვავები უკვე გამანადგურებელ ქარიშხალში ტრიალებდნენ, რომელიც დიდი ქალაქის წალეკვისათვის ემზადებოდა. ამ ციკლონის საშოდან ღამის ცაზე გამოდიოდნენ უცნაური გმირები, გარდაცვლილ ბარბაროსთა ფანტომები. ტაძარს გადაუფრინა პარიკიანმა ფიგურამ, რომელიც მილებიან ხელსაწყოზე პედლებს აწვებოდა. ფუნჯიანმა მხატვარმა, რომელიც წითელ საღებავს აზავებდა. და კიდევ ბევრმა ამგვარმა ბარბაროსმა. და როდესაც ქარბუქის წრე შეიკრა, ღამის ცაზე იელვა: მორევიდან ღამის სიმშრალეში ფრთების ჩუმი შრიალით მოფრინავდა ვეებერთელა, ჯერ არნახული ყვავი. მას უზარმაზარ, ყოვლისგამჭვრეტ თვალზე დიდი წითელი ტუჩები ჰქონდა. ყვავი მონუსხული დააცხრა ძუ მგელის ქანდაკებას. ბარბაროსთა მოდგმის თესლი გააცოცხლა ტუჩებიანმა თვალმა. ფლავიუსმა სისხლიან, მეშვიდე ბეჭდით დასმული სახე მოწყვიტა ნიზას და მოლაპარაკე ყვავს გაუსწორა მზერა. ბარბაროსები რომის კარიბჭესთან იყვნენ. რომაელთა, ბარბაროსამდელ ადამიანთა, ფლავიუსთა მოდგმის წრე შეკრული იყო. და ფლავიუსიც დაშნით ხელში ეგებებოდა ქარიშხალს. უკანასკნელი, თიხის ფირფიტებიდან ნიზას სიტყვები შემოესმა ღამის ცაზე, ციკლონსა და მორევში გადაშვებულ ფლავიუსს:
გვარში პირველს ჯვარზე მიაბამენ, გვარში უკანასკნელს კი ყვავები შეჭამენ.

                                 
                                                                                                                  დ ა ს ა ს რ უ ლ ი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები