ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დუმილა
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2018


რვა უგონო ჰაიკუ

და რაც დრო გადის,
ბევრად უკეთ მესმის ლანდების.
ან თავს ვიტყუებ, ბევრად უკეთ.

ეკალი რაა აღარ მახსოვს,
შიშზე დამღლელია ბოლო წამი,
წარსულის და არა მომავლის.

ზამთარმა დაღალა ძაღლი.
ან უღრენდა იებს, ან უღიმოდა.
მე მომბეზრდა და სამივე მივატოვე.

გაკვირვება მაკვირვებს,
ადამიანებმა გადამაჩვიეს.
ამიტომაც ვხედავ უსასრულობის ბოლოს.

გაშალა ფრთები
ქარმა თუ ქალმა ვერ გავარჩიე.
არც მიცდია ისე ციოდა.

მდუმარება დამაბრალა
დაკარგულმა აპრილის კვირტმა.
მეც დავიბრალე.

თვალი გამექცა
მომღიმარი ალუბლებისკენ.
ბავშვი ვარ ისევ.

ვიცი ღმერთს ეღიმება,
მაგრამ მაინც...
რაა ჭაღარა, თუკი მხოლოდ დღეს დავიბადე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს