ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 აგვისტო, 2018


რელიგიური თავისუფლებების შესახებ

რელიგიური თავისუფლებების შესახებ


ბრძენო ხალხო, რა არ მოგწონს? აკი, კომუნისტები ზღუდავდნენო რელიგიურ თავისუფლებებსო, ხომ? სინამდვილეში არ ზღუდავდნენ, ტყუილია. ვისაც უნდოდა ეკლესიაში სიარული, დადიოდა. მაგრამ ქართველი ხალხის მტერმა დასავლეთის აგენტებმა შენ ხომ დაგაჯერეს, რომ კომუნისტები ზღუდავდნენო რელიგიურ თავისუფლებებსო, ხომ? და შენ შენი სიბრძნით ხომ დაიჯერე, ხომ? ხომ დაამხე საბჭოთა წყობა. სწორედაც წყობა დაამხე, თორემ დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა წყობაც შეიძლებოდა ყოფილიყო - უფასო მედიცინით, უფასო განათლებით, უფასო ბინებით, კომუნალური გადასახადებით ხელფასის 3-5 პროცენტის ოდენობით, და უამრავი სხვა სიკეთეებით, და ემიგრანტების გარეშე. ახლა ხომ არავინ არ ზღუდავს რელიგიურ თავისუფლებებს, არა? ახლა რაღა ჯანდაბა აღარ მოგწონს, შე ბრძენო, შენა? რაო, ბრძენო, ახლა შენსგან განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობლის ადამიანებისთვის არსებული რელიგიური თავისუფლებები აღარ მოგწონს? ბრძენი ხარ, ბრძენი. რაო, შენსგან განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობლის ადამიანებისთვის არსებული რელიგიური თავისუფლებები აღარ გინდა? რელიგიური თავისუფლებები მარტო შენთვის გინდა? სხვებისთვის არა? მაშინ ევრო კავშირში რომ ძალით ეტენები, რა, არ იცი, რომ ევრო კავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ რელიგიური თავისუფლებები ყველა რელიგიური აღმსარებლობლის ადამიანებისთვის? იცი, და მაინც ძალით ეტენები? ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, და ნურც მოფრინდებიო, სიმღერაში რომ არის, ისე გინდა? სიტყვა ”მარაზმი” რას ნიშნავს? ბრძენი ხარ, ბრძენი.

და რას მოითხოვენ? აჭარლებო, აჭარის მთავრობავ, აჭარის ბიუჯეტის ფულით, ნუ ააშენებთ მეჩეთსო? და რომ შეეკითხებიან, რატომო, რას უპასუხებენ? ჩვენ ასეთი სურვილი გვაქვსო, რომ თქვენ მეჩეთი არ ააშენოთო? და თქვენი, აჭარლების, აჭარის მთავრობის, აზრი, ფეხებზე გვკიდიაო?

და რელიგიური თავისუფლებებიო?

რას უპასუხებენ? თქვენი რელიგიური თავისუფლებები ფეხებზე გვკიდიაო?

ჩვენ მარტო ჩვენი ჯგუფის რელიგიური თავისუფლებები გვინდაო?

კიდევ, ისეთი დებილები ვართ, ან თავს სპეციალურად ისე ვისულელებთ, რომ ვერ ვხვდებით, რომ ყველა ქართველის წინაპრის რელიგია მე-4 საუკუნემდე წარმართობა იყოო? ამიტომ ფეხებზე გვკიდია მე-4 საუკუნემდე ყველა ქართველის წინაპრის, ანუ ჩვენი წინაპრების, რელიგიური თავისუფლებებიცო?

დაასახელეთ კანონი, რომელი კანონის საფუძველზე ითხოვთ აჭარის ძირძველი მოსახლეობის რელიგიური თავისუფლების უფლების გაუქმებას?

რაო, რას ამბობთ? კანონი ხომ გვკიდია და გვკიდიაო ფეხებზეო, ისეთი დიდი ფეხები გვაქვს, მთელი ქვეყანა ზედ ეტევაო? მერე რა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამოკლებითო? დიდი ფეხების, და პატარა თავის გამოისობითო?

სახელმწიფოა სუსტი, თორემ დასაჭერია დივერსანტები, რომლებიც აჭარის ძირძველი მოსახლეობის რელიგიური თავისუფლების უფლების გაუქმებას ითხოვენ, რითაც რელიგიურ შუღლს აღვივებენ. ეს არის არა მარტო აჭარის მოსახლეობის უმრავლესობის აზრი, არამედ მოქმედი კანონის დანაწესიც.

გეკითხებით, როცა ერთი რელიგიის მიმდევარი მეორე რელიგიის მიმდევარს სალოცავი სახლის აშენებას უკრძალავს, ასეთ ადამიანს ტვინი აქვს? და თუ აქვს, მაშინ ვინ არის? პროვოკატორი, რომლის მიზანი რელიგიური შუღლის გაღვივებაა, და საბოლოოდ, რელიგიური ომის გაჩაღება?


ტვინნაღრძობების ბოდვებზე რთულია კომენტარის გაკეთება, ევრო კავშირში ძალით რომ ეტენებიან, იმ ევროკავშირში, რომელიც საკუთარი წესების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რელიგიური თავისუფლებების დაცვას ითხოვს. გიჟების ლოგიკა ანალიზს არ ექვემდებარება. ევრო კავშირში ძალით ეტენებიან, და თან ითხოვენ ევრო  კავშირის წესების (და საქართველოს კონსტიტუციის) საწინააღმდეგოდ, რელიგიური თავისუფლების გაუქმებას მათგან განსხვავებული ყველა სხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვის. გიჟების ლოგიკა ანალიზს არ ექვემდებარება.

3,6 მილიონი ადამიანის სახელით, მცირე ჯგუფი, არავისგან არა უფლებამოსილი, დაახლოებით 7 ან 8 მილიარდ ადამიანს თხოვს საკუთარ რელიგიაზე უარის თქმას. მათ შორის ჩეჩნებს. აქვს თუ არა საზღვარი რეალობისგან მოწყვეტას?

რატომ არ შეუძლიათ ცალკეულ ადამიანებს სხვისი  რელიგიური უფლებების პატივისცემა? საინტერესო კითხვაა. ვპასუხობ კითხვას: უმრავლესს შემთხვევაში, იმის გამო, რომ ტვინი აქვთ ნაღრძნობი.

ტვინნაღრძნობები საკუთარი რელიგიის პატივისცემის ნიშნად ითხოვენ, რომ  დაახლოებით 7-მა ან 8 მილიარდმა ადამიანმა უარი თქვას საკუთარ რელიგიაზე. მათ შორის კათოლიკებმა, პროტესტანტებმა, ყველამ.

ფაქტიურად, ჩეჩნებსაც თხოვენ რელიგიის შეცვლას. ფაქტიურად, ეუბნებიან, ოდესღაც, თქვენ წარმართები იყავით, ჩვენსავითო, ამიტომ თქვენ თქვენს რელიგიაზე, მუსულმანობაზე, უარი თქვით, წარმართობას დაუბრუნდით, ჩვენ კი ჩვენს რელიგიაზე უარს არ ვიტყვით, წარმართობას არ დავუბრენდებითო. იუმორინაა. რეალობისგან სრული მოწყვეტა. სიგიჟე.

აჭარა, დააკვირდი, ფსიქიკურად დაავადებულები თვლიან, რომ თუ შენ სარგებლობ შენი რელიგიური თავისუფლებით, ეს მათი შეურაცხყოფაა. გაიგე, ისინი გიჟები არიან.


როგორ უნდა გავიგოთ წინამდებარე სტატია?

აი, ასე: თუ საქართველო ევრო კავშირისკენ ”მიისწრაფის”, მაშინ უნდა შეეგუოს ევროკავშირის  წესებს, რომელიც, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია,  ითვალისწინებს რელიგიურ თავისუფლებებს,  ყველას აქვს უფლება თავისი მრწამსის შესაბამისი სალოცავი სახლი ააშენოს.

მაგრამ ტვინნაღრძნობებზე არავითარი ლოგიკა არ მოქმედებს. რატომ არ მოქმედებს ტვინნაღრძნობებზე არავითარი ლოგიკა? მიზეზი მარტივია. ავად არიან. როცა ორი ერთმანეთის გამომრიცხავი იდეა ერთ თავში ერთდროულად არსებობს და მშვიდობიანად თანაარსებობს, ამას პარანოიდალური შიზოფრენია ჰქვია. ავად არიან. იდიოტები არიან. შეუძლებელს ითხოვენ. ევრო კავშირშიც ეტენებიან, თანაც უარს აცხადებენ ევრო კავშირის წესების (და საქართველოს კონსტიტუციის) დაცვაზე რელიგიური თავისუფლებების შესახებ.

რაო, არ არიან ავად? ჯანმრთელები არიან? კარგით. არ დავიწყებ დავას. არ არის სავალდებულო მაინდამაინც საგიჟეთში მოთავსება. ჯანმრთელები არიან? მაშინ ციხეში.


ტვინნაღრძნობების საყურადღებოდ ვამბობ, ნუ არღვევთ კანონს, შეწყვიტეთ ბოდვა, ნუ უკრძალავთ სხვებს მათი რელიგიური თავისუფლების უფლებით სარგებლობას.

ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გაიაზრეთ, რომ მსოფლიოში მუსულმანი ქართველი დაახლოებით 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტია, ვიდრე ქრისტიანი ქართველი.  მარტო ირანში და თურქეთში ცხოვრობს დაახლოებით  5-8-10-12  მილიონი მუსულმანი ქართველი.

რელიგიაზე ბოდვას თავი დაანებეთ. რას ითხოვთ და ტვინნაღრძნობობის გამო სიტყვით ვერ გამოთქვამთ?
საზღვრების ფაქტიურ ჩაკეტვას? ანუ, ემიგრაციის თითქმის 100 პროცენტიან აკრძალვას? ჰოდა, ეს მოითხოვეთ. ოღონდ მხედველობაში გქონდეთ, რომ საზღვარი ორმხრივად ჩაიკეტება, ვერც სხვა შემოვა, მცირე გამონაკლისების გარდა, მაგრამ ვერც თქვენ გახვალთ, მცირე გამონაკლისების გარდა. სიტყვები ”ევრო კავშირი” და ”უვიზო მიმოსვლა” დაივიწყეთ.


ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,

ვითხოვთ,

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ტვინნაღრძნობები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  142-ე (”ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა”), 144-ე პრიმა 3 (”დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა”), 155-ე (”რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა”), 156-ე (”დევნა”), 166-ე (”პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა”), 239-ე პრიმა 1 (”ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება”), 407-ე (”გენოციდი”) და 408-ე (”დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ”) მუხლების დანაწესის  საწინააღმდეგოდ სხვებს ურღვევენ რელიგიური თავისუფლების უფლებას, სჩადიან რელიგიური ნიშნით სხვა დანაშაულს ან დანაშაულის მცდელობას.






კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
8.08.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს