ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2018


მე, ათი წლისა ვარ

  მე, ათი წლისა ვარ!
                        ვუძღვნი გმირულად დაღუპულ ჯარისკაცთა შვილებს,
                      რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ დაიბადნენ
                                                          ავტორი
- მე, ათი წლისა ვარ! - ცქრიალა გოგონა
ზეცაში თვალებით დაეძებს ანგელოზს; -
- აკვანზე ჯვარცმული იმედით ცოცხლ;ობდა 
დედა, რომ  ,,ტანჯვის გზა“  ბოლომდე გაევლო;
ცვიოდა ბომბები, ფანტელი  ნამსხვრევის,
და ცეცხლის სისინი ებურა ალუბალს,
ცრემლებით, შიშით და ხმიადის ნახევრით,
უფალი სიცოცხლეს ჩირაღდნად წაუძღვა! ...
მე, ათი წლისა ვარ! - ცქრიალა გოგონამ,
ზეცაში თვალებით მოძებნა მამიკო,
სევდიან მზერაში ნაღველი მოთოკა,
იქ არის! სულ მაღლა, ვარსკვლავად აენთო! ...
ნოტიო  ფიქრები სივრცეში ჰკიდია,
ნახანძრალ დვრიტაზე შემხმარა სიცილი,
ეგ სევდა ბავშვური, ყველაზე დიდია,
ქართული მიწისთვის ალალად მიძღვნილი! ...
ცხოვრება გრძელდება და ათვცლის წერტილი,
დაიწყო  აგვისტოს  ,,ცბიერი ომიდან,“
ახალი სიცოცხლე, იმ მიწას შეზრდილი,
ვარსკვლავთა სხივფენით ჩემამდეც მოვიდა!
მოვიდა, შეავსო  ,,წინაპრის ფიალა,“
დატოვა ბავშვობა  ,,მაჩაბლის მამულში,“
ქართულმა იქორმა ამაყად იარა,
მახვილი ქარქაშში მაინც არ ჩავუშვით!  ...
და ვივლით, გასათელს, გავთელავთ ბილიკებს
ამ  ომის კბილანი, ვიქნებით ყველანი,
იმედი ჩვენთვისაც რიჟრაჟზე იყივლებს
,,და საკვირველნი იქნება ძლევანი!ც“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს