ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2018


" რკინის " ქალი

მიეჩვია....( არა , კიარ მიეჩვია,
შეუცნობლად აიძულეს თითქოს)
-რკინის ნერვით, რკინის ფიქრით
და რკინისვე ნებისყოფით
ყოვლისგამძლე  "რკინის" ქალი იყოს.

ვერ მიჰყვება გულის ცემა
დამსხვრეული ძვლების ჭრიალს-
გარეთ ფერი შეუცვლია ამინდს,
გული ბევრჯერ გაიცივა,
თვალიც ბევრჯერ აარიდა
ლანდებს ბნელი ღამის.


ამტვრევს ვნება სულის ჩარჩოს
და იჭრება სისხლში სტვენით
გაზაფხულის დარად,
საკუთარი თავი ახრჩობს,
გვიანია სინანული-
უკვირს თურმე როგორ გაიბზარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს