ნაწარმოებები



ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2018


- მადლიერი ვარ -



მადლიერი ვარ ყველა განცდისთვის: ტკივილსთვის, რომ მეგობარი სიყრმის წამართვი და შენთან დააბინავე...რომ მიღალატეს (მრავალმა, ბევრმა), რომ მციოდა ხშირად, იქ, მკერდვეშ რომ იცის, რომ სიყვარული ის ა რ ა რ ი ს რაც მე მეგონა, რომ ზოგჯერ მწყუროდა მოახლოვება საცა არაარსსულთქმა...რომ გულბოროტთა ვნახე თვალები, რომ გამამტყუნეს, როდესაც არ ვცრუობდი და გამამრთლეს ათასჯერფლიდი... რომ ხელი, გამომშრალი და ესოდენ ცივი დედამ ჩემმა უკანასკნელად საუკუნოდ თბილად მაჩუქა, რომ მამაჩემის ყიფლიბანდიდან ამოსული ცისფერი ბუშტი ჩემსთვალწინ ზეცისკენ წარემართა, რომ ჩემი შვილი იმ დროს მაჩუქე, როდესაც არავინ არაფერს... რომ ის გამიზარდე და რომ მისი დანახვა შენი ხილვის ტოლფასი გახდა (ვიცი, გამიგებ)...რომ ყველა განსაცდელის და სიხარულის მოახლოვებას წინასწარ მამცნობ, რომ ათასდანაკარგს ათიათასი მოჰყვებოდა ნუგეშად სითბო, რომ იმ ხის ძირმა (მე რომ მოვჭერი) კვლავ ამოიყარა...რომ მოპარული არ შემერგო და რომ წართმეული დავაბრუნე, რომ მას შემდეგ სულ ვიძარცვები და ეს არ მადარდებს, რომ მხვდები ყველგან და სულმუდამ მირჩევ რომ გავცე, რომ წამაქციე და უცხოს ხელით წამომაყენე, რომ დამანახე გარშემო ყველა და ამით გული აღარ გამიტყდა... რომ ახლა წამი ასე გრძელია...ასე რომ მრცხვენია...რომ აღარ ვხარხარებ რომ აღარ ვბღავი, რომ (სულ ცოტათი მოწყენილს) მიღიმის გული... რომ ოდესღაც მთავარი გახდა უმნიშვნელო და შეუმჩნეველი ყველაფრისმთქმელი... რომ მიმახვედრე რომ თურმე ფოთოლსაც შესძლებია სიხარული...და რომ მტვერიც შესამჩნევია...რომ ბოლო წამზე ხშირად მაფიქრებ და რომ სამზადისს უკვე ვეწევი... რამდენი კიდევ... კიდევ რამდენი... მადლიერი ვარ...მადლიერი ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები