ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: იადონი
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2018


კერამიკული სათამაშო ნაწილი 3

  შაბათი დღე თითქოს არაფრით მთავრდებოდა. სახლში ადგილს ვერ ვპოულობდი. ვცადე გარეთ გასვლა, მაგრამ ძველ ნაცნობებთან საუბრის სურვილი ჩემი გართობის სურვილზე ნაკლები იყო. ისევ მივედი დიდ თაროებთან, ავარჩიე წიგნი და კითხვას შევუდექი. აქამდე კითხვის პროცესში, ყოველთვის გმირების ცხოვრებით ვცხოვრობდი. ახლა კი, გულს ვერ ვუდებდი კითხვას. დრო საშინლად იწელებოდა, თითქოს საათის ისრები სწორედ ამ საღამოს დაიღალნენ და ძალაგამოლეულნი საშინლად მიიზლაზნებოდნენ. საღამოს დაბლა ჩავედი, დედა ისევ ტახტზე იჯდა. მივუახლოვდი, საქსოვი ძაფი დაბლა დავდე და კალთაში ჩავუდე თავი. ყოველთვის მიყვარდა ჩემს კულულებს როცა ეთამაშებოდა ხოლმე დედა. სულ ეგონა, რომ როგორმე დამიშლიდა, გამისწორებდა მაგრამ ზამბარებივით ხტუნავდნენ ჩემი თმები მის ხელებში. ნაზად ეღიმებოდა ხოლმე, ხშირად მეტყოდა: - შენსავით ჯიუტი თმები გაქვს-ო. ახლაც გადადო ჩხირები და ნაზი, გამხდარი თითები თმებში შემიცურა. თვალები დავხუჭე, მოგონებებში გადავვარდი. უეცრად შევხედე და ვკითხე:
- დედი, მომიყევი მამაზე, როგორ გაიცანი. მამა შენთვის პირველი სიყვარული იყო?
- ო, კლერ, ძვირფასო, რატომ დაინტერესდი? - თითქმის გულაჩუყებულმა მიპასუხა და კულული ყურიდან გადამიწია.
- თითქმის არაფერი ვიცი მასზე, ხოლო რაც ვიცი კარგი არაფერი. როგორ შეგიყვარდა? სად შეხვდით? მაინტერესებს მამა შენი თვალებიდან.
- ჯონი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო კლერ!
- ეგ ვიცი, მაგრამ როგორ უნდა მიხვდე ადამიანი მეგობრულად მოგწონს თუ გიყვარს? ან მამას გარდა არავინ გყვარებია დე? - დაჟინებული მზერით მივაშტერდი კითხვისგან დამფრთხალ ქალს.
- კი, დაახლოებით შენი ასაკის ვიყავი ერთი ბიჭი რომ შემიყვარდა. მაღალი, თავდაჯერებული, ჭკვიანი, ამბიციური. ზუსტად ისეთი 16 წლის გოგოს თავს რომ თავდავიწყებით შეაყვარებდა. - უცებ გაეღიმა, თვალების კუთხეებთან ნაოჭები ლამაზად დაეჭმუჭნა. - რომ იცოდე მამაშენი როგორ ეჭვიანობდა,მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ვუყვარდი. თუმცა იმ ყმაწვილის მიმართ ჩემს გრძნობას დღეს უკვე ვეღარ დავარქმევ დანმდვილ სიყვარულს, ჩემო ლამაზო. რაც დრო გადის, მით უფრო გეცვლება წარმოდგენები ადამიანებზე, გრძნობებზე ურთიერთდამოკიდებულებებზე. თავიდან ყველაფერს მძაფრი სახით აღიქვამ, გგონია რომ ქვეყნად ვერავინ გაიგებს რა ძლიერია რაღაც შენში. ამ ყველაფერს კი გაღვივება თუ არ ჰქონდა მეორე მხრიდან დროთა განმავლობაში ხუნდება და ფერს კარგავს. რჩება იმედგაცრუებად, რომელსც  შემდეგ მხოლოდ ღიმილითა და თვალზე ცრემლით იხსენებ.
- რატომ დაშორდით? - რა იცოდი იქნებ შენი ბედი იყო ზუსტად?!
- ჩვენ ბედს ჩვენვე ვქმნით კლერ, სისულელეა იფიქრო რომ რაღაც წინასწარ არის დაწერილი და იმ ინსტრუქციას მიჰყვები. ცხოვრებაში დამთხვევები ხშირად ხდება, სწორედ ამიტომ სჯერა ხალხს ბედისწერის. - უცებ გაჩერდა, მცირე პაუზის შემდეგ კი გააგრძელა. - ის ყმაწვილი დედაქალაქში წავიდა. დღევანდელი  დრო რომ ყოფილიყო, ალბათ გავაგრძელებდით ურთიერთობას წერილებით მაინც. მალევე დავიკარგეთ. ჯონი კი, ისეთი მზრუნველი და თბილი იყო, ისეთი კეთილშობილი. მე ის მანამდე მიყვარდა, სანამ მივხვდებოდი ამას.
დედას სიტყვებმა დამაფიქრა. ესეიგი შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ ვერ ხვდებოდე, ან არ გიყვარდეს და გეგონოს რომ გიყვარს. რა უცნაურია. სხვის შეცდომებზე სწავლობენო გამიგია, მაგრამ როგორ უნდა მესწავლა სხვის შეცდომებზე, როცა ვერ ვხვდები რომელი იყო შეცდომა? იქნებ მისი ნამდვილი სიყვარული ის ბიჭი იყო, უბრალოდ დრომ და სიყუაციამ უცებ დააშორა ერთმანეთს და ამასთან შესაბრძოლებლად ძალიან ახალგაზრდები იყვნენ? თავში აზრებს ვერ ვალაგებდი. უეცრად უცნაური კითხვა წამოვიძახე:
- დედი, რა არის სიყვარული?
- სიყვარული დიდი გრძნობაა შვილო, სიყვარული გავსებს რაღაც უხილავი ენერგიით, დაატრიალებს სამყაროს შენს გარშემო და შენც არ გინდა კარუსელიდან ჩამოსვლა. ჭირვეულობ პატარა ბავშვივით და გაცისკროვნებული თვალებით უყურებ გვერდით მჯდომს. სიყვარული იმედია, ნდობაა, ურთიერთგაგებაა... უპირობო ვალდებულებაა, პასუხისმგებლობაა. იგი ისეთი ძლიერია ყველანაირ ბოროტებას დაძლევს, თან ისეთი ფაქიზია ერთი არასწორი ნაბიჯითაც კი შეგიძლია მოკლა. შეუძლებელია ამ ყველაფერს გრძნობდე ერთი ადამიანის მიმართ და არ იყოს ის შენთვის გამორჩეული.
- ამ ყველაფერს გრძნობდი მამას მიმათ?
- შეიძლება თითით საჩვენებული არ იყო ჯონი, მაგრამ მას არასდროს უღალატია ჩვენისიყვარულისადმი. - ბოლო სიტყვები თითქმის წაიბურტყუნა დედამ. თავი ავწიე და მის თვალებში უსაზღვრ ტკივილისა თუ ცრემლის ქარიშხალი აღმოვაჩნინე. ლოყაზე ვაკოცე, გაშეშებული თვალები ჩემკენ დაიძრნენ.
- ძალიან მიყვარხარ დედა!
- თქვენით ვცოცხლობ კლერ!
ვცადე საუბარი აღარ გამეგრძელებინა ასადგომად წამოვიწიე, როცა დედამ არ გამიშვა:
- საით?
- ცოტახნით კიდევ წავიკითხავ, ხოლო მერე დავწვები.
- კლერ, ჯეიმსი შენზე ძალიან ნერვიულობს!
- ჩემს გამო ნერვიულობა არ ღირს! - უეცრად ბრაზი მომაწვა სახეზე, მინდოდა მეთქვა, რომ საკმარისად დიდი ვარ, უფროსი ძამიკოს კუდში სადევრად, მაგრამ თავი შეიკავე.
- რას ამბობ კლერ, შენ ჩვენი ოჯახის ბრილიანტი ხარ!
- ნუ ჩამკეტავთ ზარდახშაში, მომეცით უფლება ვიბრწყინო.
- ზარდახშაში? რას ამბობ კლერ?! არსებობს ისეთი ვინმე, ვისთანაც ბრწყინვას შეძლებ?
- ჯერ არაფერი ვიცი დედი. - რა უნდა მეთქვა იმ ადამიანზე, რომელსაც მე თვითონ არ ვენდობოდი და ვერც გამეგო რატომ ვიყავიმოუსვენრად, ყოველთვის, როცა მახსენდებოდა. - უბრალოდ მოვლენებს არ მინდა გავუსწრო წინ. იმედის გაცრუების მეშინია. ნაწილებად დავიმსხვრევი გაწბილებისას..
ამ სიტყვების მერე დედას აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გამიღიმა, ძილინებისა მისურვა და საძინებელში გამიშვა. თავში ქაოსი მქონდა, ერთადერთი რაც ვიცოდი ის იყო, რომ ჩემს თავში უნდა გავრკვეულიყავი, რატომ მაფორიაქებდა ასე ნიკი და რას ველოდი მისგან. ან კი ველოდი საერთოდ რამეს? ამ ფიქრების დროს კი ჩამეძინა.
დილით კარებზე ზარმა გამაღვიძა. ჯერ მხოლოდ შვიდი საათი იყო. გამიკვირდა კვირა დღეს, ამ დროს ზარი, თან ცოტათი შემეშინდა კიდეც. ჩამოვირბინე კიბე და კარი გავაღე. ირგვლივ არავინ იყო. ის-ის იყო დახურვას ვაპირებდი, რომ ქვაფენილზე ცარცით წარწერა შევნიშნე:
„სახელური შეამოწმე..“
ხელწერა ვიცანი, მივხვდი ვინც იყო. კარებს გარეთა მხრიდან სახელურზე ლენტით წერილი ეკიდა. ლენტაში პაწაწინა ია იყო დამაგრებული. გამეღიმა, მოვხსენი სახელურიდან კონვერტი და ხალათის ჯიბეში ჩავდე. წარწერა გადავშალე თუარა უკან ფეხის ხმა გავიგე.
- აქ რას აკეთებ კლერ? - ჯეიმსი გაოგნებული მიყურებდა.
- კარზე ზარი იყო, ირგვლივ კი არავინ ჩანს! - ძლივს ვუპასუხე გულამოვარდნილმა.
- რატომ გაწითლლდი?
- არვიცი. რომ მოვედი არავინ დამხვდა. შენ კი შემაშინე, ისე უცებ მომეპარე.
ჯეიმსი  გარეთ გავიდა. ყველაფერი მოათვალიერა, შემოსვლას არ ჩქარობდა, მე კი ადგილზე ძლივს ვიდექი ცნობისმოყვარეობისგან სუნთქვა მქონდა შეკრული.
- ძამიკო, მე ავალ შევწვები საწოლში, გამეყინა ფეხები.
- კარგი კლერ, გააგრძელე ძილი. ცოტა გათენდეს, მერე ვისაუბროთ.
საფეხურები საოცარი სისწრაფით ავირბინე. ჩემში ორი გრძნობა იბრძოდა: თან ვბრაზობდი, როგორ მისცა თავს უფლება ასეთი რამ გაეკეთებინა ჩემთვის, თან მსიამოვნებდა ამხელა გამბედაობის მქონე რომ იყო. საძინებელში შევედი,კარები ჩავკეტე (არ ვიცი რატომ. არასდროს შემოდის ვინმე გაუფრთხილბლად.) შევბობღდი საწოლში მუხლები მოვკეცე, ზედ ხელები შემოვხვიე დავიდე კონვერტი წინ და ვუყურებ. მინდა გავხსნა და წავიკითხო რა წერია , თან არ მინდა წაკითხვა, ვიცი რომ აზრები მერე უფრო ამერევა. გადაწყვეტილების მიღება ცოტა ხნით გადავდე. კონვერტი ბალიშის ქვეშ შევაცურე. ზედ თავი დავდე, მაგრამ ვერ მოვისვენე. „რამე სასწრაფო რომ იყოს?“  „ასე ადრე სხვა შემთხვევაში არ მოვიდოდა..“  „იქნებ როგორი გულით უნდა წამეკითხა?“ „ნეტავ რა წერია?“ „მაგის გამო კინაღამ ჯეიმსმა გამომიჭირა, უპასუხისმგებლოა.“ „არ არის ღირსი წავიკითხო, წესით გაბრაზებული უნდა ვიყო მასზე. უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა.“ „იქნებ რა წერია?!“
ბოლოს გადავწყვიტე გამეხსნა წერილი და ცივი გონებით წამეკითხა. გამეაზრებინა და არ ავჟიტირებულიყავი. კონვერტი გავხსენი და ამოვიღე ორი ფურცელი, რომელიც ერთმანეთზე იყო მიწებებული. არცერთი მხრიდან ეწერა რამე. საწოლზე ზურგზე დავწექი. გარეთ უკვე თენდებოდა. ჩემს ფანჯარაში მზის სხივებმა შემოანთა. უეცრად მკრთალად გამოჩნდა რაღაც ამ ფურცლებზე. მივხვდი, რომ წერილის წასაკითხად სინათლე დამჭირდებოდა. მაშინვე წამოვხტი ფანჯრის შუშას მივაკარი ფურცლები. შიგნიდან მკრთალად გამოჩნდა ნაწერი:

„ძვირფასო კლერ,
შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ წერილების წერა არ მეხერხება. ახლა კი, ამის გაკეთებით შენც რთულ მდგომარეობაში უნდა ჩაგაყენო. სხვა გზა არ მაქვს. იმედი მაქვს მიხვდები პატარა თავსატეხს და შეძლებ ჩემი სიტყვების წაკითხვას.
ხვალ მამა ჩამოდის. დედაქალაქში მივყავარ რამდენიმე დღით. საბოლოოდ უნდა წამოვიღო მისგან ჩემი ნივთები. სიმართლე გითხრა მიხარია, რომ გადმოვდივარ. დიდი ხანია ისე თავისუფლად არავისთან მიგვრძვნია თავი, როგორც შენთან ლაპარაკის დროს გუშინ წინ საღამოს. მადლობა მინდა გითხრა და გთხოვო კიდევ რაღაც გააკეთო ჩემთვის, თუნდაც როგორც მხოლოდ მეგობრისთვის.
ერთი სული მქონდა შაბათ-კვირა როდის გავიდოდა, ძალიან მიდოდა შენი ნახვა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ კიდევ დღეები ვერ გნახავ. ვერ ვნახავ როგორ საყვარლად გაქვს ყვითელი კულულები უბრალო ფანქრით დამაგრებული თავზე, რომ წერის დროს ხელი არ შეგიშალოს. შეგიძლია ორ საათზე მოედანზე მოხვიდე? კუთხეში ერთი ქალი ასეთ იებს ყიდის. იმ ჩიხში შემოდი, იქ დაგელოდები.
ჰო, მიხვდებოდი ალბათ, რომ ნიკი ვარ :)“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს