ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2018


* * *

მე მეტისმეტად ხენეში ვარ იმისათვის,
რომ ეს ცხოვრება მშვიდად ჩავიცვა.
ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც სხვები- სამყაროს  მწვანე მაგისტრალზე
ჩემი კვალი არცერთ ჯერზე არ  აღბეჭდილა.
აწმყოში სდუმან მზენაკლული
ჩემი ფესვები.
წარსულს,  წიგნებში ჩაფენილი
და ფერგაცრეცილი
გვირილებისგან ვიხსენებ მხოლოდ.
არც ხვალე ვიცი რას მომიტანს.
და თუკი მაინც დამაძალეს მისი შემოსვა,
მეტაფორაში გაიშლება
ხალათი გრძელი მკლავებით და
ზედ  შეწმენდილი სიძულვილის,
დამცირების,
ირონიის,
თვალთმაქცობის
მქისე
ნაზავით.
მახრჩობელა სურო-
ხავსები
ამომივსებენ შობითგანვე,
საგანგებოდ  დამჩნეულ
ბზარებს
და
გისოსებზე ჩამომდნარი ლატენტური,
ცვილისფერი მთვარის სხეული გამოიგონებს ღამეს-
რომელიც  ცას სისავსეში
კიდევ ბევრჯერ
დაეტოლება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს