ნაწარმოებები



ავტორი: ქეთ
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2018


უციფრო დღე და დრო უსაათო

დღე უსასრულო, ანუ უფრო უკეთ -
უციფრო დღე იყო და, დრო უსაათო
___________________________

ფიქრის შესართავთან იდექი შენ და
სიგარეტი - 
უფრო საფერფლესთან იყოფდა სარეცელს.
და მაინც ირწმუნე გონების, რომელსაც
უნდა რომ ადგეს და ახლავე აფეთქდეს.
და რომც არ წახვიდე, იმედს აიმედებ -
კართან ატუზულა, ფიქრობს, დაიტოვებ,
შენ კი აღარ გჯერა შენი თავისაც კი,
(მხოლოდ სიგარეტის? იქნებ გააბოლო).
ხედავ, საკუბასი, თვალს რომ არ გაშორებს,
იცდის, თუმცა ალბათ ყელში ამოუვა...
შენ ხომ ნევროტულად პლაჟზე დააბიჯებ,
უნგრევ შეღამებას ყოველ ამოსუნთქვას,
და თვალს ააცილებ ყველა ნაგებობას,
შენც ხომ კარგად იცი, ისე დაიღლები
სხეულს გაიხდი და მთვარეს გადაკიდებ.
მოდი, ჰოდა, მოდი დამაკვირდი,
ისევ არ გაძინებ...
შენი საკუბასი, სიზმრიდან წამოსული,
ზღაპარს მოგიტან და...
სულსაც ამოგივსებ.
_________________________
ჰო, ალბათ - Yesterday.. 3 AM..
ან უფრო უკეთ -
უციფრო დღე და, საათი მერამდენე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები