ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2018


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XXIII )

                                                                                                        ***
                                                                                      (ახლანდელი დრო)

-ეგ როგორ?-მკითხა გაოცებულმა გოგამ.
-ხანდახან ასეც ხდება.
-შენც იქ მიდიხარ, სადაც მამაჩემია?
-იქ კიდევ ბევრი კარგი ადამიანია. მარტო არ ვიქნები.
-მე, რომ მარტო დავრჩები აქ?!
-არც შენ დარჩები მარტო.
-მაინც ვერ გავიგე რატომ მიდიხარ? არ მინდა, რომ წახვიდე.
      მის სიტყვებზე თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა. მკერდზედ ძლიერად მივიკარი და მშვიდად განვაგრძე. -იმიტომ, რომ გაფრენა მსურს. ყოველთვის მინდოდა მაღლა, ღრუბლებში მეფრინა.-ვუთხარი მას.
-მამაჩემმაც ამიტომ დამტოვა?
-ეჭვი მეპარება, მაგრამ რომ ვნახავ აუცილებლად ვკითხავ.
-პასუხს ხომ მაინც ვერ გამაგებინებ?! თუ უკან დაბრუნდები?
-იქიდან უკან არ ბრუნდებიან, გოგა.
-ეგ ვიცი, დედამ მითხრა ადრე. მითხრა, რომ ღმერთს თავისთვის საუკეთესები უნდაო.
-მერე შენ რა უპასუხე?
-ყოველთვის მჯეროდა იმისა, რომ მამაჩემი საუკეთესოა.
-...და ეს, ასეც არის.
-შენ ჩემთან დარჩი. ღმერთს კი მე მივწერ შენს მაგივრად და ბოდიშს მოვუხდი. ვეტვყი, რომ მე გთხოვე აქ დარჩენა.
-ადრეც დაგიწერია წერილი ღმერთისთვის?-ვკითხე მას.
-მიყვარს წერილის წერა ხომ იცი?! მე ყველას ვწერ წერილებს.
-კიდევ ვის წერ ხოლმე?
-გარეთ გოგონა, რომ დადის თეთრი ხალათით. ხშირად, რომ შემოდის ჩემთან. ამას წინათ მივწერე, რომ თუ კიდევ ერთხელ შემოვიდოდა ჩემთან ნემსის გასაკეთებლად ხმას აღარასოდეს გავცემდი.
-მერე რა გითხრა.
-არაფერი უთქვამს. თვითონაც მომწერა, რომ თუ ნემსის კიდევ შემეშინდებოდა თვითონ აღარ გამცემდა ხმას, რადგან გოგოებს ძლიერი ბიჭები მოწონთო.
-ესეიგი მოილაპარაკეთ? -ჩემთვის მეღიმებოდა.
-კი. იმიტომ, რომ მეც მომწონს და მიხარია აქ, რომ არის. სულ ყურადღებას მაქცევს და მეფერება. ვატყობ დედასაც ძალიან მოსწონს. საღამოობით შემოდის სანამ სახლში წავა და შუბლზე კოცნით მემშვიდობება ხოლმე.
-მოკლედ, ბევრი მეგობარი შეგიძენია აქ...
-ყველაზე მეტად მაინც ჩემი მეგობრები მენატრებიან.
-ის გოგონა მოდის ხოლმე?
-რომელი? მე, რომ მიყვარს? -მის ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდა.
-ის გოგო ნახატიც, რომ უნდა გეჩუქებინა.
-მოდის ხოლმე, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვერ ვეუბნები. - უცნაურად ჩაფიქრდა შემდეგ კი აღფრთოვანებული სახით ისევ მე მომიბრუნდა. -შენ, რომ აჩუქო ჩემს მაგივრად?
-ეგ არ გამოვა...
-რატომ?
-იმიტომ, რომ თუ გიყვარს მაშინ შენ უნდა აჩუქო.
-მეშინია, რომ არ მოეწონება...
-ნემსის აღარ გეშინია და ერთმა პატარა გოგონამ ესე, როგორ შეგაშინა?
-მოვიფიქრებ რამეს- და ისევ თავისთვის ჩაფიქრდა.
-მოდი ეხლა მე და შენ მოვილაპრაკოთ.
-გისმენ...
-შენ მას ნახატი აჩუქე, მე კიდევ შენს ოცნებას ავასრულებ
-მაინც რომელს?-ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ უმალვე იჩინა თავი.
-პარაშუტით ერთად ვიფრინოთ ღრუბლებში.
-მაღლა ღრუბლებში?
-კი. ბევრად ახლოს ზეცასთან.

                                                                                                                          ***
                                                                                                                      _მარიამი_

                                                                                                      (ერთ დღეში შეცვლილი აწმყო)


    შეძლებული ოჯახიდან იყო. მისი მშობლები ადამიანების იმ კატეგორიას წარმოადგენდნენ, რომლებიც არასდროს ღელავდნენ იმაზე თუ რა იქნებოდა ხვალ. სხვებთან შედარებით ყოველთვის უკეთესად ცხოვრობდნენ. ბუნებრივია არც მარიამს უგრძვნია 90-იანების სიდუხჭირე. ტო­ტა­ლუ­რი უშუ­ქო­ბა, პუ­რის რი­გე­ბი, და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი და სხვა. ამ ყველაფერს თან დაერთო სამოქალაქო ომი, რომელიც აჯანყებულების გამარჯვებით დასრულდა. იმ პერიოდში ქვეყნის მართვა  "სამხედრო საბჭომ" ჩაიბარა, თუმცა მათ მაინც ვერ მოახერხეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება. 1992 წლის მარტში კი ქვეყანაში დაწყებული იყო შეუქცევადი პროცესები სეპარატისტულად განწყობილ ძალებში, რომლებსაც რუსეთიც უწყობდა ხელს და მოხდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოდან გამოყოფა. ასეთი ქაოტური მდგომარეობის დროს მისი ოჯახი მაღალ მთიან სოფელს აფარებდა თავს. იმის შემდგომ კი, რაც ქვეყანას ამ ეპოქის საშინელმა ტალღამ გადაურა, მარიამის მამამ ოჯახის ჩამოყვანა დედაქალაქში გადაწყვიტა. იქიდან მოყოლებული იწყება მისი საქმიანობის გაფართოება და მსხვილ ბიზნესებად გარდაქმნა. მარიამის აღზრდაში მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. იმის მიუხედავათ, რომ ერთი შვილი ჰყავდათ ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ანებივრებდნენ. პირიქით, ხშირად ზედმეტად მკაცრებიც კი იყვნენ მის მიმართ. შვილის წარმატებული მომავლის ფიქრში დედამისმა საკუთარი კარიერი და ზოგადად ყველაფერი დათმო რაზეც აქამდე ოცნებობდა. ალბათ მიხვდა, რომ სწორედ მარიამი იყო მისი ცხოვრების მთავარი ოცნება. ცდილობდა ისეთი სამყარო შეექმნა შვილისთვის, რომელშიც არც ომის ქარცეცხლი იგრძნობოდა და არც გაუსაძლისი გაჭირვება. კითხვა თავიდანვე შეაყვარა. ქართულ ნაწარმოებებში კი იმხელა სიყვარული და სითბოა ჩადებული, რომ რა შეიძლება შვილს ამაზე უკეთესი წააკითხო?! ძილის წინ გვერდზე დაიწვენდა ხოლმე და ათასგვარ ისტორიებს უყვებოდა წარმატებული ადამიანების შესახებ. პატარა მარიამიც აღტაცებული თვალებით ელოდა ყოველ მომდევნო ამბავს. ერთი შეხედვით უფრო მეტი დაინტერესება მწერლობის მიმართ უნდა ჰქონოდა, თუმცა გზამ მისი შვილი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. გოგონა თავისუფალ დროს ხატვით ირთობდა თავს. შეეძლო საათობით ეხატა პეიზაჟები, სცენაზე მსუბუქად მოძრავი ბალერინები, ან მისი საყვარელი ოჯახი. ის ბედნიერი იყო იმ სახლში, რომლის კედლების მიღმაც ბედნიერებას დაეძებდნენ. ვისთვისაც არ იყო ბედნიერება მნიშვნელოვანი, მისთვის არც ქალაქი იყო. ის თავის საზღვრებში თავისთვის იყო გამოკეტილი. სხვები კი სავსე სივრცეშიც რაღაც ეძებდნენ. ქალაქსაც სწორედ ის აკლდა, რასაც ისინი ეძებდნენ...ბედნიერება. ქალაქი ქალაქს არ ჰგავდა. მასში უფრო მეტნი იყვნენ ვიდრე ოდესმე.
    ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სკოლაშიც დიდი სიბეჯითით გამოირჩეოდა. თავის უზღვავ ცნობისმოყვარეობას ყოველთვის და ყველგან გამოხატავდა, თუმცა ხატვის მიმართ დაინტერესება მაინც პირველ ადგილზე რჩებოდა. მამამისს თავიდანვე უნდოდა, რომ რაღაცნაირად სხვა მიმართულებით წაეყვანა მისი სამომავლო გზა, თუმცა მარიამი ყოველთვის შეუპოვრად ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი მშობლებისთვის, რომ სწორედ ხატვა იყო მისი ცხოვრების მთავარი აზრი. დროსთან ერთად ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა და ოჯახიც ფინანსურად კიდევ უფრო მოძლიერდა. საბოლოო  ჯამში სკოლის დასრულების შემდგომ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისმა მშობლებმა მაინც შეძლეს მისი გადაწრწმუნება... "-ხატვა მოიცდის" და მარიამმაც უცხოეთში გადაწყვიტა ჩაბარება სამედიცინო განხრით. დამაკმაყოფილებელი პასუხების შემდგომ კი საზღვარგარეთ გაემგზავრა. იქ ჩასვლის თანავე მიხვდა, რომ ეს ქალაქი იმ ქალაქთან ახლოსაც კი არ იყო, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. სხვას გზა არც იყო. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და პირდაპირ უნივერსიტეტისკენ გაემართა. იმ დღით ვერც ვერავის გაცნობა ვერ მოასწრო. არც ქალაქში გასვლისა და მისი დათვალიერების სურვილი ჰქონია. დიდი ხნის ნამგზავრებსა და დაღლილს, საერთო საცხოვრებელში მალევე ჩაეძინა. ხვდებოდა, რომ მომდევნო დილით სულ სხვა ცხოვრება იწყებოდა. უცხო გარემო, უცხო ხალხი და სულმთლად უცხო ოთახი, რომელიც თავიდანვე არ მოსწონდა. დილით კი ის მოხდა რასაც ისედაც ელოდა. სტუდენტების ხმამაღალმა საუბარმა და სიცილმა მალევე მიახვედრა, რომ ის თავის სახლში აღარ იყო. ყველანი დიდი აუდიტორიისკენ მიიჩქაროდნენ, რათა თავისი ლექტორები გაეცნოთ. უემოციოდ წამოდგა საწოლიდან. მის წინ ჩამოკიდებულ სარკეს დიდხანს უყურა, შემდეგ კი სწრაფად მოწესრიგდა და სხვა დანარჩენებს შეუერთდა. აუდიტორიაში უამრავ ახალგაზრდას მოეყარა თავი. მარიამმა კიბეები სწრაფი ნაბიჯებით აიარა და ყველსაგან მოშორებით ბოლოსკენ ჩამოჯდა. სტუდენტები - ლექტორებთან აქტიურად ჩაერთნენ საუბარში. ყვებოდნენ თუ რა გახდა მათი აქ ჩამოსვლის მიზეზი ან ვინ - რომელი ქვეყნიდან იყო. ასეთი სიტყვა-პასუხის რეჟიმში ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, რომლითაც ლექტორმა სტუდენტებს მიმართა -"და რომელია ყველაზე საინტერესო და ლამაზი ქვეყანა თქვენთვის?"

-საქართველო... -მოულოდნელად წამოიყვარა ვიღაცამ. სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ლექტორს კითხვის დასრულებაც კი არ აცალა. ქართული ხმის გაგონებაზე, მარიამმა მაშინვე თვალებით დაუწყო ძებნა უცნობ მამაკაცს.
-Georgia?- გაეღიმათ ლექტორებს.
მამაკაცმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია, თუმცა რაღაც მაინც არ იყო ისე. ყურადღების მისაქცევად ფეზე წამოდგა და ამჯერად დამარცვლით წარმოთქვა.
- სა-ქა-რთვე-ლო... -ლექტორებთან ერთად სხვებმაც ცადეს ამ სიტყვის გამეორება. რა თქმა უნდა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მათთვის "საქართველოს" წარმოთქმა. დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ მამაკაცის ტუჩების მოძრაობას. ის კი დიდი მონდომებით განაგრძობდა. -სა-ქა-რთვე-ლო... 
სა-ქა-რთვე-ლო..., სა-ქა-რთვე-ლო..., სა-ქა-რთვე-ლო... -ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა. ამ მეტად საინტერესო სიტუაციის დროს კიდევ უფრო მეტად იმატა ინეტერესი უცნობი მამაკაცის მიმართ. ერთ-ერთმა ლექტორმაც არ დააყოვნა და სტუდენტს ჰკითხა:
-ვინ ხარ? (who are you)
-მე ქართველი ვარ. (I am Georgian) - არ დაიბნა.
-ქა-რთვე... ? -ახლა, ახალი თავსატეხი გაუჩინა სრულიად აუდიტორიას. როგორ წარმოთქვან ანგლების, საქსებისა და იუტების შთამომავლებმა, რომლებშიც კარგად არის გამჯდარი ინგლისური ენის დამახასიათებელი დიალექტი ქართულად -  ქა-რთვე-ლი...
  -ქა-რთვე-ლი...  ქა-რთვე-ლი...  ქა-რთვე-ლი... -აუდიტორია ერთმა იდეამ მოიცვა, საქართველომ. ქართველი კი ამაყად იდგა და ტკბებოდა მიღწეული შედეგით.


                                                                                                        (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები