მე როგორც წყარო, შენს ახდენილ სიზმრებს ვაგროვებ, არც მზერის ყინულს ვიმახსოვრებ, არც სიტყვის ალებს, არაფერს ვითხოვ დუმილისთვის და ისიც მყოფნის, თუ სიყვარულით ჩამოგრეცხე ტკივილის კვალი.
არაფერს ვითხოვ, მაგრამ ერთხელ თუ მაინც მკითხე, სად მიმაქვს ყველა ის ტკივილი, რომელსაც მატან; იქნებ მე უფრო მეტად მტკივა ჩემივე ფსკერი, რომელიც იტევს შენგან ჩაყრილ უთვალავ ნაგავს.
როგორ მინდოდა შენი პეშვის სიმშვიდე მეგრძნო, ხელისგულებით ცოტა სითბოც გაგენდო ბარემ, როგორ მინდოდა, გდომებოდი არა წყალივით, არამედ, როგორც, სულ უბრალოდ - სიცოცხლის წყარო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. უმაგრესი ლექსი!!!!!! უმაგრესი ლექსი!!!!!!
19. ეს კლასიკა გახლავთ... ბერნსი, ბაირონი ერთად გამახსენა :) მოგიკითხე, არმენ :) ეს კლასიკა გახლავთ... ბერნსი, ბაირონი ერთად გამახსენა :) მოგიკითხე, არმენ :)
18. დიახ,არის გრძნობადი, არის მყოფადი და სუბიექტური, სათანადოდ მკობილი.
ნ ე ქ ტ ა რ ი. დიახ,არის გრძნობადი, არის მყოფადი და სუბიექტური, სათანადოდ მკობილი.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
17. ვახ, ახალაია ურაკზე? არ მეგონა, აქეთ თუ იხედებოდი საერთოდ :)
ასევე მოკითხვა! გამომიარე მერე, ხუთნაირი ჩაი მაქვს, ყველა მწვანე, სამოვარი არა მაქვს, ფიროსმანისა არ იყოს, მაგრამ შემოვუსხდეთ ელექტროჩაიდანს, ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე :)
ვახ, ახალაია ურაკზე? არ მეგონა, აქეთ თუ იხედებოდი საერთოდ :)
ასევე მოკითხვა! გამომიარე მერე, ხუთნაირი ჩაი მაქვს, ყველა მწვანე, სამოვარი არა მაქვს, ფიროსმანისა არ იყოს, მაგრამ შემოვუსხდეთ ელექტროჩაიდანს, ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე :)
16. მაგარი ლექსია.
მოგიკითხე, ბრატ. მალე საუკუნე შესრულდება, რაც არ მინახიხარ. მაგარი ლექსია.
მოგიკითხე, ბრატ. მალე საუკუნე შესრულდება, რაც არ მინახიხარ.
15. მადლობა, მეგობრებო, კიდევ ერთხელ!
უმა, სამწუხაროდ ეს ლექსი არაა სიყვარულზე, ქალსა და მამაკაცზე და ა.შ. ადრესატი ჰყავს და ძალიან ვწუხვარ, მტკივა, მიმძიმს, რომ მომიწია რაღაცების თქმა და გაკეთება, მაგრამ ასე იყო საჭირო.
ნახევარი საათია ამ კომენტარს ვწერ, ვშლი და მოკლედ მეტ განმარტებას აღარ გავაკეთებ ამ ლექსზე. რაც უფრო გტკივა, იმაზე უფრო გიჭირს ფიქრიც, ლაპარაკიც და მით უმეტეს ამის საჯაროდ გაკეთება მით უფრო შეუძლებელია.
მადლობა, მეგობრებო, კიდევ ერთხელ!
უმა, სამწუხაროდ ეს ლექსი არაა სიყვარულზე, ქალსა და მამაკაცზე და ა.შ. ადრესატი ჰყავს და ძალიან ვწუხვარ, მტკივა, მიმძიმს, რომ მომიწია რაღაცების თქმა და გაკეთება, მაგრამ ასე იყო საჭირო.
ნახევარი საათია ამ კომენტარს ვწერ, ვშლი და მოკლედ მეტ განმარტებას აღარ გავაკეთებ ამ ლექსზე. რაც უფრო გტკივა, იმაზე უფრო გიჭირს ფიქრიც, ლაპარაკიც და მით უმეტეს ამის საჯაროდ გაკეთება მით უფრო შეუძლებელია.
14. არმენ, მიხარია შენს გვერდზე პოეზიაც.
არმენ, მიხარია შენს გვერდზე პოეზიაც.
13. იქნებ მე უფრო მეტად მტკივა ჩემივე ფსკერი, რომელიც იტევს შენგან ჩაყრილ უთვალავ ნაგავს. ნუთუ, ასე ვსცოდავთ გოგონები?
ძალიან დამაიმედებლად ჟღერს ეს: "არაფერს ვითხოვ დუმილისთვის და ისიც მყოფნის, თუ სიყვარულით ჩამოგრეცხე ტკივილის კვალი. " ისე, რა ვქნა და მიყვარს, როცა მამაკაცი ქალზე ძლიერია :) წარმატებები... მგონი, ყველა ქალს უყვარს ეს... ++ იქნებ მე უფრო მეტად მტკივა ჩემივე ფსკერი, რომელიც იტევს შენგან ჩაყრილ უთვალავ ნაგავს. ნუთუ, ასე ვსცოდავთ გოგონები?
ძალიან დამაიმედებლად ჟღერს ეს: "არაფერს ვითხოვ დუმილისთვის და ისიც მყოფნის, თუ სიყვარულით ჩამოგრეცხე ტკივილის კვალი. " ისე, რა ვქნა და მიყვარს, როცა მამაკაცი ქალზე ძლიერია :) წარმატებები... მგონი, ყველა ქალს უყვარს ეს... ++
12. სულ მიკვირს ერთდროულად ასე მშვიდად და ასე ხმამაღლა როგორ შეგიძლია წერო. სულ მიკვირს ერთდროულად ასე მშვიდად და ასე ხმამაღლა როგორ შეგიძლია წერო.
11. მუხას ძალიან მომეწონა. იქნებ მე უფრო მეტად მტკივა ჩემივე ფსკერი, რომელიც იტევს შენგან ჩაყრილ უთვალავ ნაგავს. როგორი მართალია.?!
მუხას ძალიან მომეწონა. იქნებ მე უფრო მეტად მტკივა ჩემივე ფსკერი, რომელიც იტევს შენგან ჩაყრილ უთვალავ ნაგავს. როგორი მართალია.?!
10. გეთანხმებით სრულიად, ქ-ნო ნინო! სად წყარო და სად ეს ,,წყარო", - პირველი რაც მომივიდა თავში, მივაწერე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი აუცილებლად მივიღებდი ამ შენიშვნას. სიმართლე გითხრათ, აღარც მიფიქრია უკეთეს ვარიანტზე. ლექსი ზოგადად იმ თემაზეა, რომელზე ფიქრიც აღარ მინდა.
თუ მომივა თავში უკეთესი ვარიანტი, აუცილებლად შევცვლი, თუმცა, ვაღიაროთ, ისიც ფაქტია, რომ თვითონ ლექსი ნამდვილად არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. ერთი უბრალო, პირადული ჩანაწერია.
თქვენი გამოხმაურება ყოველთვის გულწრფელად მიხარია. დიდ მადლობა! გეთანხმებით სრულიად, ქ-ნო ნინო! სად წყარო და სად ეს ,,წყარო", - პირველი რაც მომივიდა თავში, მივაწერე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი აუცილებლად მივიღებდი ამ შენიშვნას. სიმართლე გითხრათ, აღარც მიფიქრია უკეთეს ვარიანტზე. ლექსი ზოგადად იმ თემაზეა, რომელზე ფიქრიც აღარ მინდა.
თუ მომივა თავში უკეთესი ვარიანტი, აუცილებლად შევცვლი, თუმცა, ვაღიაროთ, ისიც ფაქტია, რომ თვითონ ლექსი ნამდვილად არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. ერთი უბრალო, პირადული ჩანაწერია.
თქვენი გამოხმაურება ყოველთვის გულწრფელად მიხარია. დიდ მადლობა!
9. კარგია, მაგრამ ისეთი ტრივიალური სათაური აქვს, წაკითხვა არ მოგინდება ადამიანს. სიტყვა წყალი ხომ უფრო გაცვეთილია, მაგრამ პოეზიის ,, ენაში” მეტი სიციცნცხლე აქვს, მგონი, სათაურად. იქნებ სცადოთ, მით უმეტეს, მეტინიმიურად წყლისადმი ორგვარ მიდგომაზეა ლექსი.
კარგია, მაგრამ ისეთი ტრივიალური სათაური აქვს, წაკითხვა არ მოგინდება ადამიანს. სიტყვა წყალი ხომ უფრო გაცვეთილია, მაგრამ პოეზიის ,, ენაში” მეტი სიციცნცხლე აქვს, მგონი, სათაურად. იქნებ სცადოთ, მით უმეტეს, მეტინიმიურად წყლისადმი ორგვარ მიდგომაზეა ლექსი.
8. დიდი მადლობა, მეგობრებო, რომ გამონახეთ დრო და წაიკითხეთ, ასევე გულითადი მოკითხვები! მერჩივნა, რომ ამ ლექსის დაწერის საჭიროება არც დამდგარიყო! და საერთოდ რატომ დავწერე და საერთოდ რატომ ვწერ, თუნდაც ხანდახან. მოკლედ, როგორც არის... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! დიდი მადლობა, მეგობრებო, რომ გამონახეთ დრო და წაიკითხეთ, ასევე გულითადი მოკითხვები! მერჩივნა, რომ ამ ლექსის დაწერის საჭიროება არც დამდგარიყო! და საერთოდ რატომ დავწერე და საერთოდ რატომ ვწერ, თუნდაც ხანდახან. მოკლედ, როგორც არის... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
7. საჩემგანწყობოა. საჩემგანწყობოა.
6. კარგია, თუმცა ვერ ვიტყვი რაკრაკებს. კარგია, თუმცა ვერ ვიტყვი რაკრაკებს.
5. მოკითხვა კარგ ავტორს. მოკითხვა კარგ ავტორს.
4. რა ვიცი, მითუმეტეს არმენისგან მეტ მოველი
მოგიკითხე კარგო ადამიანო რა ვიცი, მითუმეტეს არმენისგან მეტ მოველი
მოგიკითხე კარგო ადამიანო
2. წყალივით რომ გინდა რამე (ვინმე) - ამაზე დიდი ნდომა არ არსებობს, მეგობარო :)
წყალივით რომ გინდა რამე (ვინმე) - ამაზე დიდი ნდომა არ არსებობს, მეგობარო :)
1. Rogor momwons tqveni sada leqsebi, esec zalian moewona gijpoetas :)))) Rogor momwons tqveni sada leqsebi, esec zalian moewona gijpoetas :))))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|