თურმე სიზმარშიც შეიძლება თვალის გახელა, ეს პაწაწინა ოთახია სადაც გპოულობ, სადაც არასდროს არაფერი ჩვენ არ გვაღელვებს, მაგრამ გვჩვევია გაღვიძება არადროული
და კვლავ სიფხიზლე, კვლავ გვირაბი, სიბნელე, ორმო... მე, შევცქეროდი შენს თხელ ხელებს ცისკენ აშვერილს, იცი, დღეს, ჩემში - სიყვარულის დარღვეულ ჰორმონს, წამლად არცერთი პოეტი და ლექსი არ შველის.
წვიმას ყურს ვუგდებ, როგორც უწინ შენს ხმას და სიცილს, თითქმის აღარ ვწერ, აღარ ვფიქრობ, არ ვსვამ, არ მძინავს, მხოლოდ ის მინდა, შენით სავსე, ჯადოსნურ შპრიცით, ჩემს ორგანიზმში შეიყვანონ სევდის ვაქცინა,
რომ ეს სიკვდილი ჩამომწუროს მორიგმა ხვალემ, რომ ტკივილის ზღვა აღარასდროს აღარ აღელდეს, რომ სიზმრის ნაცვლად - სევდიან და ამომშრალ თვალებს, ყოველი დილით, ერთ საწოლში ერთად ვახელდეთ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. აი ეს განწყობა გახლავთ ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ყველაზე ნამდვილი, მაგრამ ხშირად ფერგადასული განწყობა... ძალიან მომეწონა :)
აი ეს განწყობა გახლავთ ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ყველაზე ნამდვილი, მაგრამ ხშირად ფერგადასული განწყობა... ძალიან მომეწონა :)
12. ამ საღამოს ჩავტკბი, თანანა, ბექა, როი, ახლა ზედვაკელსაც მივაყოლებ და გავალ კმაყოფილი თქვენი პოეზიით :)
ამ საღამოს ჩავტკბი, თანანა, ბექა, როი, ახლა ზედვაკელსაც მივაყოლებ და გავალ კმაყოფილი თქვენი პოეზიით :)
11. არავითარ შემთხვევაში, არ დავარქმევ, ჩემს კომენტარს შეფასებას, ვინაიდან, ეს იქნება ყველაზე უღირსი საქციელი ჩემგან :) უბრალოდ, მომინდა მეთქვა, რომ ძალიან მომეწონა! <3 ვაფასებ, მაქსიმალური ქულით არავითარ შემთხვევაში, არ დავარქმევ, ჩემს კომენტარს შეფასებას, ვინაიდან, ეს იქნება ყველაზე უღირსი საქციელი ჩემგან :) უბრალოდ, მომინდა მეთქვა, რომ ძალიან მომეწონა! <3 ვაფასებ, მაქსიმალური ქულით
10. იცი, დღეს, ჩემში - სიყვარულის დარღვეულ ჰორმონს, წამლად არცერთი პოეტი და ლექსი არ შველის. ჰეჰ. იცი, დღეს, ჩემში - სიყვარულის დარღვეულ ჰორმონს, წამლად არცერთი პოეტი და ლექსი არ შველის. ჰეჰ.
9. მადლობა და ასევე, ჩემი მოკითხვა როის - კარგ პოეტსა და ადამიანს!
მადლობა და ასევე, ჩემი მოკითხვა როის - კარგ პოეტსა და ადამიანს!
8. რითმებით ჟონგლიორობა კარგია. პოეტური სუიციდი ცუდი.
წარმატებები როის.
რითმებით ჟონგლიორობა კარგია. პოეტური სუიციდი ცუდი.
წარმატებები როის.
7. 5 ,,მე შევცქეროდი შენს თხელ ხელებს ცისკენ აშვერილს"
მიყვარს ლექსი, რომელშიც ისმის სიმღერა...როინ. 5 ,,მე შევცქეროდი შენს თხელ ხელებს ცისკენ აშვერილს"
მიყვარს ლექსი, რომელშიც ისმის სიმღერა...როინ.
6. ძალიან კარგია ! <3 ძალიან კარგია ! <3
4. წვიმას ყურს ვუგდებ, როგორც უწინ შენს ხმას და სიცილს, რამდენი დარდი, სევდისგრიპი, ვალი, ვივუსი... და მე ვოცნებობ შენით სავსე, ჯადოსნურ შპრიცით, ჩემს ორგანიზმში შეიყვანონ ანტივირუსი.
ეძღვნება ნინო დარბაისელს. მოკითხვა აქვე :) წვიმას ყურს ვუგდებ, როგორც უწინ შენს ხმას და სიცილს, რამდენი დარდი, სევდისგრიპი, ვალი, ვივუსი... და მე ვოცნებობ შენით სავსე, ჯადოსნურ შპრიცით, ჩემს ორგანიზმში შეიყვანონ ანტივირუსი.
ეძღვნება ნინო დარბაისელს. მოკითხვა აქვე :)
3. მიხარია აქ შენი გამოჩენა, იმედია სხვებიც დაბრუნდებიან. 5. მიხარია აქ შენი გამოჩენა, იმედია სხვებიც დაბრუნდებიან. 5.
2. უკვე დასნებოვანებულზე ვაქცინა აღარ შეჰყავთ. ვაქცინა არის პრევენციის საშუალება. ამ კარგ ავტორს ასეთი იაღლიში უკვე აღარ ეპატიება. ხერხემალში ტყდება ლექსი, როცა მისი ყველაზე ეფექტურად ჩაფიქრებული სახე - ყალბი გამოდგება. უკვე დასნებოვანებულზე ვაქცინა აღარ შეჰყავთ. ვაქცინა არის პრევენციის საშუალება. ამ კარგ ავტორს ასეთი იაღლიში უკვე აღარ ეპატიება. ხერხემალში ტყდება ლექსი, როცა მისი ყველაზე ეფექტურად ჩაფიქრებული სახე - ყალბი გამოდგება.
1. ფორმაში ხარ და მიხარია. 5 ფორმაში ხარ და მიხარია. 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|