ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რარარა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2018


შეცდომებს ვსწავლობ

ვწყეტ სიარულს. ვჩერდები და უკან მივდივარ.
რადგან ყველა გზას, ვხედავ ,მაინც შენთან  მოვყავარ,
რაღა აზრი აქვს სადმე წასვლას ანდა გაქცევას?

ვჩერდები და შეცდომების ჩადენასაც  ვწვეტ,
რადგან ყველა ჩემს შეცდომას ,
ისედაც შენი სახელი ჰქვია.

თუ შეცდომებზე ვინმე სწავლობს, 
მაშინ მე შენ უნდა მესწავლე.
მაგრამ მაინც ვჩერდები და უკან მოვდივარ.
ვცდი კიდევ ერთხელ.
იქნებ მოგაგნო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები