ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2008


* * * (ჩემი პირველი ლექსი აქ)

დგახარ ჯიბეებშიხელებჩაწყობილი,
ბებერი ქუჩები შენს ფეხქვეშ დაძრწიან,
და შენი ბოლოებგამცვდარი ჯინსები
საფიქრალს მაცლიან.
მე სივრცეს გუგებში ვიხატავ შავ-თეთრად,
დრო ახალ პეიზაჟს აღიქვამს ფანჯრიდან,
ჩემი სულის მანდილს ლანდად თუ აქცევდი,
ნეტავი რა მრჯიდა,
რატომ შეგითვისე ასეთი თავკერძა,
ანკარა ბავშვივით,
ან რატომ დამჭირდი.
დგახარ ჯიბეებშიხელებჩაწყობილი,
ამრეზით,
და სივრცეს თვალებით დასცინი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები