ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2018


მ ზ ე ო ნ ე ტ ა ვ ი

მზე ამოვიდა,
იცი? თურმე შეწუხებულა,
წვიმდა, რადგანაც, ვით კოკიდან, გადაუღებლად.

სწორედ ისეთ დროს,
გრძნობას სული აკვანს ურწევდა
და დამრჩა მენაც, შენთვის ისევ ბევრი უთქმელად.

შენ სული თბილი,
მაგრამ ჩემი გულივით ურჩი,
ქარს მიაქვს ფიქრი უფერული, კლდისკენ ფურცლებად.

გიკვირს? არ მჯერა,
რადგან, უკვე ბევრჯერ მითხარი,
თვალებით ზუსტად, რაც კი გქონდა ჩემთვის სათქმელად.

ნეტავი,მზეო,
ამ ჩემს გულშიც ჩამოგახედა,
სისხლი გაჩერდა, მითხრა იქნებ , გაშრა , გახევდა.

და მე ვინღა ვარ,
ვინღა დავრჩი, ასე რად ხდება,
აღარ სჭირდები და გივიწყებს ხალხი ნახევრად.

მზე იყო დილით
და ურჩ სხივებს უხვად მახებდა,
მიწოლილიყო ღობის წნულზე წითლად მძახველა.

ნეტავი მზეო,
მზეო ნეტავ, შორად წახვიდე
და იყო ჩემად, მხოლოდ შორით გრძნობით მაცქერლად.

მაგრამ წასვლამდე,
შორს წასვლამდე ისიც მითხარი
დაკარგულს, წარსულს, ტკივილს,  ცრემლი თუ მოუხდება.

მზის ამოსვლამდე,
მარტო ვიყავ, მთელ კვირას წვიმდა ,
მეგონა წვიმა, ჩემთვის დათვლილ დღეებს მართმევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები