ნაწარმოებები



ავტორი: პილიგრიმი
ჟანრი: იუმორისტული
17 აგვისტო, 2018


ბაბუს მონაყოლი ვეფხისტყაოსანი

არაბეთის მეფის როსტომაის, მისი ბაღანაის თინაიეს და კიდომ თინაიეს შეყვარებულის - ავთანდილაის ანბავი

არაბეთში მეფე იყო, როსტომა ერქვა სახელი-
კაი მუტრუკი ყაძახი, კაის და გლახის მნახველი,
თლა სასტაულად ომობდა, არ ყავდა კაცი ბადალი,
ყველაი იმას აქებდა, ჭკუიანიც და აბდალიც.

არ ყავდა ბიჭი როსტომას, ყავდა თლათ ერთი ციცაი -
აბჟღიალებდა ყოლისფერს, მეტოქე იყო მზისაი,
ვინცხამ შეხედა გააბდლდა, გუუტყეშელდა თვალები,
გუუთხუარი დატია მთელი სამეფოს ქალები...

სახელად ერქვა თინაი, აი ქი უნდა იცოდეთ,
რაც გეიზარდა მის მერე მზეიც სირცხვილით იწოდა,
ქი დუუძახა როსტომამ ვეზირებს გესამანიებს,
პაწ-პაწე იჭუჭუნეს და თითი სტაქანიც დალიეს.

როსტომამ უთხრა ვეზირებს: დამაყურეთ თქვენ რა ხთება-
როვარც კი ყინვა მუუსწრობს ვარდი ელანძე გახმება,
იმის მაგიორ სხვა მუა, როცხა მაისი დადგება -
ჩემი მეფობა არაბეთს აწი არ გამუადგება.

დავბერდი აწი ბიჭებო, დღეი არ დამრჩა მაღალი,
ხვალ-ზეგე მაინც მოვკტები, მეფე გჭირიენ ახალი,
რაა იმფერი სინათლე, ბოლოს თუ მოყვა სკვარამი,
ქი გავამეფოთ თინიკო, თვარ გინდებიენ ვარამი!

აი რომ ესმათ ვეზირებს, წაატლიკინეს ენებიი -
როსტომა, გენიოსი ხარ, მარა არც ჩვენ ვართ შტერები -
დუუშვათ ვარდი ქი გახმა, სხვაი თუ არ გვაქ რას ვიზამთ?
ისთევლე იმას ვიკმარებთ, თავს ვერ მევიკლავთ მაგიზა!

რა ვუყოთ მერე, ქალია, მაგიც ხომ ღმერთმა დაბადა,
იცის მეფობა ბაღანამ, გენში აქ მამა-პაპადან,
მაგფერ ანგელოზს ნამდვილათ ეკუთნის ერთი მენდალი -
ლეკვი და ლომი ერთია მამალია თუ დედალი.

სარდალი ყავდა არაბეთს ავთანდილაი ქვიოდა,
უშველებელი ყაძახი თლათ მთვარესავით ღვიოდა,
წვერი არ ქონდა ჯერ კიდო, მარა გაზდილი ქი იყო,
საწყალ ბაღანას სასტიკათ შეყვარებია თინიკო.

მარა რათ გინდა?- ამ ამბავს ვერ გუუმხელდა ვერავის,
რომ ვერ ნახავდა კტებოდა, ცრემლი სტობოდა ყელამდის,
როცხა ნახავდა ვარესი, ცეცხლი ეკიდა ენაზე,
მოკლეთ ამ ჩვენმა თინიკომ გაახმო კაცი ელანძე.

როვარც იმას ყური მოკრა, ამეფებენ თინათინსო,
გადირია სიხარულით, აწი აპა რა მიჭირსო,
აწი ყველადღე შევხთები, თითო სიტყვას ჩოვუკრავო,
ბოლოსდაბოლოს ქალია, თავს რაფერ ვერ მოვუკრავო...

ერთ დილას ხალხში გავრცელდა გასაკვირალი ამბავი,
როსტომას უთქვამს თინიკო თქვენი მეფეა ახალი,
ნამდვილი მზეა პირდაპირ, გააბჟღიალებს ყოლისფერს,
მოით და ნახეთ, აზრი თქვით თქვენ და მე კიდო მოგისმენთ!

ყველა იქინე მივიდა, არ დარჩა სახში არკაცი,
იყო ცეკვა და სიმღერა, ტაშის კრაი და კარკაცი,
ბუკმაც დუუკრა, წინწილამც დაატკბო იქოურობა,
თინიკო იმფერს ტიროდა, სიცოდვე იყო ყურობა.

რაი და მეფის გვირგვინი მძიმე არისო ქალიზა,
ქერქეტა გოგო იმ კურცხლებს აღვარღვარებდა ამიზა,
როსტომამ უთხრა მამები უნდა შეცვალონ შვილებმა,
გაჩუმდი, ხალხში ნუ ტიებ აბდალის შთაბეჭდილებას!

რაფერც ვარდსაც და ფუნასაც მზე ერთნაირად აცხუნებს,
შენც არ მოაკლო პატივი არც ჭკუიანს და არც სულელს,
აპა შენ იცი ბიუჯეტს ჭკვიანურად თუ განკარგავ,
თუ რამეს გაცემ კაია, თვარა ყოლისფერს დაკარგავ!
  თურმე, თინიკოს იქინე მისი გამზდელიც ხლებია,
უთხრა: წაი და მომართვი, თუ რამე მიგროებია!
თლა დაარიგა ყველაი - ოქრო, ვერცხლი და ალმასი -
ტიტუუ-ო, სიხარულისგან კიოდა მთელი დარბაზი.

ამასობაში როსტომამ ქი ჩამუუშვა ჩიჩვირი -
თლა დაავიწყდა სტუმრებიც, მასპინძლობაც და სირცხვილიც.
ავთანდილამ და სოგრატამ რავარც შეარეს თვალები,
იფიქრეს, ოქროს ჯავრობსო, ნაშრომ-ნაგროებს წვალებით.

სოგრატამ უთხრა: როსტომა, დაწყნარდი, რას იჯღანები,
ხომ იცი, რაცხა აბდლები არიენ აი ქალები,
ვიცი, თინიკოს სიშტერით მთელი ქონება დაღუპე -
მაგაზე მაშინ გეფიქრა, ტახტზე რომ წამოასკუპე!

როსტომას სული შეეკმა, გადაჩიჩინდა ამაზე -
სოგრატა ჩემი წუწკობა ვის უთქვამს ამქვეყანაზე,
მაგას არ ვჯავრობ - ვბერდები, უპატრონოდ მყავს თინაი,
მე თუ ფეხები გავფშიკე, მაგის პატრონი ვინ არი?!

მანახა ვინცხა ყაძახი, ჩავაბარებდი ამ გოგოს,
მარა ვინ ვნახო იმფერი, მე რომ რამეში მაჯობოს -
ჩემ მტერს მიეცეს იმედი ამ ჩვენი ავთანდილაის,
მის გაზდას გადავყეი და იზღირენკება ძვილაი.

უი მეისპე, როსტომა, ვერ იყურები თვალებში -
ავთანდილაი არ ვიყო, შენ თუ მაჯობო რამეში!
ამწუთას შეგეჯიბრები, რაშიც შენ იტყვი, იმაში,
თუ გინდა ტყეში წევიდეთ, მშვილდი ვისროლოთ მიზანში!

როსტომამ უთხრა: ნამეტანს ნუ ატლიკინებ მაგ ენას,
იცი, რომ აფერს არ გიზამ - იმიზა ბედავ მაგხელას.
შეგეჯიბრები შე გლახა, მეისპო შენი გაჩენა,
თავი გგონია რაცხა და თლა ტყულა მყავხარ სარჩენად!

მარა მისმინე: ხომ იცი, ტყულაი მე არ ვიწვალებ,
შენ თუ ამფერი ბიჭი ხარ, მოი და დამენიზლავე -
ვინცხა წააგებს, სამი დღე უქუდოდ უნდა იაროს! -
ახლა წაი და ხვალ დილას ბევრი არ დეიგვიანო!

მონადირეებს უბრძანა: რას დაგიღიენ პირები,
წაით, ნადირი მორეკეთ, უნდა ვქნა დანაპირები,
აშალეთ აი მაგიდა (ადგომას თქვენით ვერ ხთებით),
ხვალ დილას ნადირობაზე ყველაი მოწმეთ მეხლებით!

           
      ავთანდილაის და როსტომაის ნადირობა

თლა სისხამ დილას მიადგა როსტომას ავთანდილაი,
წინღამინდელი ნასვამი თვალებს ანჭყერდა ძვილაი,
კაღამ ვერ იცნეს ელანძე, ისთე ჩეეცვა ყაზირალს,
მონებს უბრძანა: როსტომა წამევიდესო, თვარ ძინავს.

წევიდენ ჭენებ-ჭენებით, ცხენებს დააძრეს ნალები,
იმფერი მტვერი აყარეს, მზესაც წუუფსეს თვალები,
ირემი, თხაი, მელიე არ გუუშვიენ ცოცხალი,
იმგენის საცოდაობით დაგცვინდებოდა კურცხალი.

ტყეს რომ მიადგენ, მერე თქვეს, ქი დევისვენოთ ახლაო,
ორივე იმას ამბობდა, მე მოგიგე შე გლახაო,
ამინუთში თქვით, მონებო, ვინ უფრო მეტი დაწყვიტა -
გირჩევთ, სიმართლე თქვათ, თვარა მაგ თავებს ძირში წაგწყვიტავთ!

ნუ წაგვჭრი თავებს, მეფეო, გაფიცებთ, იმ შენ თინიკოს,
შენი მოკლული ნადირი ოთხმოცდაათი ქი იყო,
მარა რათ გინდა?!- ას ათი ამ შეჩვენებულს მოუკლავს,
არასფერს არ ააცილა, რაცხაზე თვალი მუუკრავს.

სულ არ ელოდა როსტომა, მონების ამფერ მსაჯობას,
გაგიჟდა სიხარულისგან, ავთანდილამ რომ აჯობა,
სიცილით მოკტა, ცხენიდან ჩამოხტა, ჩრდილში გაჩერდა...
ღელეში ვინცხა ტიროდა - კაციშვილი ვერ ამჩნევდა...

                  ვინცხა გადარეულის ანბავი

ნახეს ვინცხა ღელისპირში, ცრემლი მიასხამდა თვალში,
გვერდზე კიდო ცხენი ედგა - სასტაული შავი რაში,
მარგალიტი ეეჩინჩხლა, რაფერც ვარსკლაები ცაში,
ეტყობა მაგრად უჭირდა - აღარ იყო აფერ თავში.

ტანზე კაბა ეცვა ყაძახს, ვეფხვის ტყავით შეკერილი,
ქუდიც ვეფხვის ტყავის ქონდა, ზოლებაი შეფერილი,
ხელში მათრახი ეკავა, შეჭედილი, მკლავზე მსხვილი,
ვინცხამ თვალი მოკრა, ხელათ დააფჩინა ყველამ პირი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები