ნაწარმოებები



ავტორი: ბესიკი
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2018


ამოთქმულსიტყვასასოებრივი

ამოთქმულსიტყვასასოებრივი

რაღაც უფრო მეტი მინდა...
მეტი ცა, და მიწა მეტი,
ათ თორმეტთა მოციქულთან
რაბი, რაბი მეცამეტე.
რაღაც უფრო მეტი მინდა,
ვიდრე დიპლიპიტო სუფრის.
მაღლით დამანათლა ზენამ,
ხატად მომავლინა უფლის.
მინდა, უფრო მეტი ვიყო
ვიდრე, კოლორიტი უბნის.
დღენიადაგ ვინაც მუდამ,
მამულს ტაძარივით უვლის.
რაღაც უფრო საკრალური მინდა,
ვიდრე თარაშ ემხვარს.
ღვინოდ ჩავიღვარო ჯამში
და მიჯნურთა ბაგემ შემსვას.
ახლა, შავი თმების ძეწნას
დავიწყების ქარი ლეწავს,
ცხადში უფრო მეტი მინდა,
ვისაც მოქანდაკე ძერწავს.
ხორცი საზღვარს გადავიდა,
ცოდვა ყანად აბიბინდა.
სული ამაღლებული და
მზერა დაწმენდილი მინდა!
ბესო გურჯია
2017.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები