ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ელემენტარული ნაწილაკები
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 აგვისტო, 2018


დიდი პოეტი

        ლიტერატურა სენია,ერათგვარი დაავადება,რომელიც სხვებისგან გამოგვყოფს და დიდი დროით მარტოობაში გვამყოფებს.ქაღალდებთან ურთიერთობა საკმარისიც კია ბედნიერებისთვის.სიყვარულის ნაკლებობა,სხვდადასხვა კომპლექსები,რწმენის დაკარგვა თუ საყვარელი ადამიანების დეფიციტი,ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს ლიტერატურის სიყვარულს.

        ადამიანთა ხვედრი,არც ისეთი ტრაგიკულია,როცა მარტოსულები უდიდეს შემოქმედებას გვიტოვებენ,მთავარია მკითხველის მეხსიერებამ საჭირო დეტალები დაიჭიროს,სევდა და ტკივილი გაიგოს,ისინი ხომ წარმავალი მშვენიერების დაბრუნებას ცდილობენ.

        პოეზია ფილოსოფიაა,რომელიც ჭეშმარიტების აღქმას ემსახურება,პოეტები კი სამყაროს ახალ ჭრილში გვახედებენ.მათი აკვიატებული აზრები,ტანჯვით მოპოვებულ უსასრულო სივრცეში გვახედებენ და მათი თანაზიარი ვხდებით.
     
          პოეტები საკუთარ ტკივილს საზოგადოების მოუშუშებელ ჭრილობებს უკავშირებენ,მუდმივად ლაპარაკობენ სიკვდილსა და უსიყვარულობაზე,მარტოობასა და ეგზისტენციალურ კრიზისზე,თამამად განიხილავენ ადამიანთა ქმედებებს,მიუკერძოებლად მიუჩენენ ადგილს ერთი ადგილიდან მეორეზე,არ ინდობენ,არ ეშინიათ,პირიქით,ჭეშმარიტების მახვილით მიიკვლევენ გზას,მოზღვავებულ აგრესიას ადამიანებზე ანთხევენ,სიმართლის ძახილით.ხალხის სიყვარულიც აქედან მოდის,შემწყნარებლობა არაფერში არგიათ,მთავარი უხეში სიმართლეა და ამ სიმართლისთვის მათ არავინ სჯის.

        პოეტი ამბობს - ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი უშვებს შეცდომას,საგანგაშო აქ არაფერია,მე მესმის მათი შემდგომი ტვირთის,რომლის  ტარებაც უწევთ მთელი ცხოვრებაო. - მართალია,თუმცა ძნელი წარმოსადგენია,იგი ცოდვილებს პატარა ადამიანუკებად,ცოდვას დახარბებულ არსებებად მიიჩნევს,რომლებიც მუდმივად სხვის გონებაში ხელის ფათურს ცდილობენ.ის კი წერს,გონია მშვიდდება,არადა ძალა ეცლება,რაც მეტს წერს,მით უფრო უძნელდება.პოეტები მოწყენილი ადამიანები არიან.რომ დაწერონ,უდიდესი  სიმარტოვით უნდა მოიკლან თავი,ტანჯვასა და ლოთობაში იწერება სულის ლექსები.პოეტი ადამიანს ვეღარ ცნობს,უბრალოდ ახსოვს წესები,რომ უნდა გაუგოს მოკვდავს,შეიბრალოს,ამ წუთისოფლისგან ხომ ყველანი დაღლილები ვართ.დიდხანს თუ მოწყდა მარტოობას და პატარა კაცუნებს თავისი  ძვირფასი დრო დაუთმო,უმალ ცოდვილი ხდება,მათსავით უშვებს შეცდომებს და შიშით ისევ სამალავს მიაშურებს.ასე გრძელდება ღმერთკაცის დედამიწელებთან თანაცხოვრება - მუდმივი ბრძოლა,სამალავი,დიდი მგოსნობა,ისევ ცოდვა და კარგი ლექსები.

        პოეტი და სიყვარული,ეს იგივეა,რაც ფსიქოლოგი და ადამიანი.არცერთი არ ივარგებს უადამიანოდ და უსიყვარულოდ.უყვართ იმიტომ რომ წყურიათ,რაც უფრო სულიერების მორევში იძირება პოეტი,მით უფრო წყურია სიყვარული და ამავდროულად მოკვდავთა ცოდვები.ვნება იღვიძებს,დიდი ხნის შეკავებული ვნება,რომლის გახარჯვა აზრების გაფანტვაცაა ამავდროულად.უსექსობითა და მარტოობით თუ არ დაიტანჯა თავი,ვერ იქნება კარგი პოეტი,ვერ დაწერს,ვერ გააგებინებს მკითხველს გულისთქმას,რომელიც სხეულისა და სულის ტანჯვით იქნა გამოწურული და ლექსად დაწერილი.მისი ცხოვრება დანტეს ძაბრივითაა,რაც უფრო მიდის,მით უფრო წვრილდება და ძნელდება გავლა.ფიქრობ,დაეხმარო,იგრძნო მისი ტკივილი,მაგრამ ვაი თუ შენც ისევე უყურებ მას როგორც ფსიქოლოგი პაციენტს.არც სჯერა,მას მხოლოდ თავისი გულისტკივილის სჯერა,პოეზიის,რომელიც მისთვის ხსნაც არის და ამავდროულად ტანჯვაც.

        ამბობს და მერე დიდხანს დუმს,ფიქრის თვე,ფიქრის დღე და საათი მისი მუდმივი სამყოფელია,ამბობს რომ უცოდველობას განიცდის.აჰა,სცოდა,მაგრამ სხვამ უფრო სცოდა.ღმერთისაც სწამს და შვილისაც,ეშინია მათი.ორი ფიქრი აქვს,რომელსაც ვერ იშორებს  თავიდან.მაინც ღმერთს და შვილს ირჩევს.დროებით, და თავი ძალიან ძლიერი ჰგონია,უხარია,საუკეთესო არჩევანი გააკეთა,მან ეს შეძლო,წინა თაობის დაბარებული ღირსებები გააცოცხლა,რა კარგია,უხარია,თავისუფლებას გრძნობს,ტკბილი სევდა ეძალება,სიცოცხლე ისევ უყვარდება.ვინ იცის, მერამდენედ გამოუცდია ეს გრძნობა,იხსენებს  წინა შემთხვევებს,სიზიფეც ხომ ასე იყო,ააქვს ლოდი მთაზე,დაუგორდება,მაინც ააქვს,ისევ დაუგორდება,მძიმდება ლოდი,იღლება სიზიფე,მაგრამ მაინც ააქვს ლოდი.

        პოეტი მთვარეა,რომელსაც უნდა უყურო, სინათლე მიიღო მისგან,მაგრამ მასზე ცხოვრება არ არის,ის მარტოა და მხოლოდ ღამით ჩანს მისი სინათლე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები