ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2018


მე დ ა ვ ი ბ ა დ ე ა ხ ლ ი დ ა ნ თითქოს

ფოთლებმა ჭკნობა დაიწყო როცა,
როცა ადიდდა მდინარეები,
თეთრი ნისლები დაწვა ხეებზე,
წვიმამ ამხილა სადარდებელი.

იქციეს პირი ველის იებმაც,
ძებნად საზამთრო მოსასვენებლის.
ბედს, ბედისწერას მინებდა ვნება,
სითბოც მეშორა შენი ხელების.

მაგრამ აიხსნა ჩადრი ცამ ბოლოს,
მთვარე ვარსკვლავებს უხვად აბნევდა.
მშიერ მგელივით აყმუვლდა ქარი,
თითქოს ამ ფიქრებს რამეს ავნებდა.

ნერგმა ფესვებში ინედლა ისევ,
სულს შემოეწნა იმედის წკეპლა,
მე დავიბადე თითქოს ახლიდან,
დღეს სული ნამდვილ, მარგალიტს კრეფდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები